შერონ სტოუნი ნობელის პრემიის ლაურეატების სამიტის პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს

 შერონ სტოუნი ნობელის პრემიის ლაურეატების სამიტის პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს

მსახიობი შერონ სტოუნი პოლონეთის დედაქალაქში, ნობელის პრემიის ლაურეატების კონფერენციაზე მსოფლიო სამიტის პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ. წელს კონფერენცია ვარშავაში 21-23 ოქტომბერს გაიმართება.

სტოუნს იმ ადამიანების დახმარებისთვის დააჯილდოვებენ, რომლებიც აივ-ინფექციასა და შიდსს ებრძვიან.

"დიდი პატივია თავად განზრახვა, რომ ადამიანებს ქველმოქმედებისკენ უბიძგო",- აღნიშნა მსახიობმა, ჯილდოს მიღების შესახებ რომ შეიტყო.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება