24 ოქტომბერს თბილისს ფრანგი მსახიობი ფანი არდანი ეწვევა. მსახიობი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მასტერკლასს გამართავს და კინოთეატრ "რუსთაველში" მისი ბოლო ფილმის - "აკვიატებული რითმების" ჩვენებას დაესწრება.
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის მასტერკლასი 15:30 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ფილმის ჩვენებას, კინოთეატრ რუსთაველში მოხვედრას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვისაც სპეციალური მოსაწვევი ექნება.
მსახიობი თბილისში 1 დღით დარჩება.