ფოთში ”ქართულმა ოცნებამ” ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა

ფოთში ”ქართულმა ოცნებამ” ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა

ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა შეხვედრაზე ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს. კომიტეტის წევრმა, გიორგმა მოისწრაფიშვილმა ინფორმაციის გადასამოწმებლად მისული tspress-ის ჟურნალისტი იზა სალაყაია სხდომათა დარბაზში არ შეუშვა და კადრების გადაღება შეხვედრის დასრულების შემდეგაც აუკრძალა. თუმცა ჟურნალისტმა შეხვედრიდან გამოსულებთან გასაუბრება მაინც შეძლო. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, მათ საარჩევნო საკითხებსა და კენჭისყრის დღის პროცედურებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

"სამართლიანი არჩვენების" თავმჯდომარის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის საქმიანობა და ნებისმიერი საჯარო ქმედება გამჭვირვალე უნდა იყოს.

იხილეთ ვრცლად

tspress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა