რამდენს დახარჯავს მერია თბილისის საახალწლოდ მოსართავად

რამდენს დახარჯავს მერია თბილისის საახალწლოდ მოსართავად

თბილისის მერია საახალწლოდ თბილისის მოსართავად 567 200 ლარის დახარჯვას გეგმავს. 2013-2014 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟი-ექსპლოატაცია-დემონტაჟის მომსახურების შესასყიდად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო განცხადების მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ექვსი ნაძვის ხის მონტაჟის, მორთვისა და დემონტაჟის მომსახურება, ასევე თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მონუმენტზე ნაძვის ხის კომპოზიცია, საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების ექსპლუატაცია.

ილუმინაციების, აქსესუარების და ნაძვის ხეების მონტაჟი 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს, ხოლო დემონტაჟი 2014 წლის 1 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.

სატენდერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანგარიშსწორება მოხდება თბილისის 2013 და 2014 წლების ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო წინადადებების მიღება 23 ოქტომბერს იწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია