16 წლის პატიმრის მამის სულისშემძვრელი ვერსია - "ჩემი შვილი ჯერ შემოაკვდათ და შემდეგ ჩამოკიდეს"

16 წლის პატიმრის მამის სულისშემძვრელი ვერსია - "ჩემი შვილი ჯერ შემოაკვდათ და შემდეგ ჩამოკიდეს"

ქუთაისის საპატიმროში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ ციხეში მოკლეს და შემდეგ ჩამოკიდეს... თენგიზ ძველაიას თქმით, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა 16 წლის გოგას სიცოცხლე. მისივე თქმით, არასრულწლოვანი გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა დილით შვილის თვითმკვლელობის შესახებ შეატყობინეს...

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო. როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა. ჩვენ გარდაცვლილის მამას, თენგიზ ძველაიას დავუკავშირდით, რომელიც მომხდარი ტრაგედიის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს:

- როდესაც გოგა ქუთაისში ციხეში გადაყავდათ, მითხრა, მამა, იქ პრობლემები მაქვსო, ვკითხე, რა ხდება-მეთქი, არადა, ვფიქრობდი, ქუთაისი უფრო ახლოს არის და უფრო ხშირად ვინახულებთ შვილს-მეთქი... ჩხუბი მოგვივიდა და ერთ-ერთს ყბა გავუტეხე, ის კი, იმ ახალ "ზონაში" "მაყურებელია" და ვიცი, მასთან კონფლიქტი გაგრძელდებაო. მე მაინტერესებს, დაახლოებით, დღის 3-4 საათზე მიყვანილ ჩემს ბავშვს რა დაემართა ისეთი, რომ რამდენიმე საათში, მეორე დილას თავი მოიკლა... თანაც, ციხის უფროსის სახელზე განცხადება დაწერა, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გთხოვთ, ცალკე კამერაში მომათავსოთო. მოათავსეს კიდეც ცალკე კამერაში, ანუ ციხის უფროსიც იყო საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა პატიმრებს შორის და ჩვენ რატომ არაფერი შეგვატყობინეს ან რამე ზომები რატომ არ მიიღეს?..

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ