სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შესაწყალებელთა სიაში პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან
შესაწყალებელთა სიაში პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან

მსჯავ­რდე­ბულ­თა სი­ა­ში, რო­მელ­თა შე­წყა­ლე­ბა­ზეც დღეს შე­წყა­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია იმ­სჯე­ლებს, პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც არი­ან, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­წყა­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

თევ­დო­რა­ძის თქმით, მის­თვის გა­საკ­ვი­რია, რომ ცი­ხის ამ თა­ნამ­შრომ­ლებს სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვა­რი უკვე მოხ­დი­ლი აქვთ და კო­მი­სი­ა­საც მი­მარ­თეს. ამას­თან, რო­გორც თევ­დო­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მათ წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რომ კო­მი­სია შე­წყა­ლე­ბა­ზე და­დე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ას არ მის­ცემს.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია დღეს ოთხა­სამ­დე მსჯავ­რდე­ბუ­ლის გა­ნა­ცხადს გა­ნი­ხი­ლავს. თევ­დო­რა­ძე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­უ­ბა­რია გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სათ­ვის გა­სა­მარ­თლე­ბულ პი­რებ­ზე.

"თით­ქმის ოცი წე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ და ამ­დე­ნი მძი­მე საქ­მე ერ­თად შე­მო­სუ­ლი არ მი­ნა­ხავს", - აღ­ნიშ­ნა თევ­დო­რა­ძემ, რო­მე­ლიც ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ კო­მი­სია ყვე­ლა გა­ნა­ცხადს გა­ნი­ხი­ლავს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა პა­ტიმ­რის თხოვ­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის სხდო­მის და­წყე­ბის წინ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა. მისი თქმით, ყვე­ლა საქ­მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი და რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას ყვე­ლა რის­კი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის საქ­მეს, ნა­ნუ­აშ­ვი­ლის თქმით, წა­მე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია და ის მი­იჩ­ნევს, რომ მათ სას­ჯე­ლი ბო­ლომ­დე უნდა მო­ი­ხა­დონ.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის კი­დევ ერთი წევ­რი გი­ორ­გი გო­დაბ­რე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ კო­მი­სი­ის მი­ზა­ნია, შე­წყა­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ ისე­თი პი­რე­ბი, რო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბას არ გა­ა­უ­ა­რე­სებს. მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას სწო­რედ ეს ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია ამ შემ­დგენ­ლო­ბით ბო­ლო­ჯერ შე­იკ­რი­ბა. ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის შემ­დეგ კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­იც­ვლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შესაწყალებელთა სიაში პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან

შესაწყალებელთა სიაში პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან

მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა შეწყალებაზეც დღეს შეწყალობის სახელმწიფო კომისია იმსჯელებს, პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ განუცხადა.

თევდორაძის თქმით, მისთვის გასაკვირია, რომ ციხის ამ თანამშრომლებს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ და კომისიასაც მიმართეს. ამასთან, როგორც თევდორაძემ აღნიშნა, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ კომისია შეწყალებაზე დადებით რეკომენდაციას არ მისცემს.

შეწყალების კომისია დღეს ოთხასამდე მსჯავრდებულის განაცხადს განიხილავს. თევდორაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუბარია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის გასამართლებულ პირებზე.

"თითქმის ოცი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ და ამდენი მძიმე საქმე ერთად შემოსული არ მინახავს", - აღნიშნა თევდორაძემ, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ კომისია ყველა განაცხადს განიხილავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პატიმრის თხოვნა გათვალისწინებული იქნება.

შეწყალების კომისიის სხდომის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მისი თქმით, ყველა საქმე ინდივიდუალურად იქნება განხილული და რეკომენდაციაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკი იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლების შეწყალების საქმეს, ნანუაშვილის თქმით, წამება საკმაოდ მძიმე დანაშაულია და ის მიიჩნევს, რომ მათ სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადონ.

შეწყალების კომისიის კიდევ ერთი წევრი გიორგი გოდაბრელიძე აცხადებს, რომ კომისიის მიზანია, შეწყალებული იყვნენ ისეთი პირები, რომელთა გათავისუფლებაც ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობას არ გააუარესებს. მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას სწორედ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული.

შეწყალების კომისია ამ შემდგენლობით ბოლოჯერ შეიკრიბა. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კომისიის შემადგენლობა შეიცვლება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ