ანი ნადარეიშვილი - "ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება!"

ანი ნადარეიშვილი - "ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება!"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ციხის ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემის შესახებ წერს.

"ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება!!!!!!!!!!

ციხის ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ ცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის. გადაუღეს ფოტოები და ვიდეო და მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის ბაჩოსაც. დეტალებს ვადგენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით დავდებ.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე ფაქტია, პირველი როგორც გახსოვთ ორი თვის წინ დავით ჩხიტუნიძეზე თავდასხმა იყო, რასაც ბაჩოს მწვავე განცხადება მოყვა", - წერს ნადარეიშვილი.

იხილეთ ასევე: ანი ნადარეიშვილი კრიმინალურ ავტორიტეტებს ემუქრება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს