კიეველებმა კატების გაქირავება დაიწყეს

კიეველებმა კატების გაქირავება დაიწყეს

კიეველები კატას ერთი დღით აქირავებენ. კიეველმა სერგეიმ სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში მიუთითა, რომ კატას კლიენტს სასურველ ადგილას მიუყვანენ და მომსახურება დაახლოებით 30 გრივენი ეღირება. ნაქირავებ ცხოველს კაკაო, თბილი პლედი და "სასიამოვნო მუსიკის ჩანაწერი" მოყვება.

ცხოველების აყვანას სერგეი ცხოველთა თავშესაფრიდან აპირებს. მაგრამ ჯერჯერობით, თავშესაფრები მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. თავშესაფრების ხელმძღვანელების თქმით, პატრონების გამუდმებული ცვლა ცხოველისთვის დიდი სტრესია.

სერგეის იმედი აქვს, რომ ახალი მომსახურება თავშესაფრის ბინადარ კატებს პატრონის მოძებნაში დაეხმარება. მისი აზრით, ცხოველთან ერთი საათის გატარების შემდეგ, კლიენტი მასთან განშორებას არ მოინდომებს.

2012 წლის დეკემბერში რუსეთში მსგავსი მომსახურება გაჩნდა. რუსეთის მოქალაქემ საკუთარი ორი კატის გაქირავება გადაწყვიტა, გამომუშავებულ თანხას კი ქუჩაში აყვანილ კატებს ახმარს. რუსეთში კატის ორი საათით დაქირავება 300 რუბლი ღირს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს