პარტნიორები:

    ქართულ ბაზარზე ხორცი გაიაფდა

    ქართულ ბაზარზე ხორცი გაიაფდა

    ქართულ ბაზარზე ხორცი გაიაფდა, - ამის შესახებ გადაცემა "რადიო მარკეტს" თბილისში მოქმედ ხორცის მაღაზიებში განუცხადეს. მოვაჭრეების თქმით, ბოლო 7 თვე ხორცის ფასები კლებით ხასიათდება, რაც სასაკლაოებზე ტარიფების დაწევას უკავშირდება.

    მათივე თქმით, ფასების კლება რეალიზაციაზე აისახა და ხორცის გაყიდვები 30%-ით არის გაზრდილი.

    "ბოლო პერიოდში მომხმარებელს ხარისხი აწუხებს და არა ფასი, რადგანაც ხორცის ბაზარზე შენახვის პირობები სათანადოდ არ მოწმდება და ბევრი ხარვეზებია. რაც შეეხება ფასებს, კილოგრამი ხორცი უკვე 8 -დან 10 ლარამდე ღირს",- აცხადებენ ხორცის მაღაზიებში.

    რა? სად? რა ფასად?

    გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

    ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

    რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

    დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

    თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

    როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ