თბილისში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

თბილისში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

თბილისში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 26 ოქტომბერს იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში გამართავენ.

წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე თბილისის მემატიანეს, ლექსიკოგრაფს, ბიბლიოგრაფს, მკვლევარს, საქართველოს სახალხო პოეტს, მსახიობსა და დრამატურგს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სომხეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მთარგმნელს, ძველი თბილისის მეხოტბეს, იოსებ გრიშაშვილს ეძღვნება.

საღამოზე გაიჟღერებს რადიოს ოქროს ფონდში დაცული იოსებ გრიშაშვილის უნიკალური ჩანაწერი - მის მირ წაკითხული ლექსები. გრიშაშვილის ლექსებს ახალგაზრდა დეკლამატორები: ბექა იაშაღაშვილი, თორნიკე თოდრია, მარიამ მირიანაშვილი, იზი ბედოშვილი, გიორგი ფერაძე, ლიზი კვაჭაძე, მარიამ ონიანი, ელენე მაისურაძე, ნინო ხეცურიანი, თამარ შანიძე, დავით ლაღაძე და თამარ გიორგაძე წაიკითხავენ. საღამოს მუსიკალურად მედუდუკეთა ანსამბლი გააფორმებს. ხოლო აჭარის დამსახურებული არტისტი ნაზი სარჯველაძე გრიშაშვილის ლექსზე შექმნილ რომანსს შეასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს