გამოკითხულთა 54,4% პროცენტი საქართველოს "სოჭი 2014"-ზე მონაწილეობის წინააღმდეგია

გამოკითხულთა 54,4% პროცენტი საქართველოს "სოჭი 2014"-ზე მონაწილეობის წინააღმდეგია

უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში? - ამ საკითხზე ქვეყნის ყოფილი და მოქმედი მთავრობების მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება. მიხეილ სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ფიქრობს, რომ ქართველი სპორტსმენები აუცილებლად უნდა წარსდგნენ "სოჭი 2014"-ზე.

დვანში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გათვალისწინებით, ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში? - ამ კითხვით "ამბები.ge"-მ მკითხველს მიმართა.

გამოკითხვა 7-დან 11 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 3537-მა ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო.

გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა - 54,4% მიიჩნევს, რომ საქართველომ არ უნდა წარსდგეს "სოჭი 2014"-ზე.

გამოკითხულთა 40.8% -ს მოსაზრება კი ემთხვევა ხელისუფლების გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ქართველი სპორტსმენები უნდა წავიდნენ ოლიმპიადაზე.

გამოკითხულთა 4.7%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

იხილეთ გამოკითხვის შედეგები ამ ბმულზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია