ადამიანები, რომლებმაც დიდი თანხა იპოვეს და უკან დააბრუნეს

ადამიანები, რომლებმაც დიდი თანხა იპოვეს და უკან დააბრუნეს

როგორ მოიქცევით, შემთხვევით დიდი რაოდენობის თანხა რომ იპოვოთ? აჰყვებით"ცდუნებას" თუ მოუსმენთ თქვენს შინაგან ხმას და სხვის ფულს დააბრუნებთ? წარმოგიდგენთ 5 ადამიანს, რომელმაც დიდძალი თანხა იპოვა და უკან დააბრუნა.

კანადაში, ქალაქ კალგარში მცხოვრებმა 62 წლის უსახლკარო ქალმა ქუჩაში საფულე იპოვა, რომელშიც 10 000 დოლარი ნაღდი ფული იდო. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ადგილობრივ უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა,  გადაწყვიტა თანხა პატრონისთვის უკან დაებრუნებინა. "ფულის დატოვება აზრადაც არ მომსვლია" - განაცხადა ქალბატონმა. ეს ისტორია კანადური გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდა და საზოგადოებაში უსახლკარო ქალისადმი თანაგრძნობა გამოიწვია. ბევრმა ადამიანმა მოინდომა მისი დახმარება, თუმცა ქალი უხერხულ მდგომარეობაში იყო და ინკოგნიტოდ დარჩენა სურდა. საფულის პატრონმა შექმნა ფონდი და ანგარიშზე 500$ შეიტანა. მსურველებს შეეძლოთ ფონდში თანხა ჩაერიცხათ. საბოლოოდ შეგროვდა საკმარისი ფული იმისთვის, რომ უსახლკარო ქალბატონს საკუთარი ბინა ეყიდა.

სუპერმარკეტ Walmart-ის თანამშრომელმა ვაშინგტონელმა ბისმარკ მენსამ კონვერტი იპოვა, რომელშიც 20 000 დოლარი იდო. კონვერტი მენსამ ავტომობილების პარკინგის ადგილზე მაშინ იპოვა, როდესაც ურიკებს აგროვებდა. ის დაეწია იმ მანქანას, რომლის პატრონმაც ურიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა და კონვერტი უკან დაუბრუნა. კეთილი საქმისთვის მამაკაცმა სუპერმარკეტისგან ჯილდო მიიღო. თუმცა, მან უარი თქვა თანხის პატრონის, ელტონების ოჯახისგან სარგებლის მიღებაზე და მათთან ვახშმობაზეც კი. ამჟამად მენსა  Walmart-ში მუშაობას განაგრძობს და მისი ანაზღაურება საათში დაახლოებით 9 დოლარია.

ტენესელმა 75 წლის ბებიამ ბილი უოტსმა 97 000 დოლარი იპოვა. ქალბატონი ადგილობრივ რესტორანში იმყოფებოდა, როდესაც კართან ჩამოკიდებული ჩანთა დაინახა. ჩანთაში იყო ქალის 2 ფოტო და 97 000 დოლარი. ბებიამ რესტორნის თანამშრომლებს შეატყობინა ნაპოვნი ნივთის შესახებ, წაიღო ჩანთა და რესტორანში თავისი ნომერი დატოვა.  მალე მას დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც დეტალურად აღუწერა ჩანთა და ფოტოები. ფულის დაბრუნებისას, ჩანთის პატრონი ფოტოს დანახვამ უფრო გაახარა. აღმოჩნდა, რომ ფოტოზე მისი გარდაცვლილი ქალიშვილი ყოფილა გამოსახული. ხოლო თანხა მისი ქალიშვილის  სიცოხლის დაზღვევისგან მიღებული ფული იყო. აღმოჩნდა, რომ დედას თანხა მეორე შვილთან ერთად ფლორიდაში გადასახლებისთვის უნდა გამოეყენებინა. თანხის მპოვნელს ჯილდოს სახით პატრონმა 1000 დოლარი შესთავაზა, თუმცა ბებიამ მის მიღებაზე უარი თქვა.

ტაქსის მძღოლმა ლას-ვეგასიდან, 42 წლის ადამ ვოლდემარიმ  საკუთარი მანქანის სალონში კეისი იპოვა, რომელშიც 221510 დოლარი იყო. მამაკაცმა ნაპოვნი თანხა თავის ოფისში მიიტანა. ცოტა ხანში ოფისში თანხის პატრონმა, ეთიოპიელმა ტურისტმა დარეკა. აღმოჩნდა, რომ ტურისტს თანხა წინა დღით ადგილობრივ კაზინოში მოუგია. ადამმა მადლობის ნიშნად 2000 დოლარი მიიღო.

კანზას-სიტი მკვიდრმა, 10 წლის ტაილერ შეფერმა 10 000 დოლარი იპოვა. რეისის გადადების გამო ბავშვმა მშობლებთან ერთად ერთი ღამე სასტუმროს ნომერში გაატარა. ბიჭი მამას გამოუტყდა, რომ ნომერში დიდი ოდენობით თანხა აღმოაჩინა. მამამ შვილს თანხა გამოართვა და სასტუმროს ადმინისტრაციას გადასცა. მამა ვარაუდობდა, რომ თანხა ნარკომაფიის წევრებს ეკუთვნოდათ. თავის მხრივ, სასტუმროს ადმინისტრაციამ საქმეში პოლიცია ჩართო. თუმცა, თანხას პატრონი არ გამოუჩნდა. მისურის შტატის კანონმდებლობით, თუკი ნაპოვნ საგანს 7 თვის განმავლობაში პატრონი არ გამოუჩნდება, მისი განკარგვის უფლება მპოვნელს აქვს. თუმცა, მამამ ამ შემთხვევაშიც უარი თქვა თანხის მიღებაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს