სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი

ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა მოყ­ვი­რა­ლი, შარ­ვლი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც გვიმ­ტკი­ცე­ბენ იმა­ზე ათ­ჯერ და ას­ჯერ მეტს, ვიდ­რე აკე­თე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბეჭ­დუ­რი მე­დი­ი­სა და რა­დი­ო­ე­ბის მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რი ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის მიერ მი­ნის­ტრ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის შე­ქე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ გაკ­ვირ­ვე­ბია, რად­გან პეტ­რი­აშ­ვი­ლი ამას იმ­სა­ხუ­რებს.

"ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს ერთ-ერთი პა­ტა­რა სა­მი­ნის­ტრო აქვს, 20 კა­ციც არ მუ­შა­ობს. და­გი­სა­ხე­ლებთ სხვა პა­ტა­რა სა­მი­ნის­ტრო­ებს – თუნ­დაც პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილს, შე­გახ­სე­ნებთ, შე­და­რე­ბით სა­შუ­ა­ლო სა­მი­ნის­ტროს - ნარ­მა­ნი­ას, რო­მე­ლიც არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სა­მი­ნის­ტრო. ასე­თი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გვჭირ­დე­ბა ჩვენ და არა მოყ­ვი­რა­ლი, შარ­ვლი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც გვიმ­ტკი­ცე­ბენ იმა­ზე ათ­ჯერ და ას­ჯერ მეტს, ვიდ­რე აკე­თე­ბენ. ნარ­მა­ნია არის კაცი, რო­მე­ლიც ფუტ­კა­რი­ვით შრო­მობს, არა­ფერს ზედ­მეტს არ აკე­თებს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკა­დე­მი­უ­რი მი­ნის­ტრია. არ იფიქ­როთ, რომ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ პი­არ­ზე მუ­შა­ობს. ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრი დღე­საც ახერ­ხებს ამას, თუმ­ცა პეტ­რი­აშ­ვი­ლის შე­ქე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და და ის ამას ჩემი მხრი­და­ნაც იმ­სა­ხუ­რებს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც რთუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა იქაც პრინ­ცი­პუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც ხდე­ბა გარ­დაქ­მნე­ბი, პრინ­ცი­პუ­ლად იც­ვლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­რე­მო­სად­მი. მათ ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მი­ნის­ტრო გა­და­ი­ბა­რეს, თუმ­ცა ხდე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ამ მოკ­ლე დრო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­კეთ­და", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი

ჩვენ არ გვჭირდება მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი, რომლებიც გვიმტკიცებენ იმაზე ათჯერ და ასჯერ მეტს, ვიდრე აკეთებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის შექებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ გაკვირვებია, რადგან პეტრიაშვილი ამას იმსახურებს.

"ალექსი პეტრიაშვილს ერთ-ერთი პატარა სამინისტრო აქვს, 20 კაციც არ მუშაობს. დაგისახელებთ სხვა პატარა სამინისტროებს – თუნდაც პაატა ზაქარეიშვილს, შეგახსენებთ, შედარებით საშუალო სამინისტროს - ნარმანიას, რომელიც არის აბსოლუტურად წარმატებული და დაბალანსებული სამინისტრო. ასეთი ხელმძღვანელები გვჭირდება ჩვენ და არა მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი, რომლებიც გვიმტკიცებენ იმაზე ათჯერ და ასჯერ მეტს, ვიდრე აკეთებენ. ნარმანია არის კაცი, რომელიც ფუტკარივით შრომობს, არაფერს ზედმეტს არ აკეთებს და აბსოლუტურად აკადემიური მინისტრია. არ იფიქროთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი საკუთარ პიარზე მუშაობს. ზოგიერთი მინისტრი დღესაც ახერხებს ამას, თუმცა პეტრიაშვილის შექება აბსოლუტურად ბუნებრივად მოხდა და ის ამას ჩემი მხრიდანაც იმსახურებს", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტრომაც რთული მემკვიდრეობა მიიღო, თუმცა იქაც პრინციპული ცვლილებები ხორციელდება.

"გარემოს დაცვის სამინისტროშიც ხდება გარდაქმნები, პრინციპულად იცვლება დამოკიდებულება გარემოსადმი. მათ ძალიან რთული სამინისტრო გადაიბარეს, თუმცა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული ცვლილებები. ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი გაკეთდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა