ინდოელების შეურაცხყოფისთვის "მის სამყარო 2012"-ს უჩივიან

ინდოელების შეურაცხყოფისთვის "მის სამყარო 2012"-ს უჩივიან

ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის - "მის სამყარო"-ს 2012 წლის გამარჯვებული, 21 წლის ამერიკელი ოლივია კულპო სკანდალში გაეხვია.

ოლივია შიდსთან ბრძოლისა და ქალთა უფლებების დაცვის კამპანიის ფარგლებში ინდოეთს 10 დღით სტუმრობდა. მან ტაჯ-მაჰალის მონახულებისას ტურისტებისთვის შემოღებული მკაცრი წესები უხეშად დაარღვია. საქმე ის არის, რომ ოლივიამ ტაჯ-მაჰალის წინ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით იპოზიორა. გოგონას წინააღმდეგ საჩივარი პოლიციაში ინდური ორგანიზაცია ASI-ს წარმომადგენლებმა შეიტანეს.

"სანდლები (მაღალქუსლიანი) ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჩანთიდან ამოიღო. ოლივია კულპომ ერთი ფეხსაცმელი ჩაიცვა, ხოლო მეორე ხელში ეჭირა. ტაჯ-მაჰალის ფონზე ფეხსაცმლის რეკლამას აკეთებდა", - წერს hindustantimes.com.

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტაჯ-მაჰალის წინ ნებისმიერი ბრენდის საჯარო რეკლამირება აკრძალულია.

მომზადებულია hindustantimes.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება