2013 წლის საწყის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ ჯარიმათა საერთო ოდენობის შესახებ ინფორმაციას "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ავრცელებს, რომელმაც ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო
როგორც ირკვევა დროის ხსენებულ მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოქალაქეებისათვის დაკისრებულია 31 106 828 ლარის ოდენობის ჯარიმა.
რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, ის ასეთია:
2011 წლის 6 თვე – 21 134 952 ლარი,
2012 წლის 6 თვე – 18 276 641 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 830 187 ლარით (70% -ით).