"შკოდას" ახალი ცენტრი გაიხსნა

"შკოდას" ახალი ცენტრი გაიხსნა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, ავტომობილების მწარმოებელი ჩეხური ბრენდის - "შკოდას" ახალი ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იყო შკოდას სრულიად ახალი მოდელი- Rapid, რომლის წარმოებაც კომპანიამ 2013 წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული მოდელი უკვე კარგად ცნობილი მოდელების Octavia -სა და Fabia-ს კლასებს შორისაა. Skoda Rapid სხვა მოდელებთან შედარებით უფრო ეკონომიურია, ის მეტად კომფორტული და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ამასთან, ახალი მოდელის ფასი $16 350-დან იწყება.

როგორც შკოდას ოფიციალურ წარმომადგენლობაში - "იბერია ბიზნეს ჯგუფის" მენეჯმენტში აცხადებენ, საქართველოში ბრენდის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა.

"შკოდას ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და გაფართოების ძირითადი მიზეზი, ბრენდის ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნაა, რომელმაც დიდი ცენტრის აუცილებლობა შექმნა. "შკოდამ" დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ხარისხიანი ახალი ავტომობილის შეძენა საკმაოდ დაბალ ფასად", - აცხადებს "იბერია ბიზნეს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი.

საღამოზე ასევე მოეწყო მსუბუქი ავტომობილის - განახლებული Superb-ის პრეზენტაცია, რომელიც წარმომადგენლობითი კლასის სედანია, აღჭურვილია TSI ძრავით, და გამოირჩევა თავისი სიმძლავრით და ეკონომიურობით.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა