ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უფასო მშობიარობასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.
"საშინლად მინდა მესამე შვილი და საშინლად არ მინდა ორსულობა. ისე არ მინდა, რომ მესამე შვილს არ ვაჩენ.
მარგველაშვილს უთქვამს, ერთი თვეა, რაც მშობიარობა უფასო გახდა და უკვე 6000 ბავშვი დაიბადაო.
ჰოდა, მინდა ვთხოვო - ხუთმაგს გადავიხდი მშობიარობაში, თუ ერთ თვეში გამაჩენინებთ!", - წერს ჩერგოლეიშვილი.
როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საკუთარ საარჩევნო კლიპში აცხადებს: "ჯერ ერთი თვეა, რაც მშობიარობა უფასო გახდა და უკვე 6000 ბავშვი მოევლინა ქვეყანას".