სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიშას ბოლო პარასკევი, ანუ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!
მიშას ბოლო პარასკევი, ანუ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!

მიშა ის მიშა აღარ არის – ვარ­დე­ბით მო­სუ­ლი, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი, მის წარ­სულ­სა და ახ­ლან­დელ სა­ხეს შო­რის მსგავ­სე­ბას ალ­ბათ თა­ვა­დაც ვე­ღარ ხე­დავს.

უკვე ბარ­გს ალა­გებს… საპ­რე­ზი­დენ­ტო ფუ­ფუ­ნე­ბას და პრი­ვი­ლე­გი­ას ნელ-ნელა ემ­შვი­დო­ბე­ბა. დიღ­მის რე­ზი­დენ­ცია, რო­მელ­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­თვის, რო­გორც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ქი­რა­ობ­და, უკვე და­ცა­ლა – ყუ­თებ­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით ჩა­ა­ლა­გა მუ­რა­ბე­ბი და კომ­პო­ტე­ბი და ეს პრო­ცე­სი მე­დი­ას ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით გა­და­ა­ღე­ბი­ნა – რა­ტომ ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო? – იქ­ნებ იმის ხაზ­გა­სას­მე­ლად, რომ პოსტს გუ­ლის­ტკი­ვი­ლის გა­რე­შე ემ­შვი­დო­ბე­ბით, იქ­ნებ იმის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის, რომ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი ოჯა­ხიც "ჩვე­უ­ლებ­რი­ვად" ცხოვ­რობ­და, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ზამ­თრის­თვის სა­ნო­ვა­გეს ყო­ველ წელს იმა­რა­გე­ბენ?

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, წას­ვლა რომ არ გტკი­ო­დეთ, საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ი­დან, რო­გორც თა­ვად ამ­ბობთ, ბე­ბი­ის მიერ დათ­მო­ბილ ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში, მე­დი­ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე გა­და­ბარ­გდე­ბო­დით, ისე რო­გორც 9 წლის წინ, ორო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნი­დან ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მეგ­ზუ­რო­ბის გა­რე­შე გა­და­ი­ნაც­ვლეთ საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში.

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! – ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად თქვენ მხო­ლოდ ახლა დარ­ბი­ხართ საყ­ვა­რე­ლი კურ­დღლის და­სა­ჭე­რად ჯერ კი­დევ თქვე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში, თქვენ მხო­ლოდ ახლა ჩერ­დე­ბით მე­დი­ას­თან კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ…

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ის­ტო­რი­ა­ში, თქვე­ნი, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლის ზღა­პა­რი არც თუ და­დე­ბი­თი გმი­რის­თვის და­მა­სა­ხი­ა­თე­ბე­ლი ფი­ნა­ლით მთავ­რდე­ბა – ვერც კი გი­ვახ­შმი­ათ ისე, რომ აქ­ცია არ მო­გი­წყონ – უკვე მე­რამ­დე­ნედ გა­სულ­ხართ ამა თუ იმ რეს­ტორ­ნის უკა­ნა გა­სას­ვლე­ლი­დან, იმი­ტომ რომ მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან, სა­დაც აქამ­დე მხო­ლოდ კვერ­ცხებს გეს­როდ­ნენ, უკვე სტა­ფი­ლო, კომ­ბოს­ტო და ბოსტნე­უ­ლის მთე­ლი ასორ­ტი­მენ­ტი არ ენა­ნე­ბათ თქვენ­თვის…

ჩვენ გვახ­სოვს თქვე­ნი "ბო­დი­ში" და სი­ნა­ნუ­ლი, რომ სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ იცო­დით, გვახ­სოვს თქვე­ნი ცრემ­ლე­ბიც, როცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ერთ-ერთი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის პრომ­ლე­მე­ბის გამო იტი­რეთ, მაგ­რამ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის წინ დე­მონ­სტრი­რე­ბუ­ლი სი­ნა­ნუ­ლი ყო­ველ­თვის არ არის ხოლ­მე გულ­წრფე­ლი, ისე რო­გორც ცრემ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ყალ­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, მე და­ვი­ჯე­რე თქვე­ნი გულ­წრფე­ლო­ბის გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის ბოლო სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას – ვი­ა­მა­ყე კი­დეც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს, მაგ­რამ ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, რო­გორც კი გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლა და­ამ­თავ­რეთ, ისიც გა­მახ­სენ­და, რომ თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კარ­გა, მა­შინ, როცა არა­ერ­თხელ და­დეთ ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პი­რო­ბა.

თქვენ შეც­ვლი­ლი ხართ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო - არა მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად გე­ტყო­ბათ გაბ­რა­ზე­ბა, პო­ლი­ტი­კურ მარ­ცხთან შე­უ­გუ­ებ­ლო­ბა, არა­მედ ტონ­ზეც – პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ, ისე რო­გორც არას­დროს, ნამ­დვი­ლად "ცო­ფებს ყრით". სა­მა­გი­ე­როდ, ისე რო­გორც არას­დროს, "გეს­მით" ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­სა­ჭი­რის და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის თა­ნას­წო­რო­ბის. ყო­ველ­დღე ამ­ბობთ კი­დეც - სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა ერ­თად ვარ­თო. დიახ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო – სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ერთი მცი­რე ჯგუ­ფი არაა, რო­მელ­საც და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა მხო­ლოდ იმის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ ჯერ და­ა­შან­ტა­ჟოს და მერე "მო­იხ­მა­როს". სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა ერ­თად ვართ და თქვენ ამას მხო­ლოდ ახლა მიხ­ვდით…

ალ­ბათ, ბარ­გის ჩა­ლა­გე­ბას აგ­რძე­ლებთ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! - თქვენ ხომ კი­დევ ექვს რე­ზი­დენ­ცი­ას უნდა და­ემ­შვი­დო­ბოთ? სულ მალე სა­კუ­თარ "ნი­სან­საც" და­უბ­რუნ­დე­ბით, რომ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე, რო­გორც ელექტრო­მო­ბილ­ზე, არა­ერ­თხელ გი­სა­უბ­რი­ათ…

თქვენ ის მიშა აღარ ხართ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! – "მიშა მა­გა­რი" აღა­რაა და ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს - 9 წლის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე თქვე­ნი დრო ამო­ი­წუ­რა, თქვენ ორი პა­რას­კე­ვიც აღარ დაგ­რჩათ…

ბოლო პა­რას­კე­ვი გაქვთ… თქვენ მი­დი­ხართ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო!

ლელა ბაღ­და­ვა­ძე, "ამ­ბე­ბი.ge"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიშას ბოლო პარასკევი, ანუ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!

მიშას ბოლო პარასკევი, ანუ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!

მიშა ის მიშა აღარ არის – ვარდებით მოსული, ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი, მის წარსულსა და ახლანდელ სახეს შორის მსგავსებას ალბათ თავადაც ვეღარ ხედავს.

უკვე ბარგს ალაგებს… საპრეზიდენტო ფუფუნებას და პრივილეგიას ნელ-ნელა ემშვიდობება. დიღმის რეზიდენცია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მისთვის, როგორც ქვეყნის პირველი პირისთვის, სახელმწიფო ქირაობდა, უკვე დაცალა – ყუთებში საკუთარი ხელით ჩაალაგა მურაბები და კომპოტები და ეს პროცესი მედიას ვიდეოკამერებით გადააღებინა – რატომ ბატონო პრეზიდენტო? – იქნებ იმის ხაზგასასმელად, რომ პოსტს გულისტკივილის გარეშე ემშვიდობებით, იქნებ იმის დემონსტრირებისთვის, რომ 9 წლის განმავლობაში თქვენი ოჯახიც "ჩვეულებრივად" ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც ზამთრისთვის სანოვაგეს ყოველ წელს იმარაგებენ?

ბატონო პრეზიდენტო, წასვლა რომ არ გტკიოდეთ, საპრეზიდენტო რეზიდენციიდან, როგორც თავად ამბობთ, ბებიის მიერ დათმობილ ოროთახიან ბინაში, მედიის მეთვალყურეობის გარეშე გადაბარგდებოდით, ისე როგორც 9 წლის წინ, ოროთახიანი ბინიდან ვიდეოკამერების მეგზურობის გარეშე გადაინაცვლეთ საპრეზიდენტო რეზიდენციაში.

ბატონო პრეზიდენტო! – ჟურნალისტებთან ერთად თქვენ მხოლოდ ახლა დარბიხართ საყვარელი კურდღლის დასაჭერად ჯერ კიდევ თქვენი საპრეზიდენტო რეზიდენციის ეზოში, თქვენ მხოლოდ ახლა ჩერდებით მედიასთან კითხვებზე საპასუხოდ…

ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს ახალ ისტორიაში, თქვენი, როგორც დემოკრატიული მმართველის ზღაპარი არც თუ დადებითი გმირისთვის დამასახიათებელი ფინალით მთავრდება – ვერც კი გივახშმიათ ისე, რომ აქცია არ მოგიწყონ – უკვე მერამდენედ გასულხართ ამა თუ იმ რესტორნის უკანა გასასვლელიდან, იმიტომ რომ მთავარ შესასვლელთან, სადაც აქამდე მხოლოდ კვერცხებს გესროდნენ, უკვე სტაფილო, კომბოსტო და ბოსტნეულის მთელი ასორტიმენტი არ ენანებათ თქვენთვის…

ჩვენ გვახსოვს თქვენი "ბოდიში" და სინანული, რომ სისტემური დანაშაულის შესახებ არ იცოდით, გვახსოვს თქვენი ცრემლებიც, როცა რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის პრომლემების გამო იტირეთ, მაგრამ ვიდეოკამერების წინ დემონსტრირებული სინანული ყოველთვის არ არის ხოლმე გულწრფელი, ისე როგორც ცრემლებიც შეიძლება იყოს ყალბი. სამაგიეროდ, მე დავიჯერე თქვენი გულწრფელობის გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბოლო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას – ვიამაყე კიდეც, რომ საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, როგორც კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა დაამთავრეთ, ისიც გამახსენდა, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში საქართველომ კიდევ ახალი ტერიტორიები დაკარგა, მაშინ, როცა არაერთხელ დადეთ ქვეყნის გაერთიანების პირობა.

თქვენ შეცვლილი ხართ, ბატონო პრეზიდენტო - არა მხოლოდ გარეგნულად გეტყობათ გაბრაზება, პოლიტიკურ მარცხთან შეუგუებლობა, არამედ ტონზეც – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ისე როგორც არასდროს, ნამდვილად "ცოფებს ყრით". სამაგიეროდ, ისე როგორც არასდროს, "გესმით" ქართველი ხალხის გასაჭირის და ყველა მოქალაქის თანასწორობის. ყოველდღე ამბობთ კიდეც - საქართველო ყველა ერთად ვართო. დიახ, ბატონო პრეზიდენტო – საქართველო მხოლოდ პრივილეგირებულ მაღალჩინოსანთა ერთი მცირე ჯგუფი არაა, რომელსაც დანარჩენი მოსახლეობა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ჯერ დააშანტაჟოს და მერე "მოიხმაროს". საქართველო ყველა ერთად ვართ და თქვენ ამას მხოლოდ ახლა მიხვდით…

ალბათ, ბარგის ჩალაგებას აგრძელებთ, ბატონო პრეზიდენტო! - თქვენ ხომ კიდევ ექვს რეზიდენციას უნდა დაემშვიდობოთ? სულ მალე საკუთარ "ნისანსაც" დაუბრუნდებით, რომლის უპირატესობაზე, როგორც ელექტრომობილზე, არაერთხელ გისაუბრიათ…

თქვენ ის მიშა აღარ ხართ, ბატონო პრეზიდენტო! – "მიშა მაგარი" აღარაა და ამას თავისი მიზეზი აქვს - 9 წლის შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ ორი პარასკევიც აღარ დაგრჩათ…

ბოლო პარასკევი გაქვთ… თქვენ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!

ლელა ბაღდავაძე, "ამბები.ge"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა