სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში გლობალური დეველოპერული ფესტივალი "DevFest თბილისი" გაიმართება
თბილისში გლობალური დეველოპერული ფესტივალი "DevFest თბილისი" გაიმართება

გლო­ბა­ლუ­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი "DevFest თბი­ლი­სი" ხვალ სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" კონ­ფე­რენ­ცი­ით გა­იხ­სნე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი Google-ს დე­ვე­ლო­პე­რე­ბის ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა და მისი სპონ­სო­რე­ბი არი­ან "პა­ლიტ­რა მე­დია", Google და SAMSUNG.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, "GDG თბი­ლი­სის" მე­ნე­ჯერ­მა, გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, "DevFest თბი­ლი­სის" ფარ­გლებ­ში, 19-20 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა ჰა­კა­თო­ნი - დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი შე­ჯიბ­რი მოკ­ლე დრო­ში ან­დრო­ი­დის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შექ­მნა­ში. ჰა­კა­თონ­ში წი­ნას­წარ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უნდა ფლობ­დნენ ან­დრო­იდს, ჰქონ­დეთ ინო­ვა­ცი­უ­რი იდეა და ჰყავ­დეთ 2-3 წევ­რის­გან შემ­დგა­რი გუნ­დი. ჰა­კა­თო­ნის თე­მა­ტი­კა იქ­ნე­ბა ტუ­რიზ­მი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა.

"და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, მოკ­ლე დრო­ში დე­ვე­ლო­პე­რე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან, თუ ვინ უფრო კარგ პრო­დუქტს შექ­მნის. ერთი ჰა­კა­თო­ნი არის 3D მო­დე­ლი­რე­ბა­ში, მე­ო­რე ან­დრო­იდ­ზე მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შექ­მნა­ში. 3D მო­დე­ლი­რე­ბის თე­მა­ტი­კა იქ­ნე­ბა კა­ხე­თის ღვი­ნის შა­ტო­ე­ბი. Google map-ი 3D-ზე გა­და­ვი­და და სამ გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბია. შე­ვარ­ჩი­ეთ კა­ხე­თის რამ­დე­ნი­მე შატო და შე­იქ­მნე­ბა მათი 3D მო­დე­ლე­ბი, რო­მე­ლიც და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა რუ­კა­ზე. ან­დრო­ი­დის ჰა­კა­თონ­ზე შე­იქ­მნე­ბა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი ტუ­რიზ­მის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის. სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა ნერ­გე­ბის მოვ­ლა­ზე, ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, ღვი­ნო­ზე და ა.შ. გუნ­დებს უკვე აქვთ იდე­ე­ბი და ისი­ნი შა­ბათ-კვი­რას, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს კარ­გი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა­ში. ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დი არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი და დე­ვე­ლო­პე­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გი კრე­ა­ტი­ულ აზ­როვ­ნე­ბა­სა და იდე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში, ასე­ვე ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­სა და ან­დრო­ი­დის თე­მა­ტი­კა­ზე.

ჰა­კა­თო­ნი 20 ოქ­ტომ­ბერს, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" დას­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც გა­ი­მარ­თე­ბა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პრო­დუქ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია და და­ჯილ­დო­ე­ბა. ჰა­კა­თო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მი­ი­ღებს ფა­სი­ან პრი­ზებს კომ­პა­ნია "სამ­სუნ­გი­სა­გან", კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა მე­დია" კი სა­კუ­თარ რჩე­ულ გუნდს და­ეხ­მა­რე­ბა ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა და იდე­ის სტარ­ტა­პად ქცე­ვა­ში.

რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, "GDG თბი­ლი­სის" მე­ნე­ჯერ­მა გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ფეს­ტი­ვა­ლი 4-დღი­ა­ნია. "ხვა­ლინ­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრე­ბი­ან ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, მისი მო­ად­გი­ლე, ამა­ვე უწყე­ბის IT დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მსოფ­ლიო ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი ოთხი­ვე დღეს სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მან.

"DevFest თბი­ლი­სი" რე­გი­ო­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ხა­სი­ათს ატა­რებს, რო­მე­ლიც Google-ის მხარ­და­ჭე­რით აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის დე­ვე­ლო­პე­რებს უმას­პინ­ძლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისში გლობალური დეველოპერული ფესტივალი "DevFest თბილისი" გაიმართება

თბილისში გლობალური დეველოპერული ფესტივალი "DevFest თბილისი" გაიმართება

გლობალური დეველოპერული ფესტივალი "DevFest თბილისი" ხვალ სასტუმრო "რედისონში" კონფერენციით გაიხსნება. ფესტივალი Google-ს დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით იმართება და მისი სპონსორები არიან "პალიტრა მედია", Google და SAMSUNG.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "GDG თბილისის" მენეჯერმა, გიორგი კინწურაშვილმა განუცხადა, "DevFest თბილისის" ფარგლებში, 19-20 ოქტომბერს გაიმართება ჰაკათონი - დეველოპერული შეჯიბრი მოკლე დროში ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმნაში. ჰაკათონში წინასწარ რეგისტრირებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.

მონაწილეები უნდა ფლობდნენ ანდროიდს, ჰქონდეთ ინოვაციური იდეა და ჰყავდეთ 2-3 წევრისგან შემდგარი გუნდი. ჰაკათონის თემატიკა იქნება ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

"დახურულ სივრცეში, მოკლე დროში დეველოპერები ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო კარგ პროდუქტს შექმნის. ერთი ჰაკათონი არის 3D მოდელირებაში, მეორე ანდროიდზე მობილური აპლიკაციების შექმნაში. 3D მოდელირების თემატიკა იქნება კახეთის ღვინის შატოები. Google map-ი 3D-ზე გადავიდა და სამ განზომილებიანი შენობებია. შევარჩიეთ კახეთის რამდენიმე შატო და შეიქმნება მათი 3D მოდელები, რომელიც დატანილი იქნება რუკაზე. ანდროიდის ჰაკათონზე შეიქმნება მობილური აპლიკაციები ტურიზმის და სოფლის მეურნეობისთვის. სხვადასხვა აპლიკაციები იქნება ნერგების მოვლაზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოზე და ა.შ. გუნდებს უკვე აქვთ იდეები და ისინი შაბათ-კვირას, დახურულ სივრცეში, სასტუმრო "რედისონში" შეეჯიბრებიან ერთმანეთს კარგი პროდუქტების შექმნაში. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველები ძირითადი არიან სტუდენტები და დეველოპერები", - განაცხადა კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, ჰაკათონის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი კრეატიულ აზროვნებასა და იდეებზე მუშაობაში, ასევე ტექნიკურ საკითხებსა და ანდროიდის თემატიკაზე.

ჰაკათონი 20 ოქტომბერს, სასტუმრო "რედისონში" დასრულდება, რის შემდეგაც გაიმართება მონაწილეების პროდუქტის პრეზენტაცია და დაჯილდოება. ჰაკათონის გამარჯვებული მიიღებს ფასიან პრიზებს კომპანია "სამსუნგისაგან", კომპანია "პალიტრა მედია" კი საკუთარ რჩეულ გუნდს დაეხმარება ინვესტორების მოძიებასა და იდეის სტარტაპად ქცევაში.

როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "GDG თბილისის" მენეჯერმა გიორგი კინწურაშვილმა განუცხადა, ფესტივალი 4-დღიანია. "ხვალინდელ კონფერენციას დაესწრებიან ეკონომიკის მინისტრი, მისი მოადგილე, ამავე უწყების IT დეპარტამენტის უფროსი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. კონფერენციები ოთხივე დღეს სხვადასხვა თემატიკაზე გაიმართება", - აღნიშნა მან.

"DevFest თბილისი" რეგიონული ღონისძიების ხასიათს ატარებს, რომელიც Google-ის მხარდაჭერით აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის დეველოპერებს უმასპინძლებს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი