"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრისას რუსეთთან ურთიერობის საკითხს შეეხო. მისი განმარტებით, ქვეყანას სწორი საგარეო პოლიტიკა სჭირდება, რომელიც გავლენას მოახდენს საშინაო პოლიტიკაზე.
"როცა ჟურნალისტი ან ზოგიერთი უსინდისო პოლიტიკოსი კითხულობს, ვაშინგტონი თუ მოსკოვიო, ვპასუხობ - ვაშინგტონიც და მოსკოვიც, ისევე როგორც ამას აკეთებს ვაშინგტონი. რა არის სწორი საგარეო პოლიტიკა? რაც არ უნდა უჟმური და ცუდი მეზობელი გყავდეთ, რომელ თქვენგანს უნდა მასთან ჩხუბი? თუ უჟმური და ინტრიგანია მით უფრო არ გინდა მასთან ჩხუბი" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ შეხვედრაზე, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ამასთან, კანდიდატი ამომრჩეველს დაპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეძლებს. "დავიწყებ ფართომასშტაბიან დიალოგს. აფხაზეთთან და ოსეთთან დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბაზარიც გაიხსნას, არასოდეს ომი საქართველოში აღარ იყოს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
იხილეთ ვრცლად