სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან ვასაძის სახე "ჩემი ცოლის დაქალებში"
ლევან ვასაძის სახე "ჩემი ცოლის დაქალებში"

ახა­ლი სე­ზო­ნი­დან ტე­ლე­სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც დათო დარ­ჩია გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. "მი­რი­ან ბა­რა­თე­ონს არ აქვს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, იმი­ტომ, რომ აქვს იმ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა - სა­ი­დუმ­ლო­ბე­ბი არ ჰქონ­დეს, არ ჭამს ფრთი­ანს არა­ფერს.. იბ­რძო­და "შავ არ­წივ­ში".. არ უყ­ვარს ციფ­რი 6 და ექ­ვსი­ა­ნი მის არ­ცერთ სა­ბუთ­ში არ არის, არც ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ში.. ოთხი შვი­ლი ჰყავს: კრა­ვაჲ, ეკა­ტე­რი­ნე, სი­დო­ნია და კე­სა­რია, ყვე­ლა­ფერს ლა­მა­ზად აკე­თებს.. ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს გეგ­მავს ულა­მა­ზეს, სა­უ­კუ­ნის გან­შო­რე­ბას მე­ო­რე ცოლ­თან", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ სე­რი­ა­ლის ახალ პერ­სო­ნა­ჟის "ფე­ის­ბუქ­ში" "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

მა­ღა­ლი, მდი­და­რი, ქა­რიზ­მა­ტურ­ლი, მორ­წმუ­ნე და პო­ე­ზი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მი­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა­ზე ოც­ნე­ბობს, მა­ყუ­რე­ბელ­მა საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­უ­რად მი­ი­ღო, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბით დას­ტურ­დე­ბა.

მა­ყუ­რებ­ლის დიდ­მა ნა­წილ­მა ახალ პერ­სო­ნაჟ­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე ამო­იც­ნო, რო­მელ­საც მარ­თლა ბევ­რი რამ აქვს სა­ერ­თო მი­რი­ან­თან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბიზ­ნეს­მენს ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­დი შვი­ლი, წერს ლექ­სებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის მომ­ხრეა. "მე­ტად სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, თუ ჩვენ­თან აღ­დგე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქია. მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი ამ სა­კი­თხის მი­მარ­თაც ჩვე­ნი ბოლ­შე­ვიკ-ლი­ბე­რა­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გუ­ლი­სამ­რე­ვია", - გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ბიზ­ნეს­მენ­მა. Youtube-ზე რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ოც არის ატ­ვირ­თუ­ლი, სა­დაც ბიზ­ნეს­მე­ნი სა­კუ­თარ ლექ­სებს თა­ვად კი­თხუ­ლობს.

პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ უარ­ყოფს სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტი ქეთი დევ­და­რი­ა­ნი. "ლე­ვან ვა­სა­ძის შან­სე­ბი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში კვი­რი­დან კვი­რამ­დე მცირ­დე­ბა", - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე "ტა­ბუ­ლა ART"-ის რე­დაქ­ტორ­მა ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა,

ამ პოსტს ქეთი დევ­და­რი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ძაან შე­მო­მი­ტი­ეს, გა­ათ­რიე სე­რი­ა­ლი­და­ნო. რა­ღა­ცას ფარ­ცაგს უგ­რძნობს გული მა­ყუ­რე­ბელს", წერს სცე­ნა­რის­ტი. თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი სცე­ნა­რის­ტებს პერ­სო­ნა­ჟის პო­ე­ზი­ით მე­ტად დატ­ვირ­თვას ურ­ჩევს. მათი თქმით, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ვა­სა­ძის შან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სე­რი­ა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­რი­ა­ნის სა­ავ­ტო­რო პო­ე­მის ფრაგ­მენ­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც ის სუფ­რა­ზე ყვე­ბა:

"პო­ე­მა: არ­მა­ზის დაბ­რუ­ნე­ბა, კარი XII

მე მკერდს მი­ვუშ­ვერ წლე­ბის ქა­რიშ­ხალს

თვა­ლებს და­ხუ­ჭავ და გავფრინ­დე­ბი

სა­უ­კუ­ნე­ებს უკან და­ვით­ვლი

და ჩემს წი­ნაპ­რად გარ­და­ვიქ­მნე­ბი

იქ იწ­რთო­ბო­და ჩვე­ნი დი­დე­ბა

ამ სის­ხლის ძალა და გე­ნის გონი

და მთელს მსოფ­ლი­ოს აზან­ზა­რებ­და

იბე­რი­უ­ლი არ­მა­გე­დო­ნი

გზად დაშ­ვე­ბუ­ლი ბევ­რი შეც­დო­მა

აღარ იქ­ნე­ბა, არ და­იშ­ვე­ბა

და გაბრ­წყი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სი

მიზ­ნის მა­გივ­რად წესი იქ­ნე­ბა

ვფი­ცავ, სამ­შობ­ლოვ მე შენს მო­მა­ვალს

არ შე­იც­ვლე­ბა ჩემი ფიქ­რე­ბი.

ან დაბ­რუნ­დე­ბა შენი დი­დე­ბა

ან მე ცო­ცხა­ლი აღარ ვიქ­ნე­ბი!".

ამ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

"სცე­ნა­რის­ტო, ძაან აუ­რიე ამ ბოლო დროს"

"აქ ყვე­ლა წუ­წუ­ნებს და ამის­თა­ნა რო რე­ა­ლუ­რად გვყავს იმა­ზე გიჟ­დე­ბი­ან"

"ეტყო­ბა ქარ­თვე­ლი "ვაჟ­კა­ცე­ბის" გუ­ლის მო­გე­ბა­საც ცდი­ლობს"

"კი­დევ ერთხელ მივ­ხვდი, რომ ეს კაცი ცო­ტას აფ­რენს, ან ბევ­რს, არ ვიცი"

"აბა თუ გა­მო­იც­ნობთ ვისი პრო­ტო­ტი­პია ეს კაცი? "

"ბრა­ვო ლი­ფო­ნა­ვას!"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლივს კაი სე­რი­ა­ლი გა­ი­ჩი­თა და ესეც და­დე­ბილ­და"

"უფრო დე­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟი ვე­ღარ მო­ი­ფიქ­რეთ? მაგ­რად მა­ღი­ზი­ა­ნებს"

"ნეტა სა­სა­ცი­ლოდ არ იგ­დებ­დეთ თავს ამ გა­მოქლი­ა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის გა­მოყ­ვა­ნით? ცოტა სხვა სახე რომ მი­გე­ცათ არა?"

"ერთი მხრივ თით­ქოს არა­რე­ა­ლის­ტუ­რი და ზე­ხე­ლოვ­ნუ­რი ტი­პა­ჟია, მა­გა­რამ ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებ­თან ბევ­რი სა­ერ­თო აქვს. კი­დევ კარ­გი, ვი­ღაც გა­ბე­დუ­ლად რომ აკა­იფ­და.ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი იუ­მო­რით იღებს მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის იდე­ას, იმე­დია ასე გაგ­რძელ­დე­ბა და მი­რი­ან-ბა­ტო­ნი უცებ კუ­მი­რად არ გა­და­იქ­ცე­ვა"

"რა­ტომ­ღაც ლე­ვან ვა­სა­ძეს­თან ასო­ცირ­დე­ბა ეს გმი­რი )) ჩემ­თვის, რა თქმა უნდა"

"გა­ი­ტა­ნეთ გრე­ლან­დია!!", - წე­რენ სი­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან ვასაძის სახე "ჩემი ცოლის დაქალებში"

ლევან ვასაძის სახე "ჩემი ცოლის დაქალებში"

ახალი სეზონიდან ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი პერსონაჟი მირიან ბარათეონი გამოჩნდა, რომელსაც დათო დარჩია განასახიერებს. "მირიან ბარათეონს არ აქვს საიდუმლოებები, იმიტომ, რომ აქვს იმდენის საშუალება - საიდუმლობები არ ჰქონდეს, არ ჭამს ფრთიანს არაფერს.. იბრძოდა "შავ არწივში".. არ უყვარს ციფრი 6 და ექვსიანი მის არცერთ საბუთში არ არის, არც ტელეფონის ნომერში.. ოთხი შვილი ჰყავს: კრავაჲ, ეკატერინე, სიდონია და კესარია, ყველაფერს ლამაზად აკეთებს.. ოქტომბრის ბოლოს გეგმავს ულამაზეს, საუკუნის განშორებას მეორე ცოლთან", - ასე ახასიათებენ სერიალის ახალ პერსონაჟის "ფეისბუქში" "ჩემი ცოლის დაქალების" ოფიციალურ გვერდზე.

მაღალი, მდიდარი, ქარიზმატურლი, მორწმუნე და პოეზიაზე შეყვარებული მირიანი, რომელიც მონარქიის აღდგენაზე ოცნებობს, მაყურებელმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღო, რაც სოციალურ ქსელებში ინტერნეტ-მომხმარებლების უარყოფითი კომენტარებით დასტურდება.

მაყურებლის დიდმა ნაწილმა ახალ პერსონაჟში ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამოიცნო, რომელსაც მართლა ბევრი რამ აქვს საერთო მირიანთან. როგორც ცნობილია, ბიზნესმენს ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი, წერს ლექსებს და საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრეა. "მეტად სასარგებლო იქნება, თუ ჩვენთან აღდგება კონსტიტუციური მონარქია. მისი უწმინდესობის მიერ დაყენებული ამ საკითხის მიმართაც ჩვენი ბოლშევიკ-ლიბერალების დამოკიდებულება გულისამრევია", - განაცხადა რამდენიმე თვის წინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ბიზნესმენმა. Youtube-ზე რამდენიმე ვიდეოც არის ატვირთული, სადაც ბიზნესმენი საკუთარ ლექსებს თავად კითხულობს.

პერსონაჟის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ უარყოფს სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი. "ლევან ვასაძის შანსები ქართულ პოლიტიკაში კვირიდან კვირამდე მცირდება", - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ტაბულა ART"-ის რედაქტორმა ლექსო მაჭავარიანმა,

ამ პოსტს ქეთი დევდარიანი გამოეხმაურა: "ძაან შემომიტიეს, გაათრიე სერიალიდანო. რაღაცას ფარცაგს უგრძნობს გული მაყურებელს", წერს სცენარისტი. თუმცა მაყურებლების ნაწილი სცენარისტებს პერსონაჟის პოეზიით მეტად დატვირთვას ურჩევს. მათი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ვასაძის შანსების შემცირება მირიან ბარათეონის დამსახურებაცაა.

სოციალურ ქსელში სერიალის ოფიციალურ გვერდზე მირიანის საავტორო პოემის ფრაგმენტი გამოქვეყნდა, რომელსაც ის სუფრაზე ყვება:

"პოემა: არმაზის დაბრუნება, კარი XII

მე მკერდს მივუშვერ წლების ქარიშხალს

თვალებს დახუჭავ და გავფრინდები

საუკუნეებს უკან დავითვლი

და ჩემს წინაპრად გარდავიქმნები

იქ იწრთობოდა ჩვენი დიდება

ამ სისხლის ძალა და გენის გონი

და მთელს მსოფლიოს აზანზარებდა

იბერიული არმაგედონი

გზად დაშვებული ბევრი შეცდომა

აღარ იქნება, არ დაიშვება

და გაბრწყინება საქართველოსი

მიზნის მაგივრად წესი იქნება

ვფიცავ, სამშობლოვ მე შენს მომავალს

არ შეიცვლება ჩემი ფიქრები.

ან დაბრუნდება შენი დიდება

ან მე ცოცხალი აღარ ვიქნები!".

ამ პოსტის კომენტარებში მაყურებლები ახალი პერსონაჟის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ.

"სცენარისტო, ძაან აურიე ამ ბოლო დროს"

"აქ ყველა წუწუნებს და ამისთანა რო რეალურად გვყავს იმაზე გიჟდებიან"

"ეტყობა ქართველი "ვაჟკაცების" გულის მოგებასაც ცდილობს"

"კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ეს კაცი ცოტას აფრენს, ან ბევრს, არ ვიცი"

"აბა თუ გამოიცნობთ ვისი პროტოტიპია ეს კაცი? "

"ბრავო ლიფონავას!"

საქართველოში ძლივს კაი სერიალი გაიჩითა და ესეც დადებილდა"

"უფრო დებილი პერსონაჟი ვეღარ მოიფიქრეთ? მაგრად მაღიზიანებს"

"ნეტა სასაცილოდ არ იგდებდეთ თავს ამ გამოქლიავებული პერსონაჟის გამოყვანით? ცოტა სხვა სახე რომ მიგეცათ არა?"

"ერთი მხრივ თითქოს არარეალისტური და ზეხელოვნური ტიპაჟია, მაგარამ ბოლო ერთი წლის მანძილზე ქართულ რეალობაში მომხდარ ცვლილებებთან ბევრი საერთო აქვს. კიდევ კარგი, ვიღაც გაბედულად რომ აკაიფდა.ჯერჯერობით მაყურებელი იუმორით იღებს მონარქიის აღდგენის იდეას, იმედია ასე გაგრძელდება და მირიან-ბატონი უცებ კუმირად არ გადაიქცევა"

"რატომღაც ლევან ვასაძესთან ასოცირდება ეს გმირი )) ჩემთვის, რა თქმა უნდა"

"გაიტანეთ გრელანდია!!", - წერენ სიციალური ქსელის მომხმარებლები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს