სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავტოფარეხში მცხოვრები ნაზი ჯავახიშვილი დახმარებას ითხოვს
ავტოფარეხში მცხოვრები ნაზი ჯავახიშვილი დახმარებას ითხოვს

თბი­ლი­სის ზღვა­ზე მდე­ბა­რე ხე­ხილ­სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბის გა­უქ­მე­ბულ ავ­ტო­ფა­რეხ­ში მცხოვ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ნაზი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­მა პენ­სი­ო­ნერ­მა ნაზი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა აც­ნო­ბა, ის უკი­დუ­რე­სად მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რად­გან მისი შე­მო­სა­ვა­ლი პენ­სია და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა შემ­წე­ო­ბაა. მისი თქმით, ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სა და ავად­მყო­ფო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ახერ­ხებ­და გა­უქ­მე­ბუ­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხის მიმ­დე­ბა­რე მი­წის მცი­რე ზო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბოსტნე­უ­ლი მო­ეყ­ვა­ნა და თავი ამით ერ­ჩი­ნა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი შე­მო­ღო­ბეს და მას აღარ უშ­ვე­ბენ.

რო­გორც ნაზი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ერ­თა­დერ­თი იმე­დი ხელ­სუფ­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბაა, რომ მას მი­ე­ცეს აღ­ნიშ­ნულ მცი­რე ზო­მის ნაკ­ვეთ­ზე ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა.

"პა­ლიტ­რა TV"-მ, გა­სულ წელს, ნაზი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტიც მო­ამ­ზა­და, სა­დაც აღ­წე­რი­ლი იყო მისი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ნა­ზი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვილს ერთი შვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც პა­ტი­მა­რია, ხოლო შვი­ლიშ­ვი­ლი კო­ჯრის ბავშთა სახ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ავტოფარეხში მცხოვრები ნაზი ჯავახიშვილი დახმარებას ითხოვს

ავტოფარეხში მცხოვრები ნაზი ჯავახიშვილი დახმარებას ითხოვს

თბილისის ზღვაზე მდებარე ხეხილსანერგე მეურნეობის გაუქმებულ ავტოფარეხში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ნაზი ჯავახიშვილი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ნაზი ჯავახიშვილმა აცნობა, ის უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მისი შემოსავალი პენსია და სოციალურად დაუცველთა შემწეობაა. მისი თქმით, ხანდაზმულობისა და ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც ახერხებდა გაუქმებული ავტოფარეხის მიმდებარე მიწის მცირე ზომის ტერიტორიაზე ბოსტნეული მოეყვანა და თავი ამით ერჩინა, თუმცა რამდენიმე დღის წინ უცნობმა ადამიანებმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემოღობეს და მას აღარ უშვებენ.

როგორც ნაზი ჯავახიშვილი აცხადებს, ერთადერთი იმედი ხელსუფლების რეაგირებაა, რომ მას მიეცეს აღნიშნულ მცირე ზომის ნაკვეთზე ბოსტნეულის მოყვანის უფლება.

"პალიტრა TV"-მ, გასულ წელს, ნაზი ჯავახიშვილის შესახებ სიუჟეტიც მოამზადა, სადაც აღწერილი იყო მისი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ. ნაზიკო ჯავახიშვილს ერთი შვილი ჰყავს, რომელიც პატიმარია, ხოლო შვილიშვილი კოჯრის ბავშთა სახლის ბენეფიციარია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია