18 ოქტომბერს კომპანია "ახალი ნათება" 14 წლის იუბილეს ზეიმობს

18 ოქტომბერს კომპანია "ახალი ნათება" 14 წლის იუბილეს ზეიმობს

18 ოქტომბერს კომპანია "ახალი ნათება" 14 წლის იუბილეს ზეიმობს.

14 წლის განმავლობაში კომპანია იზრდებოდა და ვითარდებოდა. ამჟამად ის ფლობს 14 მაღაზია-სალონს თბილისსა და რეგიონებში, 120-ზე მეტ დასაქმებულს და 9000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას წარმოდგენილს მაღაზიათა ქსელში.

14 წლის იუბილეზე მომხმარებელს ელის სიურპრიზი, 14%-იანი ფასდაკლება ქსელში წარმოდგენილ "ახალი ნათების" პროდუქციაზე.

და ასევე:

"ახალი ნათება" იუბილეს კიდევ ერთი ბრენდით ხვდება:

ბრენდი და დიზაინერი ია ქუთათელაძე "დამზადებულია საქართველოში საქართველოსთვის".

იამ ინტერიერისა და პროდუქტების დიზაინი იტალიაში შეისწავლა და 2009 წლიდან საქართველოს დაუბრუნდა. 2011 წლიდან ის აქტიურად მუშაობს დამოუკიდებელ დიზაინერად სხვადასხვა დანიშნულების პროდუქტებზე.

"დიზაინი ჩემთვის უსასრულო წარმოსახვის, ინტუიციისა და მუდმივი აღმოჩენების მანიფესტაციაა. ჩემი ნამუშევრები დროთა განმავლობაში დაგროვილი შთაბეჭდილებების, დაკვირვებებისა და ინტერპრეტაციების ერთობლიობის ნაყოფია. ჩემი მიზანია, ჩემს მიერ შექმნილი პროდუქტები, არამხოლოდ ფუნქციური თვისებებით, არამედ მომხმარებელთან ჯადოსნური ურთიერთობის დამყარების უნარით გამოირჩეოდნენ", - ია ქუთათელაძე.

იას მიერ შექმნილი სანათი საშუალებებიც ასეთივე საინტერესო და ორიგინალური გამოვიდა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისი სტენდის ნახვა "ახალი ნათების" ცენტრალურ შოურუმში.

* * * *

კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. პირველი მაღაზია-სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩაზე N6-ში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ამ დროისთვის ერთ ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. "ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების როგორებიცაა: Philips, Artemide, Osram, Kolarz, Opple.

"ახალი ნათების" მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია იწარმოება: გერმანიში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიასა და ჩინეთში.

წარმოდგენილი 9000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც ნათურები) ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.

"ახალი ნათება" უკვე 14 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 120-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 14 მაღაზია სალონი, მათგან 9 თბილისში, ხოლო უკვე 5 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი. ერთი ფრანჩაიზი მაღაზია და უკვე 1 ბრენდ-მაღაზია.

გმადლობთ ყურადღებისათვის თათა მორჩილაძე

"ახალი ნათების" PR მენეჯერი

ტელ: 2596 596 / მობ: 599 234 231

info@newlight.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი