სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ანრი ჯოხაძე - დაუმსახურებლად არავის ვგესლავ
ანრი ჯოხაძე - დაუმსახურებლად არავის ვგესლავ

"ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, თავ­ნე­ბა და თავ­ხე­დია. მოს­წონს ფლირ­ტი და მარ­ტი­ვად იქ­ცევს სხვე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. მის­თვის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი მო­დის გო­ნე­ბით და არა - გუ­ლით. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერ­თგუ­ლია და ყვე­ლა დე­ტალს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა. სა­ში­ში მე­ტო­ქეა. გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, რო­გორ იყა­როს ჯავ­რი მტერ­ზე. მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ისეთ დარ­ტყმას აყე­ნებს, რომ მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს სა­ბო­ლო­ოდ უკარ­გავს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­ი­მუ­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მო­რი­ელს, ეს კი მომ­ღე­რალ ანრი ჯო­ხა­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ანრი, ვიდ­რე შენს ას­ტრო­ლო­გი­ურ პორ­ტრეტს დავ­ხა­ტავთ, მინ­და, იმ შო­უ­ზე გკი­თხო, რო­მე­ლიც მალე GDS-ის ეთერ­ში გავა.

- ამ შოუს ჰქვია "ერთი ერ­თში". ინ­გლი­სუ­რი პრო­ექ­ტია. შე­თა­ვა­ზე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან მი­ვი­ღე და დავ­თან­ხმდი. 8 კონ­კურ­სან­ტმა მსოფ­ლიო მას­შტა­ბის 9 ვარ­სკვლა­ვი უნდა "გა­ვა­კე­თოთ". მსგავ­სე­ბა უნდა იყოს გა­რეგ­ნუ­ლი და ვო­კა­ლუ­რი. მსმე­ნელს ჩემი გარ­და­სახ­ვა არა­ერ­თხელ უნა­ხავს. ასე­თი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი არც ერთ პრო­ექ­ტში არ ვყო­ფილ­ვარ. თავს ისე ვგრძნობ, რო­გორც თევ­ზი - წყალ­ში.

- შენი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვინ იქ­ნე­ბი­ან?

- სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე, დათო გო­მარ­თე­ლი, ლაშა რა­მიშ­ვი­ლი, ელე­ნე კა­ლან­და­ძე... მხო­ლოდ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ვიცი.

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­გორ გა­მოვ­ლინ­დე­ბა?

- გარ­და იმი­სა, რომ არის ჟი­უ­რი, კონ­კურ­სან­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ქუ­ლას ვაძ­ლევთ და შე­მო­დის "ესე­მე­სე­ბიც". პირ­ვე­ლი შოუ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს გავა ეთერ­ში.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ! ახლა კი ვნა­ხოთ, რო­გო­რია შენი ას­ტრო-ფსი­ქო­პორ­ტრე­ტი.

- მა­ი­მუ­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მო­რი­ე­ლი ვარ. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ვერ­კვე­ვი და მინ­და, წი­ნას­წარ გი­თხრა, რომ თით­ქმის ისე­თი ვარ, რო­გო­რა­დაც ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­ხა­სი­ა­თე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - მო­რი­ე­ლის ნა­წილ­ში.

- სა­ში­ში, სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლი ხარ?

- ვა­ღი­ა­რებ, ასე­თი ვარ, მაგ­რამ იცო­დეთ, მო­რი­ელს თუ არ შე­ე­ხე­ბით, თა­ვად არ მოვა და არ დაგ­გეს­ლავთ. არ მახ­სოვს, გა­მოწ­ვე­ვის გა­რე­შე, ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტში შევ­სუ­ლი­ყა­ვი ან რამე და­მე­შა­ვე­ბი­ნოს. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვინ­მეს თავს და­ვეს­ხა; მაგ­რამ თუ და­ვეს­ხმე­ბი, მისი ბედი გა­და­წყვე­ტი­ლია.

- "მო­რი­ე­ლის თვა­ლებს ჰიპ­ნო­ზი­რე­ბის უნა­რი აქვს. მის მზე­რას ხალ­ხი თავს არი­დებს და მო­უს­ვენ­რო­ბა იპყრობთ".

- ესეც მსმე­ნია, მაგ­რამ არას­დროს დავკვირ­ვე­ბი­ვარ, ადა­მი­ა­ნე­ბი თვა­ლებ­ში მი­ყუ­რე­ბენ თუ - არა.

- "იმ­დე­ნად ფლობს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, რომ სა­ხე­ზე ვე­რა­ფერს შე­ა­ტყობთ".

- მე ხე­ლო­ვა­ნი ვარ, შო­უ­მე­ნი და რა­ტომ უნდა მოვ­თო­კო ემო­ცი­ე­ბი? თავ­შე­კა­ვე­ბა არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. ჩემი წარ­მა­ტე­ბა ჩემს ემო­ცი­ურ გულ­წრფე­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე ის მო­რი­ე­ლი ვარ, რო­მელ­საც თუ და­აკ­ვირ­დე­ბი, შე­ამ­ჩნევ, რა სწყინს და რა უხა­რია.

- "თუ ნამ­დვი­ლად გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას წარ­მო­ად­გენთ, ჰკი­თხეთ მო­რი­ელს და ის პირ­და­პირ გე­ტყვით".

- პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- "მო­რი­ელს მტე­რი და მოყ­ვა­რე თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყავს. მას მტე­რიც კი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა". მო­რი­ე­ლი ყო­ველ­თვის ღირ­სე­ულ მე­ტო­ქეს ეძებს.

- და­უნ­დო­ბე­ლი ვხდე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან სი­სუს­ტეს გა­მო­ავ­ლე­ნენ. ძლი­ერ მე­ტო­ქეს­თან ბრძო­ლა მსი­ა­მოვ­ნებს.

- "მო­რი­ე­ლი არა მხო­ლოდ სხვე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. თუ გარ­შე­მო და­სა­გეს­ლი ობი­ექ­ტი არ ჰყავს, შე­უძ­ლია, მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ნეს­ტა­რი სა­კუ­თარ თავ­ზე სცა­დოს".

- ასე­თი რამ ჯერ არ გა­მო­მიც­დია. თვი­თი­რო­ნი­ით გა­მო­ვირ­ჩე­ვი და თუ ეს თა­ვის და­გეს­ვლა­ში მეთ­ვლე­ბა, არ ვიცი. სა­ერ­თოდ, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად არა­ვის ვგეს­ლავ.

- "მო­რი­ელს არას­დროს ავი­წყდე­ბა გა­წე­უ­ლი სი­კე­თე".

- ეს სი­მარ­თლეა! მე არც სი­კე­თე მა­ვი­წყდე­ბა და არც - წყე­ნა. ზოგ­ჯერ ვცდი­ლობ, ისე მო­ვიქ­ცე, ადა­მი­ა­ნებ­მა არ მა­წყე­ნი­ნონ, რომ მერე ეს ცუ­დად არ გა­მახ­სენ­დეს. სი­კე­თეც ბევ­რს გა­უ­კე­თე­ბია. მათ­გან მა­გა­ლითს ვი­ღებ - სი­კე­თის კე­თე­ბა ჩემი სა­მოძ­რაო ღერ­ძია.

- "გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, რო­გორ იყა­როს ჯავ­რი მტერ­ზე".

- მარ­თა­ლია. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე სწო­რედ ასე­თი გეგ­მე­ბი მაქვს. ისი­ნი ჩემ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გან­წი­რუ­ლე­ბი არი­ან.

- "მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ისეთ დარ­ტმას აყე­ნებს, სა­ბო­ლო­ოდ უკარ­გავს მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს".

- ვერ მო­ვის­ვე­ნებ, ვიდ­რე მათ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლებს არ ვნა­ხავ.

- შენს და­ბა­დე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ან და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ხომ არ გარ­დაც­ვლი­ლა?

- მსმე­ნია, მო­რი­ე­ლის და­ბა­დე­ბი­სას ოჯა­ხის წევ­რი იღუ­პე­ბაო. ჩემი და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ნა­თე­სა­ვი გარ­და­იც­ვა­ლა, თან - ბავ­შვი. ოჯახ­ში სულ 3 მო­რი­ე­ლი ვართ. მე, ჩემი ძმა და მისი შვი­ლი. მათი და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

- სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთი სი­ტყვით და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ გთხო­ვო, რო­მელ სი­ტყვას მი­უ­სა­და­გებ შენს თავს?

- (ფიქ­რობს) ავ-კარ­გი­ა­ნი. შე­მიძ­ლია, ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან კარ­გიც ვიყო და ძა­ლი­ან ცუ­დიც. გა­აჩ­ნია, ის ადა­მი­ა­ნი ჩემ­გან რას იმ­სა­ხუ­რებს.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი მო­რი­ე­ლის ერთი სი­ტყვით და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად სი­ტყვა "უძ­ლე­ველს" ასა­ხე­ლე­ბენ.

- ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ მო­რი­ე­ლი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნი­შა­ნია.

- "მისი დათ­რგუნ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია".

- უნი­ჭო და ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი მთრგუ­ნა­ვენ.

- "ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე არ­სე­ბაა. უყ­ვარს ფუ­ფუ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი".

- ასეა, მაგ­რამ არა­ვის ეგო­ნოს, რომ ეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ემო­ცია თუ გრძნო­ბა დამ­ღლე­ლია. გარს იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მახ­ვე­ვია, რომ ყო­ველ­გვარ "გა­და­ჭარ­ბე­ბას" ისი­ნი ინა­წი­ლე­ბენ.

- "ყვე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს".

- მას შემ­დეგ, რაც გა­ვი­ზარ­დე, ასეა!

- "მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­ვას დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. გარ­შე­მო ისეთ პი­როვ­ნე­ბას არ გა­ა­ჭა­ჭა­ნებს, რო­მელ­საც არ აფა­სებს".

- მე­გო­ბა­რი პირ­ველ რიგ­ში, საყ­რდე­ნი უნდა იყოს.

- "თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის სა­ხალ­ხოდ დე­მონ­სტრი­რე­ბა არ სჩ­ვე­ვია. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, უხე­შიც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ".

- ჩემ­ზე ხომ ამ­ბო­ბენ, - უხე­ში და თავ­ხე­დი­აო.

- სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე­თი არ ხარ?

- დო­ზი­რე­ბუ­ლად. მთა­ვა­რია, სი­თავ­ხე­დე უზ­რდე­ლო­ბა­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს.

- "უყ­ვარს სხვი­სი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის შე­ნახ­ვა. სულ­ში ისე­თი კუნ­ჭუ­ლე­ბი აქვს, სა­დაც შეს­ვლა ყვე­ლა მოკ­ვდა­ვის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია".

- ცო­ცხა­ლი თა­ვით სა­ი­დუმ­ლოს არ გავთქვამ. მი­ხა­რია, რომ ეს თვი­სე­ბა მაქვს. ადა­მი­ა­ნებ­ში ნდო­ბას ვიწ­ვევ.

- შენი სა­ი­დუმ­ლო უფრო მეტ­მა იცის თუ შენ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის მე­სა­ი­დუმ­ლე ხარ?

- მე უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო ვიცი!

- "სა­ო­ცა­რი შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბის უნა­რის წყა­ლო­ბით, ის ადა­მი­ა­ნებს გამ­ჭო­ლად ხე­დავს. ყო­ველ­თვის და­ნამ­დვი­ლე­ბით იცის, ვინ რას წარ­მო­ად­გენს და ვის­გან რა სა­შიშ­რო­ე­ბა ელის".

- ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. როცა ვინ­მე მა­ღი­ზი­ა­ნებს, ვცდი­ლობ, ჩემი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ვაქ­ციო. მას­თან არ ვთავ­ხე­დობ.

- მას ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და მიღ­წე­ვა მო­მენ­ტა­ლუ­რად სურს და ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც კი ხა­სი­ათს უფუ­ჭებს".

- გა­მო­სა­ვალს ვე­ძებ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მთრგუ­ნავს.

- "ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, თავ­ნე­ბა და თავ­ხე­დია".

- (იცი­ნის) ასეა.

- რო­მე­ლი უფრო მე­ტად ხარ?

- ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი.

- "ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა. ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა უყ­ვარს".

- თუ ვგრძნობ, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა შე­მიძ­ლია, არამ­კი­თხე­სა­ვით ჩა­ვე­რე­ვი. ასეთ დროს ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რე­ბი რჩე­ბი­ან. ქუ­ჩა­ში ბავ­შვს დედა ცუ­დად თუ უჯავ­რდე­ბა, შე­მიძ­ლია, ამ ქალს ვუ­თხრა, რომ ის ცუდი დე­დაა. ასე არა­ერ­თხელ გა­მი­კე­თე­ბია.

- რის ხარ­ჯზე ხარ წარ­მა­ტე­ბუ­ლი?

- ნი­ჭი­ე­რე­ბის ხარ­ჯზე.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ამ­ბი­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბის გამო ხარ.

- ამ­ბი­ცია რომ არ მქონ­დეს, სცე­ნა­ზე არ ავი­დო­დი.

- "სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერ­თგუ­ლია და ყვე­ლა დე­ტალს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა".

- ვერ ვი­ტყვი, რომ ერ­თგუ­ლი ვარ - პრაქ­ტი­კამ ეს არ აჩ­ვე­ნა. ერ­თგუ­ლი მა­შინ ვარ, როცა ჩემ გვერ­დით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია. თუ თა­ვი­დან­ვე ვხვდე­ბი, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა გან­წი­რუ­ლია, მა­შინ­ვე გვერ­დზე ვი­ხე­დე­ბი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- არა. ძა­ლი­ან მინ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვიყო. სა­ინ­ტე­რე­სო ობი­ექ­ტი არ არის.

- "მოს­წონს ფლირ­ტი და მარ­ტი­ვად იქ­ცევს სხვის ყუ­რა­დღე­ბას".

- ფლირტს იმ ადა­მი­ან­თან ვი­წყებ, რო­მე­ლიც ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს ფლეგ­მა­ტუ­რიც კი მო­ვეჩ­ვე­ნო.

- "სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა წამ­ში შე­უძ­ლია".

- ასეა. თა­ნაც, ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლას ყვა­ვი­ლე­ბი­სა და მსგავ­სი ბა­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის გა­რე­შე ვა­ხერ­ხებ.

- წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა არ გქო­ნია?

- რო­გორ არ მქო­ნია?!

- და ის პე­რი­ო­დი ცუ­დად გახ­სოვს?

- არა, იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ჩემს ღირ­სე­ბას არ აკ­ნი­ნებ­და.

- "მა­ი­მუ­ნის­თვის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი მო­დის გო­ნე­ბით და არა - გუ­ლით".

- რა თქმა უნდა, ასეა. გულს მხო­ლოდ სის­ხლის გამ­ტა­რი­ა­ნო­ბის ფუნ­ქცია აქვს, და­მი­ჯე­რე.

- ანრი, კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლი იყა­ვი?

- რა­ღა­ცე­ბი სა­კუ­თარ თავ­შიც ვერ და­ვა­ზუს­ტე, მაგ­რამ ვე­ცა­დე, გულ­წრფე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ამას მკი­თხვე­ლიც იგ­რძნობს.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ანრი ჯოხაძე - დაუმსახურებლად არავის ვგესლავ

ანრი ჯოხაძე - დაუმსახურებლად არავის ვგესლავ

"ტემპერამენტიანი, თავნება და თავხედია. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას. მისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით. სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება. საშიში მეტოქეა. გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, რომ მასთან ქიშპობის სურვილს საბოლოოდ უკარგავს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მომღერალ ანრი ჯოხაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ანრი, ვიდრე შენს ასტროლოგიურ პორტრეტს დავხატავთ, მინდა, იმ შოუზე გკითხო, რომელიც მალე GDS-ის ეთერში გავა.

- ამ შოუს ჰქვია "ერთი ერთში". ინგლისური პროექტია. შეთავაზება ტელევიზიისგან მივიღე და დავთანხმდი. 8 კონკურსანტმა მსოფლიო მასშტაბის 9 ვარსკვლავი უნდა "გავაკეთოთ". მსგავსება უნდა იყოს გარეგნული და ვოკალური. მსმენელს ჩემი გარდასახვა არაერთხელ უნახავს. ასეთი მოტივირებული არც ერთ პროექტში არ ვყოფილვარ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი - წყალში.

- შენი კონკურენტები ვინ იქნებიან?

- სალომე ქათამაძე, ამიკო ჩოხარაძე, დათო გომართელი, ლაშა რამიშვილი, ელენე კალანდაძე... მხოლოდ ამ ადამიანების შესახებ ვიცი.

- გამარჯვებული როგორ გამოვლინდება?

- გარდა იმისა, რომ არის ჟიური, კონკურსანტები ერთმანეთს ქულას ვაძლევთ და შემოდის "ესემესებიც". პირველი შოუ ოქტომბრის ბოლოს გავა ეთერში.

- წარმატებას გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტრო-ფსიქოპორტრეტი.

- მაიმუნის წელში დაბადებული მორიელი ვარ. ასტროლოგიაში ვერკვევი და მინდა, წინასწარ გითხრა, რომ თითქმის ისეთი ვარ, როგორადაც ასტროლოგები მახასიათებენ, განსაკუთრებით - მორიელის ნაწილში.

- საშიში, სასტიკი და დაუნდობელი ხარ?

- ვაღიარებ, ასეთი ვარ, მაგრამ იცოდეთ, მორიელს თუ არ შეეხებით, თავად არ მოვა და არ დაგგესლავთ. არ მახსოვს, გამოწვევის გარეშე, ვინმესთან კონფლიქტში შევსულიყავი ან რამე დამეშავებინოს. გამორიცხულია, ვინმეს თავს დავესხა; მაგრამ თუ დავესხმები, მისი ბედი გადაწყვეტილია.

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მის მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".

- ესეც მსმენია, მაგრამ არასდროს დავკვირვებივარ, ადამიანები თვალებში მიყურებენ თუ - არა.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- მე ხელოვანი ვარ, შოუმენი და რატომ უნდა მოვთოკო ემოციები? თავშეკავება არაფერში მჭირდება. ჩემი წარმატება ჩემს ემოციურ გულწრფელობაზეა დამოკიდებული. მე ის მორიელი ვარ, რომელსაც თუ დააკვირდები, შეამჩნევ, რა სწყინს და რა უხარია.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და ის პირდაპირ გეტყვით".

- პირდაპირი ადამიანი ვარ.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა". მორიელი ყოველთვის ღირსეულ მეტოქეს ეძებს.

- დაუნდობელი ვხდები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემთან სისუსტეს გამოავლენენ. ძლიერ მეტოქესთან ბრძოლა მსიამოვნებს.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- ასეთი რამ ჯერ არ გამომიცდია. თვითირონიით გამოვირჩევი და თუ ეს თავის დაგესვლაში მეთვლება, არ ვიცი. საერთოდ, დაუმსახურებლად არავის ვგესლავ.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".

- ეს სიმართლეა! მე არც სიკეთე მავიწყდება და არც - წყენა. ზოგჯერ ვცდილობ, ისე მოვიქცე, ადამიანებმა არ მაწყენინონ, რომ მერე ეს ცუდად არ გამახსენდეს. სიკეთეც ბევრს გაუკეთებია. მათგან მაგალითს ვიღებ - სიკეთის კეთება ჩემი სამოძრაო ღერძია.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე".

- მართალია. რამდენიმე ადამიანზე სწორედ ასეთი გეგმები მაქვს. ისინი ჩემთან დამოკიდებულებაში განწირულები არიან.

- "მოწინააღმდეგეს ისეთ დარტმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- ვერ მოვისვენებ, ვიდრე მათ განადგურებულებს არ ვნახავ.

- შენს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაბადების შემდეგ, ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ გარდაცვლილა?

- მსმენია, მორიელის დაბადებისას ოჯახის წევრი იღუპებაო. ჩემი დაბადების შემდეგ ნათესავი გარდაიცვალა, თან - ბავშვი. ოჯახში სულ 3 მორიელი ვართ. მე, ჩემი ძმა და მისი შვილი. მათი დაბადების შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას მიუსადაგებ შენს თავს?

- (ფიქრობს) ავ-კარგიანი. შემიძლია, ადამიანისთვის ძალიან კარგიც ვიყო და ძალიან ცუდიც. გააჩნია, ის ადამიანი ჩემგან რას იმსახურებს.

- ასტროლოგები მორიელის ერთი სიტყვით დასახასიათებლად სიტყვა "უძლეველს" ასახელებენ.

- ყველა თანხმდება, რომ მორიელი ყველაზე ძლიერი ნიშანია.

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია".

- უნიჭო და ბოროტი ადამიანები მთრგუნავენ.

- "ძალიან მგრძნობიარე არსებაა. უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული".

- ასეა, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს გადაჭარბებული ემოცია თუ გრძნობა დამღლელია. გარს იმდენი ადამიანი მახვევია, რომ ყოველგვარ "გადაჭარბებას" ისინი ინაწილებენ.

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- მას შემდეგ, რაც გავიზარდე, ასეა!

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- მეგობარი პირველ რიგში, საყრდენი უნდა იყოს.

- "თავისი გრძნობების სახალხოდ დემონსტრირება არ სჩვევია. ზოგჯერ შეიძლება, უხეშიც კი მოგეჩვენოთ".

- ჩემზე ხომ ამბობენ, - უხეში და თავხედიაო.

- სინამდვილეში ასეთი არ ხარ?

- დოზირებულად. მთავარია, სითავხედე უზრდელობაში არ გადაიზარდოს.

- "უყვარს სხვისი საიდუმლოებების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".

- ცოცხალი თავით საიდუმლოს არ გავთქვამ. მიხარია, რომ ეს თვისება მაქვს. ადამიანებში ნდობას ვიწვევ.

- შენი საიდუმლო უფრო მეტმა იცის თუ შენ უფრო მეტი ადამიანის მესაიდუმლე ხარ?

- მე უფრო მეტი ადამიანის საიდუმლო ვიცი!

- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ის ადამიანებს გამჭოლად ხედავს. ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- ზოგადად, ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ. როცა ვინმე მაღიზიანებს, ვცდილობ, ჩემი გავლენის ქვეშ მოვაქციო. მასთან არ ვთავხედობ.

- მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- გამოსავალს ვეძებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები მთრგუნავს.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და თავხედია".

- (იცინის) ასეა.

- რომელი უფრო მეტად ხარ?

- ტემპერამენტიანი.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- თუ ვგრძნობ, ახლობელი ადამიანის დახმარება შემიძლია, არამკითხესავით ჩავერევი. ასეთ დროს ყოველთვის მადლიერები რჩებიან. ქუჩაში ბავშვს დედა ცუდად თუ უჯავრდება, შემიძლია, ამ ქალს ვუთხრა, რომ ის ცუდი დედაა. ასე არაერთხელ გამიკეთებია.

- რის ხარჯზე ხარ წარმატებული?

- ნიჭიერების ხარჯზე.

- ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ წარმატებული, ამბიციური ბუნების გამო ხარ.

- ამბიცია რომ არ მქონდეს, სცენაზე არ ავიდოდი.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ვერ ვიტყვი, რომ ერთგული ვარ - პრაქტიკამ ეს არ აჩვენა. ერთგული მაშინ ვარ, როცა ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანია. თუ თავიდანვე ვხვდები, რომ ურთიერთობა განწირულია, მაშინვე გვერდზე ვიხედები.

- შეყვარებული ხარ?

- არა. ძალიან მინდა, შეყვარებული ვიყო. საინტერესო ობიექტი არ არის.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას".

- ფლირტს იმ ადამიანთან ვიწყებ, რომელიც ჩემთვის სასურველი სექსუალური პარტნიორია. სხვა შემთხვევაში შეიძლება, ვინმეს ფლეგმატურიც კი მოვეჩვენო.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- ასეა. თანაც, ადამიანის მოხიბვლას ყვავილებისა და მსგავსი ბანალური ქმედებების გარეშე ვახერხებ.

- წარუმატებელი შემთხვევა არ გქონია?

- როგორ არ მქონია?!

- და ის პერიოდი ცუდად გახსოვს?

- არა, იმ შემთხვევაში ჩემი წარუმატებლობა ჩემს ღირსებას არ აკნინებდა.

- "მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- რა თქმა უნდა, ასეა. გულს მხოლოდ სისხლის გამტარიანობის ფუნქცია აქვს, დამიჯერე.

- ანრი, კითხვებზე პასუხის გაცემისას რამდენად გულწრფელი იყავი?

- რაღაცები საკუთარ თავშიც ვერ დავაზუსტე, მაგრამ ვეცადე, გულწრფელი ვყოფილიყავი და ამას მკითხველიც იგრძნობს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება