ბევრ ჩვენგანს ბოშები ჭრელაჭრულა ტანსაცმელში ჩაცმულ მკითხავებად წარმოუდგენია, რომლებიც გამვლელებისგან ფულის გამოძალვას ცდილობენ. მაგრამ ეს ადამიანები ხშირად სულ სხვანაირად ცხოვრობენ. ბოშები რომ ბევრ ფულს გამოიმუშავებენ, ფაქტია. ძირითადი კაპიტალი კი ბარონების ხელშია, რომლებიც მათ უძრავ ქონებაში აბანდებენ.
ეს თავად რუმინეთის "მეფე" ფლორიან ჩიოაბაა. ევროპაში, 2000-იანი წლების დასაწყისში სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც სასამართლომ მას 12 წლის ქალიშვილის 15 წლის საქმროზე მითხოვება აუკრძალა. ჩიოაბამ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოშიც კი გაასაჩივრა, მაგრამ ამაოდ: ქალიშვილს 16 წლამდე უნდა მოეთმინა. შარშან, რუმინეთის მთავრობამ ფლორიან ჩიოაბას ადგილობრივი ბოშათა სასამართლოს დაარსების უფლება მისცა, სადაც ბოშათა "კანონებით" ქვეშევრდომების ადმინისტრაციული საქმეები წყდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია live-imho-ის მიხედვით.