სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე"
"ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე"

სო­ჭის ოლი­პი­ა­და­ზე უა­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მსოფ­ლი­ომ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მას, - ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გა­უ­გე­ბა­რია მთავ­რო­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი, თუ რა­ტომ უნდა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე.

"რუ­სეთ­მა სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩია მე­ჩი­რაღ­დნედ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ ამ ღია და თავ­ხე­დურ გა­მოწ­ვე­ვას პრო­ტეს­ტით უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ. იქ წას­ვლით ხაზს გა­ვუს­ვამთ იმას, რომ რუ­სე­თი თა­ვის ქმე­დე­ბა­ში არ იყო მტყუ­ა­ნი, ეს სა­ში­ში რა­მაა", - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლებ­საც სურთ ოლიმ­პი­ა­და­ზე წას­ვლა შე­უძ­ლი­ათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მო­ვიდ­ნენ ოლიმ­პი­ა­დის დრო­შის ქვეშ.

"ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სპორ­ტსმე­ნია თა­ნახ­მაა, უარი თქვას სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე, ის ელო­დე­ბა მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას"- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბო­ი­კო­ტი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას გა­მო­უ­ცხა­დებს, მსოფ­ლი­ოს თვალ­ში სწო­რად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი.

"ჩვენ გვაქვს მო­რა­ლუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბა არ წა­ვი­დეთ ოლიმ­პი­ა­და­ზე", - აღ­ნიშ­ნა ნიკა რუ­რუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ებს, კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ სან­ქცი­ე­ბი არ იქ­ნე­ბა მძი­მე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო მარ­თა­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლო არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, ამა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­პყროს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის პრობ­ლე­მას, სა­ქარ­თვე­ლოს აღარ ექ­ნე­ბა. მთავ­რო­ბა დღეს ელო­დე­ბა ერთი კა­ცის ივა­ნიშ­ვი­ლის სიგ­ნალს, ის კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ყოყ­მა­ნობს", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ასე­ვე იხი­ლეთ: ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა თა­მამ ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე"

"ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე"

სოჭის ოლიპიადაზე უარის თქმით, საქართველოს ეძლევა საშუალება, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემას, - ამის შესახებ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია მთავრობის არგუმენტები, თუ რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე.

"რუსეთმა საგანგებოდ შეარჩია მეჩირაღდნედ ის ადამიანი, რომელიც აგვისტოს ომთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ ღია და თავხედურ გამოწვევას პროტესტით უნდა ვუპასუხოთ. იქ წასვლით ხაზს გავუსვამთ იმას, რომ რუსეთი თავის ქმედებაში არ იყო მტყუანი, ეს საშიში რამაა", - აღნიშნა ნიკოლოზ რურუამ.

მისივე განმარტებით, სპორტსმენებს, რომლებსაც სურთ ოლიმპიადაზე წასვლა შეუძლიათ ინდივიდუალურად გამოვიდნენ ოლიმპიადის დროშის ქვეშ.

"ელენე გედევანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტსმენია თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე, ის ელოდება მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას"- განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.

მისივე განცხადებით, ბოიკოტი, რომელსაც საქართველო სოჭის ოლიმპიადას გამოუცხადებს, მსოფლიოს თვალში სწორად იქნება აღქმული.

"ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი უფლება არ წავიდეთ ოლიმპიადაზე", - აღნიშნა ნიკა რურუამ.

რაც შეეხება სანქციებს, კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სანქციები არ იქნება მძიმე, რადგან საქართველო მართალია.

"საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, ამაზე კარგი საშუალება, რომ მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, საქართველოს აღარ ექნება. მთავრობა დღეს ელოდება ერთი კაცის ივანიშვილის სიგნალს, ის კი გადაწყვეტილების მიღებაზე ყოყმანობს", - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ: ელენე გედევანიშვილმა თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია