სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გაუჩინარების ეპიდემია" - რატომ იკარგებიან საქართველოში ახალგაზრდა გოგონები?
"გაუჩინარების ეპიდემია" - რატომ იკარგებიან საქართველოში ახალგაზრდა გოგონები?

გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შეშ­ფო­თე­ბულ­მა დე­დამ 22 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის და­კარ­გვა­ზე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და ხალ­ხს მის მო­ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. 17 ოქ­ტომ­ბერს, ნინო გვა­სა­ლია სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუნ­და. ამ დრომ­დე ეძე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი. დე­დამ გან­გა­ში სახ­ლში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წე­რი­ლის შემ­დეგ ატე­ხა: "მშვი­დო­ბით, სას­ტი­კო სამ­ყა­როვ, დღეს გტო­ვებ, მშვი­დო­ბით, ხალ­ხო, რა უნდა მი­თხრათ, რომ აზრი შე­ვიც­ვა­ლო? კარ­გად იყა­ვით!" სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უგზო-უკვლოდ ხში­რად იკარ­გე­ბი­ან. ბოლო 4 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 631 ადა­მი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და, აქე­დან მხო­ლოდ 61 დაბ­რუნ­და ცო­ცხა­ლი, ხოლო 69 - გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. და­ნარ­ჩე­ნე­ბის კვალს ძა­ლო­ვა­ნებ­მა ვერ მი­აგ­ნეს. მიმ­დი­ნა­რე წელს 83 ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი. ბოლო ოთხ წე­ლი­წად­ში და­კარ­გუ­ლი 62 არას­რულ­წლოვ­ნი­დან 12 ბავ­შვია ნა­პოვ­ნი.

ლალი ცი­ნა­ძე, ნინო გვა­სა­ლი­ას დედა:

- 17 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით ში­ნი­დან სწრა­ფი ნა­ბი­ჯით გა­ვი­და. აზ­რა­დაც არ მომ­სვლია, რომ ცუდ რა­მეს ჩა­ი­დენ­და. სა­ღა­მოს 9 სა­ა­თამ­დე მის ნო­მერ­ზე არ და­მი­რე­კავს. რომ და­აგ­ვი­ან­და, დავ­რე­კე და ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი იყო. მის ოთახ­ში რომ შე­ვე­დი, წე­რი­ლი ვნა­ხე და ამის მერე ავ­ტე­ხე გან­გა­ში. ოთახ­ში იდო მისი ტე­ლე­ფო­ნიც, აი­პა­დიც. ტე­ლე­ფო­ნი­დან წაშ­ლი­ლი აქვს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. 50 ლარი აქვს წა­ღე­ბუ­ლი. წინა დღით უმ­ცრო­სი ძმის­თვის უთ­ქვამს, - ყვე­ლაფ­რით და­ვი­ღა­ლე და თავი უნდა მო­ვიკ­ლაო. ბავ­შვმა სი­სუ­ლე­ლედ მი­იჩ­ნია მისი ნათ­ქვა­მი და ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია. პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია ჩემს შვილს, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აშ­ფო­თებ­და. ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნეთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მა­მა­მის­მა ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა, მერე ჩვენ ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. ნი­ნოს გა­უ­ჭირ­და ამ ამ­ბე­ბის გა­და­ტა­ნა. გა­ნიც­დი­და ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტია... 53-ე სკო­ლა წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა, სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი იყო. არ ვიცი, რა გი­თხრათ.

- რა­ი­მე ვერ­სია გაქვთ?

- ყვე­ლა ფეხ­ზე დგას და ეძებს ნი­ნოს. გა­მო­ძი­ე­ბას ხელთ აქვს ნი­ნოს წე­რი­ლი. სა­ა­ბა­ზა­ნო­დან წა­ი­ღო ასე­ვე თოკი. არ ვიცი, სად არის ჩემი შვი­ლი. კი­ნო­ლო­გებ­მა ძაღლს აძებ­ნი­ნეს და კვა­ლი აქვე, ხა­ხა­ნაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მთავ­რდე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, თქვე­ნი შვი­ლის ფო­ტო­ე­ბი­თა და თქვე­ნი სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნით აჭ­რე­ლე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლიც და ქუ­ჩე­ბიც. მო­სახ­ლე­ო­ბა ხელ­ჩა­სა­ჭიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას თუ გაწ­ვდით?

- იყო ზა­რე­ბი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ყო­ფი­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ზარი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია. ასეთ გამ­წა­რე­ბულ დე­დას ზოგი გაც­ნო­ბას მთა­ვა­ზობს, ზოგი იმას მე­უბ­ნე­ბა, - შენი ქმა­რი ჩემ­თან არი­სო. რა სჭირს სა­ზო­გა­დო­ე­ბას? იმე­დი მაქვს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, რომ შვილს გა­და­მირ­ჩე­ნენ.

ნინო გვა­სა­ლი­ას უგზო-უკვლოდ და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლო­შია აღ­ძრუ­ლი და ძებ­ნა და­კარ­გვის დღეს­ვე და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამო­ი­ღეს და და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე პე­რი­მეტრზე არ­სე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. გა­და­მოწ­მდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რო­გორც სახ­მე­ლე­თო, ისე წყალ­ქვე­შა სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რე მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე, ასე­ვე კო­ჯრის, ტა­ბახ­მე­ლას, ოქ­რო­ყა­ნის ტყის მა­სი­ვე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. გვა­სა­ლი­ას ძებ­ნა გრძელ­დე­ბა.

დღეს ჩვენ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებთ. 18 ოქ­ტომ­ბერს, როცა "სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი" აჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო ნინო გვა­სა­ლი­ას ფო­ტო­ე­ბით, ჩემი ყუ­რა­დღე­ბა კი­დევ ერ­თმა, ახალ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ მი­იქ­ცია. ისევ "ფე­ის­ბუკ­ზე" გავ­რცელ­და ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია 19 წლის გო­გოს და­კარ­გვა­ზე, ასე­თი ში­ნა­არ­სით: "18 ოქ­ტომ­ბერს, სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა 19 წლის სა­ლო­მე დუნ­დუა-ახო­ბა­ძე. იგი აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­რან­ში ცხოვ­რობს. გო­გო­ნას ეცვა ლურ­ჯი ჯინ­სის შარ­ვა­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი მა­ი­სუ­რი და ლურ­ჯი, მოკ­ლე პი­ჯა­კი. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ და მისი ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლას მო­უ­წო­დე­ბენ დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე: 557 93 29 96".

მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე დავ­რე­კე. ნო­მე­რი სა­ლო­მეს დე­დამ­თი­ლის აღ­მოჩ­ნდა.

ნანა გი­ორ­გა­ძე, დე­დამ­თი­ლი:

- სა­ლო­მე ჩემი რძა­ლია. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი წლის შვი­ლი, გი­ორ­გი. უკვე რამ­დე­ნი დღეა, ვე­ძებთ და მის კვალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნით. 18 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლის 10 სა­ათ­ზე, სახ­ლი­დან კარგ გუ­ნე­ბა­ზე გა­ვი­და. ბავ­შვი მე და­მი­ტო­ვა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­დი­ო­და, ბავ­შვის ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხი უნდა მო­ე­ტა­ნა და მას მერე და­ი­კარ­გა. ვე­ძებთ. არ ვიცი, რა ვი­ფიქ­რო. არა­და, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნაა, ცუდი რომ იყოს, ასე სა­შინ­ლად არ დამ­წყდე­ბო­და გული. აღარ ვი­ცით, რა გავ­კე­თოთ, სად ვე­ძე­ბოთ?

- ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ხომ არ ჰქონ­და, ამის გამო რომ ენერ­ვი­უ­ლა?

- არა, დი­ა­თე­ზი აქვს. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი რო­გო­რი ჰქონ­და ბავ­შვს და ანა­ლი­ზე­ბი ამი­ტომ ავუ­ღეთ. გე­ფი­ცე­ბით, არა­ნა­ი­რი აღელ­ვე­ბა არ შე­მი­ნიშ­ნავს. ერ­თა­დერ­თი, რაც ძებ­ნის შემ­დეგ შე­ვი­ტყვეთ, ისაა, რომ სახ­ლი­დან გა­სუ­ლი, ახ­ლობ­ლის ლომ­ბარ­დში მი­ვი­და და იქ თა­ვი­სი ოქ­რო­უ­ლო­ბა და­ა­ლომ­ბარ­და. უთ­ქვამს, - ბავ­შვი ავად მყავს და ფული მჭირ­დე­ბაო. სა­მა­სი ლარი აქვს ლომ­ბარ­დი­დან წა­ღე­ბუ­ლი. არა­ნა­ი­რი ეჭვი მის ქცე­ვებ­ში არ შეგ­ვი­ტა­ნია. არც ის ვიცი, ფული რის­თვის დას­ჭირ­და.

- ცოლ-ქმარს ხომ არ უჩხუ­ბი­ათ? სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა მათი ოჯა­ხი?

- არა­ნა­ი­რი ჩხუ­ბი არ ყო­ფი­ლა. სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნეს ოჯა­ხი. ბა­ღის ასა­კი­დან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. 4 წე­ლია, რაც სა­ლო­მე ჩემი რძა­ლია. სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, ჩემ­მა შვილ­მა რომ მო­იყ­ვა­ნა. სკო­ლა ჩვენ და­ვამ­თავ­რე­ბი­ნეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს ვუ­წყობ­დით. ცოლ-ქმარს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია. ამას ხატ­ზე და­ვი­ფი­ცებ. ხე­ლის­გულ­ზე ვა­ტა­რებ­დით ყვე­ლა­ნი. მას კარ­გი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და.

- თქვე­ნი ვაჟი სახ­ლში იყო, სა­ლო­მე რომ წა­ვი­და?

- ახლა სო­ფელ­ში უამ­რა­ვი სა­მუ­შა­ოა, ძი­რი­თა­დად, ყა­ნა­ში ვართ, მო­სა­ვა­ლი რომ და­ვა­ბი­ნა­ოთ. იმ დი­ლას, როცა ჩემი რძა­ლი სახ­ლი­დან გა­ვი­და, ჩემი ვაჟი და ჩემი მე­უღ­ლე ყა­ნა­ში იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, ჩალა რომ ჩა­მო­ე­ტა­ნათ.

- რას ამ­ბობს სა­ლო­მეს ოჯა­ხი, არც მათ აქვთ რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვერ­სია?

- სა­ლო­მეს მშობ­ლე­ბიც ჩვენს სო­ფელ­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩვე­ნი სახ­ლი­დან 300 მეტრში. არც იქ მი­სუ­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავს. სა­ლო­მე აყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ, მათი გაზ­რდი­ლია. მის ბი­ო­ლო­გი­ურ დე­და­საც კარ­გად ვიც­ნობთ. ყვე­ლას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ყვე­ლა­ნი ვე­ძებთ, მაგ­რამ კვალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნით, არ ვი­ცით, ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი.

- სა­ლო­მემ იცო­და, აყ­ვა­ნი­ლი რომ იყო? ეს ამ­ბა­ვი ახლა ხომ არ გა­უ­გია?

- მან ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ძა­ლი­ან კარ­გი წრე აქვს. ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი არ იყო, რომ გა­ე­გო და ტვი­ნი არე­ო­და... "ფე­ის­ბუკ­ზე" დავ­დეთ მისი ფო­ტო­ე­ბი. იმე­დი გვაქვს, ვინ­მე გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რე­ბა და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მის მო­ძებ­ნა­ში. პო­ლი­ცი­აც საქ­მის კურ­სშია. დაგ­ვკი­თხეს, მაგ­რამ შე­დე­გი არ ჩანს.

- მა­ინც რას ფიქ­რობთ, სად უნდა წა­სუ­ლი­ყო ან ის ფული რაში დას­ჭირ­და?

- არ ვიცი, ვერ გე­ტყვით. ჩვენც გვა­ინ­ტე­რე­სებს ეს. ლა­მა­ზად, კოხ­ტად ჩაც­მუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, რო­გორც ყო­ველ­თვის, იმ დღე­საც ისე გა­ვი­და. სა­ეჭ­ვო მარ­თლა არა­ფე­რი შეგ­ვიმ­ჩნე­ვია.

- ხში­რად ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი სხვა ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ასე მომ­ხდა­რი­ყო? ხომ არ უგ­ზავ­ნი­და ვინ­მეს მე­სი­ჯებს ან ხომ არ ურე­კავ­და ვინ­მე?

- ტე­ლე­ფო­ნი დღეს ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს და მა­საც ჰქონ­და. სა­ლო­მეს დედა თურ­ქეთ­ში ჰყავ­და და მას სწერ­და ალ­ბათ მე­სი­ჯებს. არა­სო­დეს გაგ­ვი­კონ­ტრო­ლე­ბია მისი მე­სი­ჯე­ბი.

- ფუ­ლიც აიღო ლომ­ბარ­დი­დან, იქ­ნებ დე­დას­თან წა­ვი­და თურ­ქეთ­ში, ამას გა­მო­რი­ცხავთ?

- დე­და­მის­მა ეს ამ­ბა­ვი რო­გორც კი გა­ი­გო, გა­გი­ჟე­ბუ­ლი ჩა­მო­ვი­და თურ­ქე­თი­დან და ჩვენ­სა­ვით, ისიც ეძებს. სა­ში­ნელ დღე­შია, ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბით. მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დი­დან და­წყე­ბუ­ლი, მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო ფეხ­ზე დგას. ჩემი რძა­ლი შე­ზღუ­დუ­ლი არა­ფერ­ში იყო, თუ რა­მეს მო­ი­სურ­ვებ­და, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და. ქა­ლიშ­ვი­ლი­ვით გავ­ზარ­დე. ორი ბიჭი მყავს და ის გო­გო­სა­ვით მყავ­და. გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი არ ჩან­და. მხი­ა­რუ­ლი ბუ­ნე­ბი­საა. ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­მი­ნიშ­ნავს, გუ­ლის­ტკი­ვილ­საც ავ­ლენ­და და სი­ხა­რულ­საც. ბავ­შვის გაზ­რდა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. ძა­ლი­ან მინ­და, ვი­პო­ვოთ. დავ­რწმუნ­დეთ, რომ ცო­ცხა­ლია და მერე გა­ირ­კვე­ვა, რა მოხ­და, რის­თვის დას­ჭირ­და ფული და სა­ერ­თოდ, რა­ტომ და­ი­კარ­გა. იქ­ნებ თქვენც გვიშ­ვე­ლოთ, ყვე­ლას მი­აწ­ვდი­ნეთ ხმა. სახ­ლში ორი წლის პა­ტა­რა ელო­დე­ბა. ღმერ­თის იმე­დად ვართ.

17 წლის და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძეს კი თით­ქმის სამი თვეა, ოჯა­ხი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. გო­გო­ნა ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნი­დან, თა­ვი­სი სოფ­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და.

ლამ­ზი­რა მა­ხა­რა­ძე, და­რე­ჯა­ნის დედა:

- სი­ახ­ლე არა­ფე­რია. უკვე ახალ­შე­ნი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის პო­ლი­ცი­ა­ში აღარ არის ჩემი შვი­ლის საქ­მე. მათ მა­სა­ლე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­დას­ცეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გა­ნახ­ლდე­ბა ძი­ე­ბა და ხე­ლახ­ლა და­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა ის პირი, ვინც პო­ლი­ცი­ას ჰყავ­და და­კი­თხუ­ლი. 78 დღე გა­ვი­და და არ ვიცი, ჩემი შვი­ლი მკვდა­რია თუ ცო­ცხა­ლი. ერ­თა­დერ­თი სა­ეჭ­ვო კო­მენ­ტა­რი იყო, "ოდ­ნოკ­ლას­ნიკ­ში" ნა­თე­სა­ვის­თვის მი­წე­რი­ლი წე­რი­ლი, მაგ­რამ ამის გა­და­მოწ­მე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა და არ არის გარ­კვე­უ­ლი, ეს და­რი­კოს და­წე­რი­ლია თუ არა.

- არ შე­ის­წავ­ლეს ეს ფაქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა?

- მი­თხრეს, გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ გვაქ­ვსო. მოს­კოვ­ში, "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კის" ოფის­ში გაგ­ზავ­ნეს შე­კი­თხვა და პა­სუხს იქი­დან ელი­ან. ჯერ არა­ფე­რი ჩანს. მი­თხრეს, ეს წე­რი­ლი ან გა­ნი­ხი­ლე­ბა, ან არაო. მი­ჭირს იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ ამ­დენ ხანს არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ჩემი შვი­ლის საქ­მე­ში, არ ვიცი, სად შე­იძ­ლე­ბა იყოს. მინ­და, კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს, და­მეხ­მა­რონ ჩემი შვი­ლის პოვ­ნა­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რა მპირ­დე­ბა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვის. იქ­ნებ მარ­თლა მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და გა­მოჩ­ნდეს.

- ხომ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა?

- შე­იძ­ლე­ბა გა­და­პა­რუ­ლია, მაგ­რამ რის­თვის, ვის და რაში დას­ჭირ­და ჩემი შვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა? კი­დევ ვე­ბღა­უ­ჭე­ბი იმ ვერ­სი­ას, რომ ვი­ღა­ცამ მო­ი­ტა­ცა ჩემი შვი­ლი, ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, მაგ­რამ სად წა­იყ­ვა­ნა, რა­ტომ არ გა­მოჩ­ნდა? უკვე აივ­სო ჩემი მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლაც. მინ­და, სა­ნამ სული მიდ­გას, გა­ვი­გო­ნო მისი ხმა და თუნ­დაც მერე, მოვ­კვდე. ძა­ლას იმ იმე­დით ვიკ­რებ, რომ ჩემი შვი­ლის ხმას გა­ვი­გო­ნებ, თუნ­დაც სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი იყოს და მი­თხრას, - დედა, კარ­გად ვარ, არ ინერ­ვი­უ­ლო. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა.

უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქუ­თა­ი­სე­ლი გო­გო­ნას, 19 წლის ნა­თია გი­ორ­გი­ძის ოჯა­ხი. მას უკვე 3 წე­ლი­წა­დია, უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. დარ­დის­გან დაღ­ლი­ლი დედა ფარ-ხმალს მა­ინც არ ყრის და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სის­ტე­მა­ტუ­რად აკი­თხავს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

რუ­სუ­დან გი­ორ­გი­ძე, ნა­თია გი­ორ­გი­ძის დედა:

- 2010 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, დღის 12 სა­ათ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან ნა­თია. მა­შინ 19 წლის იყო. ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლობ­და. პუშ­კი­ნის ქუ­ჩი­დან და­ი­კარ­გა. მა­შინ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შავი ჯიპი და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ დღემ­დე ამ ჯი­პის პატ­რო­ნის დად­გე­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვერ შეძ­ლეს. სა­ში­ნელ გა­ჭირ­ვე­ბა­ში გავ­ზარ­დე სამი შვი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა არც ერთ ხელ­ჩა­სა­ჭიდ ვერ­სი­ას არ გაჰ­ყვა. ვფიქ­რობ, ჩემი შვი­ლი მა­შინ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იყ­ვა­ნეს. გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბაღ­და­დელ­მა ქალ­მა თურ­ქეთ­ში ნახა ჩემი შვი­ლი. ის ქალ­ბა­ტო­ნი არა­ლე­გა­ლუ­რად სა­ბერ­ძნეთ­ში მი­დი­ო­და. თურ­ქე­თის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში თურ­მე შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა ნი­ნოს. შემ­დეგ თა­ვის მე­უღ­ლეს­თან და­უ­რე­კავს, - აქ გო­გო­ნა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, უნდა და­ვეხ­მა­როთ, ამ­ბობს, რომ ქუ­თა­ი­სი­დან არის, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ორი წე­ლი­წა­დია, 20-21 წლის ნა­თია გი­ორ­გი­ძე­აო. თუმ­ცა, შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და, ეს ქალ­ბა­ტო­ნი იქ გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მისი მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ არ ახ­სოვს რა გვა­რი და სა­ხე­ლი უთხრა ცოლ­მა. დღემ­დე გა­მო­ძი­ე­ბა ამით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

- გგო­ნი­ათ, რომ თქვე­ნი შვი­ლი ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლია და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იყ­ვა­ნეს?

- დიახ, მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იყ­ვა­ნეს. თან სა­ყუ­რა­დღე­ბოა ერთი გა­რე­მო­ე­ბა: იმ პე­რი­ოდ­ში ქუ­თა­ის­ში სხვა არა­ვინ და­კარ­გუ­ლა. ასა­კი, აღ­წე­რი­ლო­ბა ემ­თხვე­ვა ჩემი შვი­ლის აღ­წე­რი­ლო­ბას. ამ სამი წლის მან­ძილ­ზე არ და­მი­ტო­ვე­ბია არც ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, დახ­მა­რე­ბის­თვის რომ არ მი­მე­მარ­თა. პრე­ზი­დენტს ორ­ჯერ გა­და­ვე­ცი გან­ცხა­დე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც და­ვუ­ჩო­ქე და ისე ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არ­სა­ი­დან პა­სუ­ხი არ არის. ახლა ბოლო წვე­თი ისაა, ვის­ზეც ეჭვი მაქვს, მას­ზე ვი­ძიო შური, სხვა გზა არ დამ­რჩა, გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა ვარ.

- ეჭვი ვინ­მე­ზე გაქვთ?

- ნა­თი­ას ჰყავ­და მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც და­კარ­გვამ­დე 6 თვით ადრე ჰყავ­და გაც­ნო­ბი­ლი. მან და­ი­მე­გობ­რა ჩემი შვი­ლი და ვფიქ­რობ, ის არის გა­რე­უ­ლი ამ საქ­მე­ში, მან იცის სი­მარ­თლე. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი შვი­ლი მყავ­და, ახ­ტა­ჯა­ნა არ იყო. წიგ­ნე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და. წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი მაქვს. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მარ­წმუ­ნებ­და, რომ ჩემ­მა შვილ­მა თავი მო­იკ­ლა. მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი მა­ინც ხომ უნდა გვე­ნა­ხა? ჩემს შვილს თავი არ ჰქონ­და მო­საკ­ლა­ვი, ამ ვერ­სი­ას არ ვე­თან­ხმე­ბი. დღემ­დე არ ვკარ­გავ იმედს, რომ ვი­პო­ვი ჩემს გო­გო­ნას. ამ სამი წლის მან­ძილ­ზე ლო­გინ­ში არ ჩავ­წო­ლილ­ვარ და თვალ­ზე ცრემ­ლი არ შემშრო­ბია. იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი ჯერ ისევ მაქვს.

იმე­დია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ და სხვა და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დე­დებს შვი­ლე­ბის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან და დარ­დი­თა და მო­ლო­დი­ნით დაღ­ლი­ლებს, ძა­ლა­გა­მო­ლე­ულ დე­დებს აღარ მო­უ­წევთ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში იმ იმე­დით სი­ა­რუ­ლი, რა­ი­მე სი­ახ­ლე რომ შე­ი­ტყონ.

P.S. ჟურ­ნა­ლი და­სა­ბეჭ­დად მზად იყო, როცა შე­ვი­ტყვეთ, რომ და­კარ­გუ­ლი სა­ლო­მე დუნ­დუა გა­მოჩ­ნდა. მე­უღ­ლემ სა­ლო­მეს­გან მე­სი­ჯი მი­ი­ღო, რომ ის ბა­თუმ­შია და შვილ­თან დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებს.

ნანა გი­ორ­გა­ძე, დე­დამ­თი­ლი:

- სა­ლო­მე გა­მოჩ­ნდა. გა­ვი­გეთ, რომ ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას­თან იმ­ყო­ფე­ბა. მის სა­ნა­ხა­ვად გამ­ზრდე­ლი დედა წა­ვი­და და ის ჩა­მო­ი­ტანს ამ­ბავს. გაგ­ვა­გე­ბი­ნებს, რა­ტომ მი­ი­ღო მის­მა შვილ­მა ასე­თი უც­ნა­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რა­ტომ მო­იქ­ცა ასე. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახ­სნა ვერ მო­ვუ­ძებ­ნე მის საქ­ცი­ელს. მე პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს და ამი­ტომ ჯერ მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ინ­ტერ­ვი­უ­შიც გი­თხა­რით, რომ ის ნაშ­ვი­ლე­ბი იყო. ქო­ბუ­ლე­თე­ლი ომა­ნა­ძე­ე­ბის­გან ჰყავ­და ნაშ­ვი­ლე­ბი გამ­ზრდელ მშობ­ლებს. დე­და­მი­სი კი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს.

- თქვე­ნი ვაჟი რას ამ­ბობს, ესა­უბ­რა? აპი­რებთ, სახ­ლში მი­ი­ღოთ?

- არ და­ლა­პა­რა­კე­ბია ტე­ლე­ფო­ნით. ჩვენ მას არ მი­ვი­ღებთ სახ­ლში, ასე ამ­ბობს ჩემი შვი­ლი. თქვენ მი­ი­ღებ­დით, ჩვენს ად­გილ­ზე რომ იყოთ? ოჯახს სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სჭირ­დე­ბა. ბავ­შვი ჩვენ­თან რჩე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით და ალ­ბათ დარ­ჩე­ბა. მე­სი­ჯში მწერ­და: - ასე გა­დავ­წყვი­ტე და ვიცი, გი­ორ­გის დე­და­სა­ვით მო­უვ­ლიო. რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს, არ ვიცი. ვე­ლო­დე­ბი, დე­და­მი­სი რა პა­სუხს მო­ი­ტანს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გაუჩინარების ეპიდემია" - რატომ იკარგებიან საქართველოში ახალგაზრდა გოგონები?

"გაუჩინარების ეპიდემია" - რატომ იკარგებიან საქართველოში ახალგაზრდა გოგონები?

გასულ კვირას სოციალურ ქსელში შეშფოთებულმა დედამ 22 წლის ქალიშვილის დაკარგვაზე გაავრცელა ინფორმაცია და ხალხს მის მოძებნაში დახმარება სთხოვა. 17 ოქტომბერს, ნინო გვასალია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცველები, ოჯახის წევრები და მეგობრები. დედამ განგაში სახლში აღმოჩენილი წერილის შემდეგ ატეხა: "მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ, დღეს გტოვებ, მშვიდობით, ხალხო, რა უნდა მითხრათ, რომ აზრი შევიცვალო? კარგად იყავით!" სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. საქართველოში ადამიანები უგზო-უკვლოდ ხშირად იკარგებიან. ბოლო 4 წელიწადში საქართველოში სულ 631 ადამიანი გაუჩინარდა, აქედან მხოლოდ 61 დაბრუნდა ცოცხალი, ხოლო 69 - გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენების კვალს ძალოვანებმა ვერ მიაგნეს. მიმდინარე წელს 83 ადამიანია დაკარგული. ბოლო ოთხ წელიწადში დაკარგული 62 არასრულწლოვნიდან 12 ბავშვია ნაპოვნი.

ლალი ცინაძე, ნინო გვასალიას დედა:

- 17 ოქტომბერს, დილით შინიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. აზრადაც არ მომსვლია, რომ ცუდ რამეს ჩაიდენდა. საღამოს 9 საათამდე მის ნომერზე არ დამირეკავს. რომ დააგვიანდა, დავრეკე და ტელეფონი გამორთული იყო. მის ოთახში რომ შევედი, წერილი ვნახე და ამის მერე ავტეხე განგაში. ოთახში იდო მისი ტელეფონიც, აიპადიც. ტელეფონიდან წაშლილი აქვს ყველა ინფორმაცია. 50 ლარი აქვს წაღებული. წინა დღით უმცროსი ძმისთვის უთქვამს, - ყველაფრით დავიღალე და თავი უნდა მოვიკლაო. ბავშვმა სისულელედ მიიჩნია მისი ნათქვამი და ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. პირადი პრობლემები არ ჰქონია ჩემს შვილს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აშფოთებდა. ბევრი რამ გადავიტანეთ წინა ხელისუფლების დროს, მამამისმა ყველაფერი დაკარგა, მერე ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ნინოს გაუჭირდა ამ ამბების გადატანა. განიცდიდა ოჯახურ მდგომარეობას. სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია... 53-ე სკოლა წარმატებით დაამთავრა, საუკეთესო სტუდენტი იყო. არ ვიცი, რა გითხრათ.

- რაიმე ვერსია გაქვთ?

- ყველა ფეხზე დგას და ეძებს ნინოს. გამოძიებას ხელთ აქვს ნინოს წერილი. სააბაზანოდან წაიღო ასევე თოკი. არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი. კინოლოგებმა ძაღლს აძებნინეს და კვალი აქვე, ხახანაშვილის ქუჩაზე მთავრდება.

- ქალბატონო ლალი, თქვენი შვილის ფოტოებითა და თქვენი საკონტაქტო ტელეფონით აჭრელებულია სოციალური ქსელიც და ქუჩებიც. მოსახლეობა ხელჩასაჭიდ ინფორმაციას თუ გაწვდით?

- იყო ზარები, მაგრამ რეალური ინფორმაცია არ ყოფილა. სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ზარი გამაოგნებელია. ასეთ გამწარებულ დედას ზოგი გაცნობას მთავაზობს, ზოგი იმას მეუბნება, - შენი ქმარი ჩემთან არისო. რა სჭირს საზოგადოებას? იმედი მაქვს სამართალდამცავების, რომ შვილს გადამირჩენენ.

ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით საქმე ისანი-სამგორის სამმართველოშია აღძრული და ძებნა დაკარგვის დღესვე დაიწყო. გამოძიების პირველ ეტაპზე სამართალდამცველებმა ამოიღეს და დაათვალიერეს დაკარგული გოგონას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები. გადამოწმდა საავადმყოფოები. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოები განახორციელეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ასევე კოჯრის, ტაბახმელას, ოქროყანის ტყის მასივების ტერიტორიებზე. გვასალიას ძებნა გრძელდება.

დღეს ჩვენ კიდევ რამდენიმე ამბავს გავიხსენებთ. 18 ოქტომბერს, როცა "სოციალური ქსელი" აჭრელებული იყო ნინო გვასალიას ფოტოებით, ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა, ახალმა ინფორმაციამ მიიქცია. ისევ "ფეისბუკზე" გავრცელდა ასევე ინფორმაცია 19 წლის გოგოს დაკარგვაზე, ასეთი შინაარსით: "18 ოქტომბერს, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 19 წლის სალომე დუნდუა-ახობაძე. იგი აბაშის რაიონის სოფელ მარანში ცხოვრობს. გოგონას ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ნარინჯისფერი მაისური და ლურჯი, მოკლე პიჯაკი. გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ და მისი ნახვის შემთხვევაში, ყველას მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე: 557 93 29 96".

მითითებულ ნომერზე დავრეკე. ნომერი სალომეს დედამთილის აღმოჩნდა.

ნანა გიორგაძე, დედამთილი:

- სალომე ჩემი რძალია. ჰყავს მეუღლე და ორი წლის შვილი, გიორგი. უკვე რამდენი დღეა, ვეძებთ და მის კვალს ვერსად მივაგენით. 18 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, სახლიდან კარგ გუნებაზე გავიდა. ბავშვი მე დამიტოვა. საავადმყოფოში მიდიოდა, ბავშვის ანალიზების პასუხი უნდა მოეტანა და მას მერე დაიკარგა. ვეძებთ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. არადა, ძალიან კარგი გოგონაა, ცუდი რომ იყოს, ასე საშინლად არ დამწყდებოდა გული. აღარ ვიცით, რა გავკეთოთ, სად ვეძებოთ?

- ბავშვს ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა ხომ არ ჰქონდა, ამის გამო რომ ენერვიულა?

- არა, დიათეზი აქვს. გვაინტერესებდა, ჰემოგლობინი როგორი ჰქონდა ბავშვს და ანალიზები ამიტომ ავუღეთ. გეფიცებით, არანაირი აღელვება არ შემინიშნავს. ერთადერთი, რაც ძებნის შემდეგ შევიტყვეთ, ისაა, რომ სახლიდან გასული, ახლობლის ლომბარდში მივიდა და იქ თავისი ოქროულობა დაალომბარდა. უთქვამს, - ბავშვი ავად მყავს და ფული მჭირდებაო. სამასი ლარი აქვს ლომბარდიდან წაღებული. არანაირი ეჭვი მის ქცევებში არ შეგვიტანია. არც ის ვიცი, ფული რისთვის დასჭირდა.

- ცოლ-ქმარს ხომ არ უჩხუბიათ? სიყვარულით შეიქმნა მათი ოჯახი?

- არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. სიყვარულით შექმნეს ოჯახი. ბაღის ასაკიდან უყვარდათ ერთმანეთი. 4 წელია, რაც სალომე ჩემი რძალია. სკოლის მოსწავლე იყო, ჩემმა შვილმა რომ მოიყვანა. სკოლა ჩვენ დავამთავრებინეთ, მაქსიმალურად ხელს ვუწყობდით. ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია. ამას ხატზე დავიფიცებ. ხელისგულზე ვატარებდით ყველანი. მას კარგი ცხოვრება ჰქონდა.

- თქვენი ვაჟი სახლში იყო, სალომე რომ წავიდა?

- ახლა სოფელში უამრავი სამუშაოა, ძირითადად, ყანაში ვართ, მოსავალი რომ დავაბინაოთ. იმ დილას, როცა ჩემი რძალი სახლიდან გავიდა, ჩემი ვაჟი და ჩემი მეუღლე ყანაში იყვნენ წასულები, ჩალა რომ ჩამოეტანათ.

- რას ამბობს სალომეს ოჯახი, არც მათ აქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი ვერსია?

- სალომეს მშობლებიც ჩვენს სოფელში ცხოვრობენ. ჩვენი სახლიდან 300 მეტრში. არც იქ მისულა. ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. სალომე აყვანილი ჰყავდათ, მათი გაზრდილია. მის ბიოლოგიურ დედასაც კარგად ვიცნობთ. ყველასთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ყველანი ვეძებთ, მაგრამ კვალს ვერსად მივაგენით, არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი.

- სალომემ იცოდა, აყვანილი რომ იყო? ეს ამბავი ახლა ხომ არ გაუგია?

- მან ყველაფერი იცოდა. ბიოლოგიურ მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან კარგი წრე აქვს. ეს ახალი ამბავი არ იყო, რომ გაეგო და ტვინი არეოდა... "ფეისბუკზე" დავდეთ მისი ფოტოები. იმედი გვაქვს, ვინმე გამოგვეხმაურება და დაგვეხმარება მის მოძებნაში. პოლიციაც საქმის კურსშია. დაგვკითხეს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

- მაინც რას ფიქრობთ, სად უნდა წასულიყო ან ის ფული რაში დასჭირდა?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩვენც გვაინტერესებს ეს. ლამაზად, კოხტად ჩაცმული და მოწესრიგებული, როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ისე გავიდა. საეჭვო მართლა არაფერი შეგვიმჩნევია.

- ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზი სხვა ადამიანი ხდება. ხომ შეიძლება, ასე მომხდარიყო? ხომ არ უგზავნიდა ვინმეს მესიჯებს ან ხომ არ ურეკავდა ვინმე?

- ტელეფონი დღეს ყველა ადამიანს აქვს და მასაც ჰქონდა. სალომეს დედა თურქეთში ჰყავდა და მას სწერდა ალბათ მესიჯებს. არასოდეს გაგვიკონტროლებია მისი მესიჯები.

- ფულიც აიღო ლომბარდიდან, იქნებ დედასთან წავიდა თურქეთში, ამას გამორიცხავთ?

- დედამისმა ეს ამბავი როგორც კი გაიგო, გაგიჟებული ჩამოვიდა თურქეთიდან და ჩვენსავით, ისიც ეძებს. საშინელ დღეშია, ვერ დაელაპარაკებით. მისი ბიოლოგიური დედიდან დაწყებული, მთელი სანათესავო ფეხზე დგას. ჩემი რძალი შეზღუდული არაფერში იყო, თუ რამეს მოისურვებდა, ყველაფერი კეთდებოდა. ქალიშვილივით გავზარდე. ორი ბიჭი მყავს და ის გოგოსავით მყავდა. გულჩათხრობილი არ ჩანდა. მხიარული ბუნებისაა. ნერვიულობა არ შემინიშნავს, გულისტკივილსაც ავლენდა და სიხარულსაც. ბავშვის გაზრდაში ვეხმარებოდი. ძალიან მინდა, ვიპოვოთ. დავრწმუნდეთ, რომ ცოცხალია და მერე გაირკვევა, რა მოხდა, რისთვის დასჭირდა ფული და საერთოდ, რატომ დაიკარგა. იქნებ თქვენც გვიშველოთ, ყველას მიაწვდინეთ ხმა. სახლში ორი წლის პატარა ელოდება. ღმერთის იმედად ვართ.

17 წლის დარეჯან დიასამიძეს კი თითქმის სამი თვეა, ოჯახი და სამართალდამცავები უშედეგოდ ეძებენ. გოგონა ხელვაჩაურის რაიონიდან, თავისი სოფლიდან გაუჩინარდა.

ლამზირა მახარაძე, დარეჯანის დედა:

- სიახლე არაფერია. უკვე ახალშენისა და ხელვაჩაურის პოლიციაში აღარ არის ჩემი შვილის საქმე. მათ მასალები პროკურატურას რამდენიმე დღის წინ გადასცეს. პროკურატურაში გვეუბნებიან, რომ განახლდება ძიება და ხელახლა დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც პოლიციას ჰყავდა დაკითხული. 78 დღე გავიდა და არ ვიცი, ჩემი შვილი მკვდარია თუ ცოცხალი. ერთადერთი საეჭვო კომენტარი იყო, "ოდნოკლასნიკში" ნათესავისთვის მიწერილი წერილი, მაგრამ ამის გადამოწმება სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა და არ არის გარკვეული, ეს დარიკოს დაწერილია თუ არა.

- არ შეისწავლეს ეს ფაქტი სამართალდამცავებმა?

- მითხრეს, გადამოწმების საშუალება სამწუხაროდ, ქართველ სამართალდამცავებს არ გვაქვსო. მოსკოვში, "ოდნოკლასნიკის" ოფისში გაგზავნეს შეკითხვა და პასუხს იქიდან ელიან. ჯერ არაფერი ჩანს. მითხრეს, ეს წერილი ან განიხილება, ან არაო. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ამდენ ხანს არაფერი შეცვლილა ჩემი შვილის საქმეში, არ ვიცი, სად შეიძლება იყოს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო სამართალდამცავებს, რიგით მოქალაქეებს, დამეხმარონ ჩემი შვილის პოვნაში. პროკურატურა მპირდება, რომ აუცილებლად იპოვის. იქნებ მართლა მოხდეს სასწაული და გამოჩნდეს.

- ხომ შეიძლება საქართველო დატოვა?

- შეიძლება გადაპარულია, მაგრამ რისთვის, ვის და რაში დასჭირდა ჩემი შვილის გადაყვანა? კიდევ ვებღაუჭები იმ ვერსიას, რომ ვიღაცამ მოიტაცა ჩემი შვილი, ცოლად მოყვანის მიზნით, მაგრამ სად წაიყვანა, რატომ არ გამოჩნდა? უკვე აივსო ჩემი მოთმინების ფიალაც. მინდა, სანამ სული მიდგას, გავიგონო მისი ხმა და თუნდაც მერე, მოვკვდე. ძალას იმ იმედით ვიკრებ, რომ ჩემი შვილის ხმას გავიგონებ, თუნდაც სატელეფონო ზარი იყოს და მითხრას, - დედა, კარგად ვარ, არ ინერვიულო. ეს ჩემთვის ყველაფერი იქნება.

უფრო მძიმე მდგომარეობაშია ქუთაისელი გოგონას, 19 წლის ნათია გიორგიძის ოჯახი. მას უკვე 3 წელიწადია, უშედეგოდ ეძებენ. დარდისგან დაღლილი დედა ფარ-ხმალს მაინც არ ყრის და სამართალდამცავებს სისტემატურად აკითხავს, თუმცა უშედეგოდ.

რუსუდან გიორგიძე, ნათია გიორგიძის დედა:

- 2010 წლის 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან ნათია. მაშინ 19 წლის იყო. ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა. პუშკინის ქუჩიდან დაიკარგა. მაშინ იმ ტერიტორიაზე შავი ჯიპი დაფიქსირდა, მაგრამ დღემდე ამ ჯიპის პატრონის დადგენა სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს. საშინელ გაჭირვებაში გავზარდე სამი შვილი. გამოძიება არც ერთ ხელჩასაჭიდ ვერსიას არ გაჰყვა. ვფიქრობ, ჩემი შვილი მაშინ საზღვარგარეთ გაიყვანეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ ბაღდადელმა ქალმა თურქეთში ნახა ჩემი შვილი. ის ქალბატონი არალეგალურად საბერძნეთში მიდიოდა. თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში თურმე შემთხვევით შეხვდა ნინოს. შემდეგ თავის მეუღლესთან დაურეკავს, - აქ გოგონა აღმოვაჩინე, უნდა დავეხმაროთ, ამბობს, რომ ქუთაისიდან არის, გატაცებული ყოფილა ორი წელიწადია, 20-21 წლის ნათია გიორგიძეაო. თუმცა, შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ეს ქალბატონი იქ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი მეუღლე ამბობს, რომ არ ახსოვს რა გვარი და სახელი უთხრა ცოლმა. დღემდე გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.

- გგონიათ, რომ თქვენი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია და საქართველოდან გაიყვანეს?

- დიახ, მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი საზღვარგარეთ გაიყვანეს. თან საყურადღებოა ერთი გარემოება: იმ პერიოდში ქუთაისში სხვა არავინ დაკარგულა. ასაკი, აღწერილობა ემთხვევა ჩემი შვილის აღწერილობას. ამ სამი წლის მანძილზე არ დამიტოვებია არც ერთი თანამდებობის პირი, დახმარებისთვის რომ არ მიმემართა. პრეზიდენტს ორჯერ გადავეცი განცხადება, პრემიერ-მინისტრსაც დავუჩოქე და ისე ვთხოვე დახმარება, მაგრამ არსაიდან პასუხი არ არის. ახლა ბოლო წვეთი ისაა, ვისზეც ეჭვი მაქვს, მასზე ვიძიო შური, სხვა გზა არ დამრჩა, გამწარებული დედა ვარ.

- ეჭვი ვინმეზე გაქვთ?

- ნათიას ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელიც დაკარგვამდე 6 თვით ადრე ჰყავდა გაცნობილი. მან დაიმეგობრა ჩემი შვილი და ვფიქრობ, ის არის გარეული ამ საქმეში, მან იცის სიმართლე. მოწესრიგებული შვილი მყავდა, ახტაჯანა არ იყო. წიგნების კითხვა უყვარდა. წესიერი, პატიოსანი, გაჭირვებული ოჯახი მაქვს. გამომძიებელი მარწმუნებდა, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. მაშინ გარდაცვლილი მაინც ხომ უნდა გვენახა? ჩემს შვილს თავი არ ჰქონდა მოსაკლავი, ამ ვერსიას არ ვეთანხმები. დღემდე არ ვკარგავ იმედს, რომ ვიპოვი ჩემს გოგონას. ამ სამი წლის მანძილზე ლოგინში არ ჩავწოლილვარ და თვალზე ცრემლი არ შემშრობია. იმედის ნაპერწკალი ჯერ ისევ მაქვს.

იმედია, სამართალდამცავები ამ და სხვა დაკარგული ადამიანების დედებს შვილების პოვნაში დაეხმარებიან და დარდითა და მოლოდინით დაღლილებს, ძალაგამოლეულ დედებს აღარ მოუწევთ პოლიციის განყოფილებებში იმ იმედით სიარული, რაიმე სიახლე რომ შეიტყონ.

P.S. ჟურნალი დასაბეჭდად მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ დაკარგული სალომე დუნდუა გამოჩნდა. მეუღლემ სალომესგან მესიჯი მიიღო, რომ ის ბათუმშია და შვილთან დაბრუნებას არ აპირებს.

ნანა გიორგაძე, დედამთილი:

- სალომე გამოჩნდა. გავიგეთ, რომ ბიოლოგიურ დედასთან იმყოფება. მის სანახავად გამზრდელი დედა წავიდა და ის ჩამოიტანს ამბავს. გაგვაგებინებს, რატომ მიიღო მისმა შვილმა ასეთი უცნაური გადაწყვეტილება და რატომ მოიქცა ასე. გაოგნებული ვარ, ახსნა ვერ მოვუძებნე მის საქციელს. მე პირადად არ მინახავს და ამიტომ ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვით. ინტერვიუშიც გითხარით, რომ ის ნაშვილები იყო. ქობულეთელი ომანაძეებისგან ჰყავდა ნაშვილები გამზრდელ მშობლებს. დედამისი კი ბათუმში ცხოვრობს.

- თქვენი ვაჟი რას ამბობს, ესაუბრა? აპირებთ, სახლში მიიღოთ?

- არ დალაპარაკებია ტელეფონით. ჩვენ მას არ მივიღებთ სახლში, ასე ამბობს ჩემი შვილი. თქვენ მიიღებდით, ჩვენს ადგილზე რომ იყოთ? ოჯახს სხვანაირი ურთიერთობა სჭირდება. ბავშვი ჩვენთან რჩება ჯერჯერობით და ალბათ დარჩება. მესიჯში მწერდა: - ასე გადავწყვიტე და ვიცი, გიორგის დედასავით მოუვლიო. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. ველოდები, დედამისი რა პასუხს მოიტანს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია