ბრიტანეთის დეპუტატები ქვეყანაში კოკაინის ლეგალიზების ინიციატივით გამოდიან, რადგან, მათი აზრით, ეს ნარკოტიკი შესაძლოა, უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე მავნე.
პარლამენტარები კოკაინის ლეგალიზებას "მოსახლეობის უღარიბესი ფენების მკურნალობისთვის" ითხოვენ. შესაბამისი მოხსენება ბრიტანეთის პარლამენტს ახლახან წარედგინა.
პროექტის ავტორების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნეში კოკაინი აიკრძალა, ადრე ეს ნივთიერება უნიკალური სამედიცინო თვისებებით იყო ცნობილი.
დეპუტატების თვლიან, რომ კოკაინს მილიონობით ღატაკი ადამიანის გადარჩენა შეუძლია, თუ მისი ლეგალიზება მოხდება. ამისთვის ავტორები ნივთიერების დამატებითი კვლევის ინიციატივით გამოდიან. საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლები თვლიან, რომ ნარკოტიკების მწარმოებლებთან ბრძოლის მაგივრად, რეგულირებადი ბაზრის შექმნა შეიძლება.
მოხსენების ავტორები ირწმუნებიან, რომ ნარკოტიკი "კალციუმითა და პროტეინებით" მდიდარია და მისი გამოყენება კუნთების ტკივილის სამკუნალოდ და ღვინის დასამზადებლადაც კი შეიძლება.
მომზადებულია Independent-ის მიხედვით.