მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰესები

მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰესები

წყალს ადამიანები ძველთაგანვე ენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იყენებდნენ. პირველი ელექტროსადგურების შექმნა კი სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის განმსაზღვრელ ეტაპად იქცა.

პირველი ელექტროსადგურის სქემა 1887 წელს, დიდ ბრიტანეთში ინგლისელმა ინჟინერმა ჯორჯ არმსტრონგმა შეიმუშავა. მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური კი ნიაგარის ჩანჩქერზე, 1881 წელს აშენდა. კაცობრიობამ ბოლო ასწლეულის მანძილზე ამბიციური პროექტები განახორციელა.

ჰიდროენერგეტიკაში ლიდერი ქვეყნებია: ჩინეთი, პარაგვაი, ნორვეგია, ბრაზილია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრია, შვეიცარია და ვენესუელა.

ყველაზე დიდ ელექტროსადგურად ჩინეთის კაშხალი სანსია ("სამი ხეობა") ითვლება, რომელიც ხუბეის პროვინციაში, იანძის მდინარეზე მდებარეობს. მისი სიმძლავრე  - 22,500 მეგავატია. 2,335 მ სიგრძის და 181 მ სიმაღლის არის. მის მშენებლობას იმდენი ბეტონი და ფოლადი დასჭირდა, რომ ამ რაოდენობის მასალით 63 ეიფელის კოშკი აიგებოდა. კაშხლის პროექტი სახელმწიფოს 22,5 მლრდ დოლარი დაუჯდა.

დღეს "სამი ხეობა"- ჩინეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა.

ეკოლოგები აღიარებენ, რომ დამბის მშენებლობა მდინარე იანძიში ბინადარი თევზების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა, სამაგიეროდ, ატმოსფეროში სათბურის გაზების და მტვრის გადაყრა მნიშვნელოვნად შეამცირა, რადგან მანამდე ენერგიის ლომის წილი ნახშირის წვაზე მოდიოდა.

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური "იტაიპუ" ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე, მდინარე პარანაზეა აშენებული. იგი წელიწადში საშუალოდ, 91-95 მლრდ TWh-ს გამოიმუშავებს, რაც სანსიას მაჩვენებელზე ბევრად მაღალია.

ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ენერგია პარაგვაიში მოხმარებული ენერგიის 90%-ს და ბრაზილიაში მოხმარებული ელექტროენერგიის 19%-ს შეადგენს.

მსოფლიო ლიდერების სამეულს "გურის" ელექტროსადგური ასრულებს, რომელიც ვენესუელაში მდებარეობს. მას მოსდევს "ტუკურუის კაშხალი" (ბრაზილია), "გრანდ-კოული" (აშშ), "ლუნტანი" (ჩინეთი).

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს