"ვოლგა" და ქართული პოლიტიკა - რამ გაახსენა ბავშვობა პრემიერს

"ვოლგა" და ქართული პოლიტიკა - რამ გაახსენა ბავშვობა პრემიერს

22 ოქტომბერს, გერმანულ-ფრანგული ტელეკომპანია arte.tv--ს ეთერში, გერმანელი რეჟისორის სტეფან ტოლცის დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. "სრული სვლით დასავლეთისკენ - საქართველო მომავლის ძიებაში" - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეჟისორმა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაიღო.

სტეფან ტოლცი აქტიურად აკვირდებოდა ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ახალ დოკუმენტურ ფილმში ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს მთავარი შემოქმედები გადაიღო. როგორ გადაიქცა მილიარდელი ქველმოქმედი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად და როგორ ტოვებს 9-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტს რეფორმატორი პრეზიდენტი - ეს ფილმის მთავარი ხაზია, რომელსაც რეჟისორი თავისი "ვოლგა 21"-ით მოგზაურობისას მიყვება.

როგორც arte.tv--ს საიტზე განთავსებული ფოტო და ვიდეომასალით ირკვევა, სტოლცი თავისი "ვოლგა 21"-ით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, რამდენიმე მინისტრსა და სასულიერო პირებს ესტუმრა. გთავაზობთ, ერთ-ერთ ფრაგმენტს ფილმიდან, სადაც სტოლცი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში იმყოფება.

შტეფან შტოლცი გერმანელი რეჟისორია, რომელიც პირველად 20 წლის წინ აღმოჩნდა საქართველოში. 1990 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი შტოლცი თბილისში, თეატრალურ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით მოხვდა. სწორედ აქედან იწყება მისი სიყვარული საქართველოზე. რეჟისორი ბევრს მოგზაურობს კავკასიის რეგიონში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და წლების მანძილზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია