სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
განგსტერების "საბეჭდი მანქანა"
განგსტერების "საბეჭდი მანქანა"

ყვე­ლა ეპო­ქას თა­ვი­სი სიმ­ბო­ლო აქვს. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 1920-30-იანი წლე­ბის ამე­რი­კამ თავი მშრა­ლი კა­ნო­ნით, ჩი­კა­გო­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი მა­ფი­ით, განგსტე­რე­ბით და მათი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა. თუმ­ცა არის კი­დევ ერთი "ელე­მენ­ტი", რო­მელ­თა­ნაც პირ­ველ რიგ­ში გრძელ ქურ­თუ­კებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი განგსტე­რე­ბი და 1930-იანი წლე­ბის ჩი­კა­გო ასო­ცირ­დე­ბა - ეს ტომპსო­ნის ავ­ტო­მა­ტი ანუ Tommy Gun-ია. განგსტე­რე­ბის კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბე­ბის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი.

მსუ­ბუ­ქი და დიდი სის­წრა­ფით მსრო­ლე­ლი ია­რა­ღის სა­ჭი­რო­ე­ბა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს გაჩ­ნდა. Tommy Gun-ის წი­ნა­მორ­ბე­დი - 1915 წელს იტა­ლი­ელ­მა ოს­ტატ­მა რე­ვე­ლიმ გა­მო­ი­გო­ნა. თუმ­ცა მი­ნუ­სე­ბის გამო მა­სი­ურ წარ­მო­ე­ბამ­დე საქ­მე არ მი­ვი­და. მას შემ­დეგ პის­ტო­ლეტ-ტყვი­ამფრქვე­ვის შექ­მნა­ზე ბევ­რი ქვე­ყა­ნა მუ­შა­ობ­და. რე­ვო­ლუ­ცია ამ სფე­რო­ში ამე­რი­კელ­მა ჯონ ტომპსონ­მა მო­ახ­დი­ნა. ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ია­რაღ­ში კარ­გად ერ­კვე­ო­და და 1917 წელს ავ­ტო­მა­ტურ შაშ­ხა­ნა­ზე შე­ძე­ნი­ლი პა­ტენ­ტის გა­და­კე­თე­ბას შე­უდ­გა.

1921 წელს "ტომპსო­ნის" პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი მო­დე­ლი - М1921 გაჩ­ნდა. ეფექ­ტუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად (ია­რა­ღი წუთ­ში 800-900 გას­რო­ლას აკე­თებ­და) სიძ­ვი­რის გამო სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა "ტომი-გან­ზე" უარი თქვეს. ერთი ეგ­ზემპლი­ა­რი 200-215 დო­ლა­რი ღირ­და, მა­შინ რო­დე­საც 400 დო­ლა­რად 1920-იან წლებ­ში ამე­რი­კა­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ეფექ­ტუ­რი და მო­დუ­რი დი­ზა­ი­ნის ია­რა­ღით იმ­დე­ნად მო­იხბლნენ, რომ "ტომი-განი" განგსტე­რე­ბის გა­ნუყ­რელ მე­გობ­რად იქცა. ისი­ნი ხში­რად დაშ­ლილ ია­რაღს ვი­ო­ლი­ნოს ყუ­თით ატა­რებ­დნენ.

1920-30-იანი წლე­ბის ამე­რი­კა­ში მომ­ხდა­რი თით­ქმის ყვე­ლა სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის "მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე" სწო­რედ "ტომი" გახ­ლდათ. მის აქ­ტი­ურ "მომ­ხმა­რებ­ლებს" შო­რის იყ­ვნენ ამე­რი­კუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს მეფე - ალ კა­პო­ნე, ბონი და კლა­ი­დი, ჩარლს არ­ტურ ფლო­ი­დი, რო­მელ­მაც 2 თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად კან­ზას-სი­ტი­ში ნა­ხე­ვარ წუთ­ში 4 პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა და­ცხრი­ლა.

სა­ყო­ველ­თაო ცნო­ბა­დო­ბა ია­რაღ­მა 1929 წლის 14 თე­ბერ­ვალს მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს, კონ­კუ­რენ­ტე­ბის მო­შო­რე­ბის მიზ­ნით ალ კა­პო­ნეს თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­მა ჩი­კა­გო­ში "ტომი-გა­ნე­ბით" 7 ადა­მი­ა­ნი დახ­ვრი­ტეს. სრო­ლი­სას სპე­ცი­ფი­კუ­რი ხმის გამო, გე­ნე­რალ ტომპსო­ნის ქმნი­ლე­ბას "სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა" შე­არ­ქვეს.

განგსტე­რე­ბის არ­სე­ნალ­ში Tommy Gun-ების მომ­რავ­ლე­ბას­თან ერ­თად, ია­რა­ღი შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში პო­ლი­ცი­ა­მაც მი­ი­ღო. 1930-იანი წლე­ბის ბო­ლოს ჯონ ტომპსონ­მა სა­კუ­თა­რი ქმნი­ლე­ბა გა­ა­მარ­ტი­ვა და დი­ზა­ი­ნიც შე­უც­ვა­ლა. სა­არ­მიო ვა­რი­ან­ტი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში 1941 წელს გა­მოჩ­ნდა და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თად ამე­რი­კულ პის­ტო­ლეტ-ტყვი­ამფრქვე­ვად ით­ვლე­ბო­და. ია­რა­ღის გა­მარ­ტი­ვე­ბის წყა­ლო­ბით, ომის პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კუ­ლი ქარ­ხნე­ბი თვე­ში 90 ათა­სამ­დე "ტომი-განს" უშ­ვებ­დნენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ furfurmag.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

განგსტერების "საბეჭდი მანქანა"

განგსტერების "საბეჭდი მანქანა"

ყველა ეპოქას თავისი სიმბოლო აქვს. გასული საუკუნის 1920-30-იანი წლების ამერიკამ თავი მშრალი კანონით, ჩიკაგოში გამეფებული მაფიით, განგსტერებით და მათი გაუთავებელი სისხლიანი ანგარიშსწორებით დაგვამახსოვრა. თუმცა არის კიდევ ერთი "ელემენტი", რომელთანაც პირველ რიგში გრძელ ქურთუკებში გამოწყობილი განგსტერები და 1930-იანი წლების ჩიკაგო ასოცირდება - ეს ტომპსონის ავტომატი ანუ Tommy Gun-ია. განგსტერების კლანური დაპირისპირებისა და პოლიციასთან შეტაკებების მთავარი ფიგურანტი.

მსუბუქი და დიდი სისწრაფით მსროლელი იარაღის საჭიროება პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა. Tommy Gun-ის წინამორბედი - 1915 წელს იტალიელმა ოსტატმა რეველიმ გამოიგონა. თუმცა მინუსების გამო მასიურ წარმოებამდე საქმე არ მივიდა. მას შემდეგ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნაზე ბევრი ქვეყანა მუშაობდა. რევოლუცია ამ სფეროში ამერიკელმა ჯონ ტომპსონმა მოახდინა. ბრიგადის გენერალი იარაღში კარგად ერკვეოდა და 1917 წელს ავტომატურ შაშხანაზე შეძენილი პატენტის გადაკეთებას შეუდგა.

1921 წელს "ტომპსონის" პირველი კლასიკური მოდელი - М1921 გაჩნდა. ეფექტურობის მიუხედავად (იარაღი წუთში 800-900 გასროლას აკეთებდა) სიძვირის გამო სახელმწიფო სტრუქტურებმა "ტომი-განზე" უარი თქვეს. ერთი ეგზემპლიარი 200-215 დოლარი ღირდა, მაშინ როდესაც 400 დოლარად 1920-იან წლებში ამერიკაში მსუბუქი ავტომობილის ყიდვა შეიძლებოდა. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები კი ეფექტური და მოდური დიზაინის იარაღით იმდენად მოიხბლნენ, რომ "ტომი-განი" განგსტერების განუყრელ მეგობრად იქცა. ისინი ხშირად დაშლილ იარაღს ვიოლინოს ყუთით ატარებდნენ.

1920-30-იანი წლების ამერიკაში მომხდარი თითქმის ყველა სისხლიანი გარჩევის "მთავარი მონაწილე" სწორედ "ტომი" გახლდათ. მის აქტიურ "მომხმარებლებს" შორის იყვნენ ამერიკული კრიმინალური სამყაროს მეფე - ალ კაპონე, ბონი და კლაიდი, ჩარლს არტურ ფლოიდი, რომელმაც 2 თანამზრახველთან ერთად კანზას-სიტიში ნახევარ წუთში 4 პოლიციის მანქანა დაცხრილა.

საყოველთაო ცნობადობა იარაღმა 1929 წლის 14 თებერვალს მოიპოვა, როდესაც წმინდა ვალენტინის დღეს, კონკურენტების მოშორების მიზნით ალ კაპონეს თანამზრახველებმა ჩიკაგოში "ტომი-განებით" 7 ადამიანი დახვრიტეს. სროლისას სპეციფიკური ხმის გამო, გენერალ ტომპსონის ქმნილებას "საბეჭდი მანქანა" შეარქვეს.

განგსტერების არსენალში Tommy Gun-ების მომრავლებასთან ერთად, იარაღი შეიარაღებაში პოლიციამაც მიიღო. 1930-იანი წლების ბოლოს ჯონ ტომპსონმა საკუთარი ქმნილება გაამარტივა და დიზაინიც შეუცვალა. საარმიო ვარიანტი ამერიკელი ჯარისკაცების შეიარაღებაში 1941 წელს გამოჩნდა და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ძირითად ამერიკულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად ითვლებოდა. იარაღის გამარტივების წყალობით, ომის პერიოდში ამერიკული ქარხნები თვეში 90 ათასამდე "ტომი-განს" უშვებდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfurmag.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე