სექ­სი და მო­ზარ­დე­ბი - რა შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა სქე­სობ­რივ­მა სტი­მუ­ლი­რე­ბამ

სექ­სი და მო­ზარ­დე­ბი - რა შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა სქე­სობ­რივ­მა სტი­მუ­ლი­რე­ბამ

სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, კარ­გად არ არის შეს­წავ­ლი­ლი ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა ასაკ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი. არა­და, სწო­რედ ად­რე­ულ ასაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მე­ბი არა­ერთ სექ­სუ­ა­ლურ პა­თო­ლო­გი­ას ავი­თა­რებს. გვე­სა­უბ­რე­ბა ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა ფსი­ქი­ატ­რი­ის ერ­თ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, პრო­ფე­სორ­-ა­კა­დე­მი­კო­სი მი­რი­ან მეს­ტვი­რიშ­ვი­ლი:

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო სექ­სზე ლა­პა­რა­კი, მით უმე­ტეს სუ­რა­თე­ბი­სა თუ ფილ­მე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა. ბო­ლო წლებ­ში ამ მხრივ ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძვე­ლი გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი დოგ­მა­ტუ­რი მიდ­გო­მა აღარ არის.

- სა­ჭი­როა თუ არა ბავ­შვთან ამ სა­კითხ­ზე სა­უ­ბა­რი?

- ვფიქ­რობ, რომ ბავშვს უნ­და მი­ვა­წო­დოთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია სექ­სის შე­სა­ხებ იმ დო­ზით, რა დო­ზი­თაც ავ­ლენს ინ­ტე­რესს ამ სა­კითხ­ის მი­მართ. მშობ­ლებ­მა არ უნ­და ჩა­ახ­შონ ამ­გვა­რი თე­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი და ბავ­შვის კითხ­ვებს გა­მო­გო­ნი­ლი და ფან­ტა­ზი­ის სფე­რო­დან მო­ტა­ნი­ლი პა­სუ­ხე­ბით არ უპა­სუ­ხონ. მშობ­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ბავშვს იქით­კენ უბიძ­გებს, რომ პა­სუ­ხებს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვებ­ზე უკ­ვე "ქუ­ჩის გან­მა­ნათ­ლებ­ლებ­თან" ეძებს, სა­დაც ხში­რად ცი­ნი­კურ და და­მა­ხინ­ჯე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს. აქ­ვე ხა­ზი უნ­და გა­ვუს­ვა იმას, რომ სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­დეს მხო­ლოდ ანა­ტო­მი­უ­რი და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სა­კითხ­ე­ბით.

- რა ასა­კი­დან უნ­და იწყ­ე­ბო­დეს ბავ­შვის სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდა?

- მკვლე­ვარ­თა უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდა 10 წლი­დან უნ­და და­იწყ­ოს, რა თქმა უნ­და, ეს ასა­კი დოგ­მა არ არის, შე­საძ­ლო­ა, ბავ­შვი 10 წელ­ზე მე­ტის იყოს ან ნაკ­ლე­ბის, ეს მრა­ვალ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ნა­ად­რე­ვი სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბა, ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი და სხვა. ელე­მენ­ტა­რუ­ლი სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა, ბევ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის აზ­რით, სა­სურ­ვე­ლია 5-6 წლი­დან, რა­თა ბავ­შვი სქესობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბის სა­კითხ­ებ­ში გა­ერ­კვეს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იგუ­ლის­ხმე­ბა ჩაც­მუ­ლო­ბა, თა­მა­შის სა­ხე, ქცე­ვის მა­ნე­რა, გო­გო­ნე­ბისა და ბი­ჭე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი.

- რა ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს მო­ზარ­დებ­ზე სექ­სის თე­მა­ტი­კის ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვებს ად­რე­უ­ლად უძ­ლი­ერ­დე­ბათ ინ­ტე­რე­სი სქე­სობ­რი­ვი სა­კითხ­ის მი­მართ და ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ანთი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ახ­დი­ნონ ერო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა თა­ნა­ტო­ლებ­ზე, ხან­და­ხან ბა­ძა­ვენ კი­დეც სქე­ო­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის სცე­ნას. არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი ძა­ლა­დო­ბის ელე­მენ­ტე­ბიც. მო­ზარ­დებ­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რდე­ბა სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის ტო­ნუ­სი, რაც მი­სი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­უძ­ლებ­ლო­ბის და, მე­ო­რე მხრივ, ერო­ტი­კუ­ლი წარ­მოდ­გე­ნი­სა და ფან­ტა­ზი­ის შეზღ­უ­დუ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ხელს უწყ­ობს მო­ზარ­დის უკი­დუ­რეს ფსი­ქო­-ე­მო­ცი­ურ, ვე­გე­ტა­ტი­ურ და ფი­ზი­კურ და­ძა­ბუ­ლო­ბას. ხშირ­მა სქე­სობ­რივ­მა სტი­მუ­ლი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს რო­გორც მთე­ლი რი­გი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ქცე­ვის მოშ­ლის სა­ხით, აგ­რეთ­ვე სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა, სქე­სობ­რი­ვი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა, სხვა­დას­ხვა სა­ხის ნევ­რო­ზუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა. არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, რომ ასე­თი მო­ზარ­დე­ბი მო­მა­ვალ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბის წი­ნა­შე დად­გნენ.

- რას ურ­ჩევ­დით მშობ­ლებ­სა და პე­და­გო­გებს?

- მო­ზარ­დე­ბი უნ­და და­ვიც­ვათ სექ­სის შე­სა­ხებ არა­ეს­თე­ტი­კუ­რი, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­გან და ჯან­სა­ღი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ. ამა­ზე უნ­და ზრუ­ნავ­დნენ არა მარ­ტო მშობ­ლე­ბი, არა­მედ პე­და­გო­გე­ბიც. ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი მათ, ვინც თვლის, რომ თე­მა­ტი­კის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ზნე­ობ­რი­ვი აღ­ზრდის პრინ­ცი­პებ­სა და ნორ­მებს. სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდა და სქე­სობ­რი­ვი კულ­ტუ­რის და­ნერ­გვა შე­ამ­ცი­რებს - 14-15 წლი­დან სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყ­ე­ბას, აბორ­ტებს, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და მთლი­ა­ნად მის მო­მა­ვალ­ზე, შე­ამ­ცი­რებს გო­ნებ­რი­ვად და ფი­ზი­კუ­რად ავად­მყოფ ბავ­შვთა შო­ბა­დო­ბას, სა­ბავ­შვო სახ­ლებ­ში არა­სა­სურ­ველ და მშობ­ლე­ბის­გან მი­ტო­ვე­ბულ ბავ­შვთა რიცხვს და კი­დევ მთე­ლი რი­გი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბის­გან დაგ­ვი­ცავს.

- ძი­რი­თა­დად რა სა­ხით ვლინ­დე­ბა სქე­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბი?

- სექ­სუ­ა­ლურ პა­თო­ლო­გი­ა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ხში­რად ვლინ­დე­ბა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მით, მა­ზო­ხიზ­მით, სა­დიზ­მით და სხვა გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი­თა თუ და­ა­ვა­დე­ბე­ბით. მი­მაჩ­ნი­ა, რომ სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდა შე­ი­ცავს არა მარ­ტო ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ და ჰი­გი­ე­ნურ ას­პექ­ტებს, არა­მედ პე­და­გო­გი­ურ, ეთი­კურ, ეს­თე­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ სა­კითხ­ებს. ჯან­სა­ღი სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდა მი­მარ­თუ­ლია ჯან­მრთე­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­საკენ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: რა პრობლემებს იწვევს მამაკაცებში ეროტიკული ფილმების ყურება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია