ჰოლი ბერი ვაჟის დედა გახდა

ჰოლი ბერი ვაჟის დედა გახდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჰოლი ბერი 47 წლის ასაკში მეორედ გახდა დედა. მსახიობმა ლოს-ანჯელესში იმშობიარა და ვაჟი შეეძინა. ბავშვის სახელი და სხვა დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალშობილი მამისთვის, ფრანგი მსახიობი ოლივიე მარტინესისთვის პირველი შვილია.

ჰოლი ბერმა და მისმა 48 წლის ილივიე მარტინესმა ზაფხულში იქორწინეს.

წყვილის ქორწილი მე-17 საუკუნის ისტორიულ ციხე შატო დე კონდეში გაიმართა. ცერემონიას წყვილის მხოლოდ ყველაზე ახლობელი ადამიანები ესწრებოდნენ - სულ რაღაც 60 სტუმარი.

ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ეს მესამე ქორწინებაა. მსახიობი პირველად 1993 წელს გათხოვდა ბეისბოლისტ დევიდ ჯუსტიზე. მისი მეორე ქმარი კომპოზიტორი ერიკ ბენეტი იყო. წყვილი 2003 წელს განქორწინდა. 2005 წელს ვარსკვლავმა ახალი საყვარელი, მოდელი გაბრიელ ობრი გაიჩინა და მასთან ქალიშვილი, ნაილა შეეძინა. 2010 წელს ბერი საყვარელს დაშორდა და რამდენიმე თვეში საზოგადოებას ახალი საყვარელი, ფრანგი მსახიობი ოლივიე მარტინესი გააცნო.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება