3 ადგილი, სადაც მამაკაცის გაცნობაა შესაძლებელი

3 ადგილი, სადაც მამაკაცის გაცნობაა შესაძლებელი

ვებსაიტი hercampus.com გვთავაზობს 3 ადგილს, სადაც ახალი პარტნიორის მოძებნა ძალიან ადვილია.

კაფე, ან ყავის მაღაზია: სადაც გემრიელი საჭმელია, იქ კაცები ყოველთვის მიდიან. თუ უნივერსიტეტის სტუდენტი ხართ, სჯობს, ახლომდებარე კაფეში შეხვიდეთ. კაფეში ძლიერი სქესის ყურადღების მიპყრობა ადვილია, შეგიძლიათ კითხოთ, ღირს თუ არა იმ კერძის შეკვეთა, რომელსაც მიირთმევს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მთავარია ღიმილი და თავაზიანობა.

სპორტული ღონისძიებები, კონცერტები: სპორტული ღონისძიებები და კონცერტები საუკეთესოა ახალი პარტნიორის გასაცნობად. სტადიონზე მაყურებელთა დიდი ნაწილი მამაკაცია, თუმცა თუ საყვარელი გუნდი აგებს, კაცთან გამოლაპარაკება რეკომენდირებული არაა. კონცერტი ყოველთვის მხიარულებასთან და თავისუფლებასთან ასოცირდება. თანაც თუ პოტენციური პარტნიორი კონცერტზე შეგხვდათ, გამოდის საერთო გემოვნება და ინტერესი გქონიათ.

სპორტულ ღონისძიებაზე საუბრის წამოწყება ყოველთვის ადვილია. ჰკითხეთ, რას ფიქრობს კონკრეტულ გუნდზე, მოიგებენ თუ არა თამაშს, მოსწონს თუ არა თამაშის სტრატეგია.

სპორტდარბაზი: თანამედროვე მამაკაცებს ყველაზე მეტად ღიპი აშინებთ, ამიტომ სამსახურის შემდეგ სპორტდარბაზს ხშირად სტუმრობენ.

მომზადებულია hercampus.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს