ქვიტირის გამგებელი: "ხალხი მიჩვეულია ფეხით სიარულს"

ქვიტირის გამგებელი: "ხალხი მიჩვეულია ფეხით სიარულს"

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის მოსახლეობა ტრანსპორტის არარსებობის გამო, სოფლიდან ცენტრალურ გზამდე მისასვლელად სამნახევარ კილომეტრს ფეხით გადის. ადგილობრივების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სოფელს მიკროავტობუსი არ დაუნიშნეს.

სოფლის გამგებელი ზაზა ჭეიშვილი ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები შეჩვეული არიან ასეთ პირობებს. "ამ პრობლემის შესახებ ჩემთვის ცნობილია, თუმცა, ვიცი, რომ შეჩვეულია უკვე ხალხი ამ გზაზე ფეხით სიარულს. დაახლოებით ორი წლის წინ დაინიშნა მიკროავტობუსი, მაგრამ ხალხი არ ჰყავდა და მხოლოდ ერთი კვირა იმუშავა. მერე თვითონ მძღოლმა თქვა უარი", - ამბობს ზაზა ჭეიშვილი.

მოსახლეობა მიკროავტობუსის დანიშვნის პარალელურად, სოფლის გზის მოწესრიგებასაც ითხოვს. 

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა