სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნინო გაჩეჩილაძე - "ჯერ ისე ძლიერად არავინ მყვარებია, რომ მის ცოლობაზე მეფიქრა"
ნინო გაჩეჩილაძე - "ჯერ ისე ძლიერად არავინ მყვარებია, რომ მის ცოლობაზე მეფიქრა"

ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავ­და. სურ­და, ამ პრო­ფე­სი­ას სე­რი­ო­ზუ­ლად და­უფ­ლე­ბო­და და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნა­ხა­ტე­ბი შე­ექ­მნა... მო­ზარ­დო­ბი­სას, ბა­ლე­რი­ნო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, არ­ჩე­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღარც შე­უც­ვლია. ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არა­სო­დეს უნა­ნია, უფრო მე­ტიც - დრო­ის სვლას­თან ერ­თად სულ უფრო მე­ტად რწმუნ­დე­ბა, რომ არ შემ­ცდა­რა...

- ამ­ჟა­მად ახალ სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობთ, რო­მელ­საც ლე­ვან წუ­ლა­ძე დგამს. ფა­ბუ­ლა აღე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მი­დან - "ფრენ­კი და ჯონი". პრე­მი­ე­რა ერთ თვე­ში შედ­გე­ბა. გარ­და ამი­სა, ნო­ემ­ბერ­ში ეკ­რა­ნებ­ზე ოთარ შა­მა­თა­ვა­სა და ლე­ვან კი­ტი­ას ახა­ლი ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სე­რი­ა­ლი, "ალი და თეო" გავა. ამ სე­რი­ალ­ში მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის ყო­ფი­ლი ცო­ლის როლს ვას­რუ­ლებ. ფილ­მის ერთ-ერთი ეპი­ზო­დის გა­და­სა­ღე­ბად, თვის ბო­ლოს ბა­ქო­ში მი­წევს წას­ვლა. ასე­ვე, მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს "ტვ 3"-თან, სა­დაც მე და ნიკა წუ­ლუ­კი­ძემ შუ­ა­დღის შოუ უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ. თუმ­ცა, წამ­ყვა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით, ბო­ლომ­დე გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის.

- თქვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მუ­სი­კო­სია. თქვენ რო­გორ "და­აღ­წი­ეთ თავი" ამ სფე­როს?

- ჩავ­თვა­ლე, რომ სამი მუ­სი­კო­სი ოჯახ­ში საკ­მა­რი­სია (იცი­ნის). გული ყო­ველ­თვის თე­ატ­რის­კენ მი­მი­წევ­და. სხვა­თა შო­რის, როცა მსა­ხი­ო­ბო­ბა გან­ვიზ­რა­ხე, მა­მას ეგო­ნა, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ნა­ნებ­დი. იმ დროს, როცა მე აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, მსა­ხი­ო­ბე­ბი მარ­თლაც, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ. ვერ ვი­ტყვი, რომ დღეს ას­ტრო­ნო­მი­ულ თან­ხებს გვთა­ვა­ზო­ბენ, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და. რაც დრო გა­დის, მით უფრო მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი ჩემი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში - ეს არის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არა­ფერ­ში გზღუ­დავს; თი­თო­ე­ულ როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სა­კუ­თარ თავს ხე­ლახ­ლა აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე...

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა არ გქო­ნი­ათ?

- ასე­თი რამ ყვე­ლას ჰქო­ნია, მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში 2003 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო, როცა თე­ატ­რი მთე­ლი სამი წლით და­ი­ხუ­რა, რე­მონ­ტის გამო. ამ და­ნაკ­ლი­სის შე­სავ­სე­ბად, მოს­კოვ­ში, კი­ნო­ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­სა­ბა­რებ­ლად მინ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ მა­მას ჩემი მარ­ტო გაშ­ვე­ბის შე­ე­შინ­და. მერე ვა­კის "თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში" მი­ვე­დი და და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ფუძ­ვე­ლი სწო­რედ იქ ჩა­ე­ყა­რა, შემ­დეგ კი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გაგ­რძელ­და.

- დინ­ჯი და სე­რი­ო­ზუ­ლი ჩან­ხართ...

- ასე­თი ვარ. ხა­სი­ა­თით მა­მას და­ვემ­სგავ­სე. ბევრ ადა­მი­ანს საკ­მა­ოდ მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს ჩემ­ზე, ძი­რი­თა­დად კა­ტოს­თან მა­ი­გი­ვე­ბენ...

- ზო­გი­ერ­თი მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ გა­რეგ­ნუ­ლი სი­ლა­მა­ზის გამო, პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა. თუ გქო­ნი­ათ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა - გა­რეგ­ნო­ბის გამო, ვინ­მეს მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა თუ შეჰ­ქმნია თქვენ­ზე?

- ანუ იმას გუ­ლის­ხმობთ, რომ "ყვე­ლა ქერა დე­ბი­ლია" (იცი­ნის)?.. დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ ბევ­რი და­ბა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე შავგვრე­მა­ნი და ასე­ვე, ბევ­რი ქერა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი მი­ნა­ხავს. პი­რა­დად მე, მსგავ­სი პრობ­ლე­მა არა­სო­დეს მქო­ნია.

- გა­თხო­ვი­ლი არ ყო­ფილ­ხართ. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც ხომ არ არის, რომ ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ კა­რი­ე­რა­ში შე­საძ­ლოა, შე­ფერ­ხე­ბა გქო­ნო­დათ?

- ალ­ბათ, ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც იყო, მაგ­რამ არა - მთა­ვა­რი. იმ მო­მენ­ტში, როცა შე­იძ­ლე­ბო­და, ოჯა­ხი შე­მექ­მნა, ამის­თვის მზად არ აღ­მოვ­ჩნდი. შე­საძ­ლოა, დღე­საც არ ვარ მზად ამ ყვე­ლაფ­რის­თვის... ქალი ფი­ზი­კუ­რად ადრე მწიფ­დე­ბა ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად, მაგ­რამ მთა­ვა­რია, შე­ეძ­ლოს დე­დო­ბი­სა და ზო­გა­დად, ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. ვინ­მეს­თან მუდ­მივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ვერ და­გეგ­მავ. ვფიქ­რობ, ეს სპონ­ტა­ნუ­რად უნდა მოხ­დეს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ოჯა­ხი ჯერ არ შე­მიქ­მნია, იცით, რა არის?- ჯერ ისე ძლი­ე­რად არა­ვინ მყვა­რე­ბია, რომ მის ცო­ლო­ბა­ზე მე­ფიქ­რა. თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც ჩემი პრო­ფე­სია აღი­ზი­ა­ნებ­დათ. სა­ერ­თოდ, სუსტ მა­მა­კა­ცებს არა­სო­დეს სი­ა­მოვ­ნებთ, როცა გვერ­დით რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ქალი ჰყავთ...

- ამ­ბობთ, რომ ვერ იტანთ უსა­მარ­თლო­ბას. თქვენს სფე­რო­ში, თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან, რთუ­ლი არ არის, იყო პირ­და­პი­რი?

- შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას მი­აჩ­ნია, რომ ჩემი პირ­და­პი­რო­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის მტე­რი გა­მო­ვე­დი, ჩემი წინსვლა და­ვაბ­რკო­ლე. უსა­მარ­თლო­ბას და გულ­გრი­ლო­ბას იმ­დე­ნად ვერ ვი­ტან, რომ არ მე­ში­ნია არა­ნა­ი­რი შე­დე­გის. ყო­ველ­გვა­რი ბო­რო­ტე­ბის სა­ფუძ­ვლად გულ­გრი­ლო­ბა მი­მაჩ­ნია.

- თუ გა­გი­ღი­ათ რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი მსხვერ­პლი კონ­კრე­ტუ­ლი რო­ლის­თვის? ვგუ­ლის­ხმობ გა­რეგ­ნულ ცვლი­ლე­ბას, მო­რა­ლურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს...

- შე­და­რე­ბით თა­მა­მი როლი მაქვს სპექ­ტაკლში - "ფერ­ხუ­ლი", მაგ­რამ ეს სპექ­ტაკ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს და არ მი­მაჩ­ნია, რომ მსხვერ­პლი გა­ვი­ღე. ვი­ღა­ცას შე­საძ­ლე­ბე­ლია, კი­ნო­ში ან სე­რი­ალ­ში ჩემი კოც­ნაც მსხვერ­პლის გა­ღე­ბად მი­აჩ­ნდეს, მე კი ასე არ ვფიქ­რობ. უფრო მეტი მსხვერ­პლია, მა­გა­ლი­თად, წო­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი დაკ­ლე­ბა ან მო­მა­ტე­ბა, თა­ვის გა­და­პარსვა...

- ეს უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე კოც­ნა?

- დიახ, რად­გან ამ დროს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გაქვს, რომ ეს მხო­ლოდ სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. თუმ­ცა, თუ ვინ­მემ სრუ­ლად გა­შიშ­ვლე­ბა მომ­თხო­ვა, ამას არა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ. ეს უბ­რა­ლოდ, ჩემი სტი­ლი არ არის და თან, არ მინ­და, ამით მი­ვიქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა. გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ისე­დაც შე­სამ­ჩნე­ვია, ამის­თვის გა­შიშ­ვლე­ბა არ არის სა­ჭი­რო.

- ბინა იყი­დეთ და სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­დახ­ვე­დით. ესეც ადას­ტუ­რებს, რომ სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხართ?!

- სახ­ლი არ მი­ყი­დია, მა­მამ მა­ჩუ­ქა. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაა. პი­როვ­ნე­ბა ფა­სობს იმით, თუ რამ­დე­ნად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია გა­რე­მოს­გან. ძა­ლი­ან მინ­და, სა­მოგ­ზა­უ­როდ მარ­ტო წა­ვი­დე. სპექ­ტაკლსა და ფილ­მს ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სით მა­შინ ვუ­ყუ­რებ, როცა მარ­ტო ვარ და სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც მარ­ტოს მიყ­ვარს ტრი­ა­ლი. სა­ერ­თოდ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი და შეგ­რძნე­ბა ჩემ­ში მე­ტად გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს - გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი არა­თუ მშობ­ლებ­ზე, მე­უღ­ლე­ზეც არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- მსა­ხი­ო­ბი კა­ცის ცო­ლო­ბას თუ და­თან­ხმდე­ბით?

- ჩემი ნათ­ქვა­მი სულ წინ მხვდე­ბა და უკვე მე­ში­ნია ვთქვა, რომ მსა­ხი­ობს არა­სო­დეს გავ­ყვე­ბი-მეთ­ქი. რო­გორც გი­თხა­რით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მიყ­ვარს, მსა­ხი­ო­ბი კი ყო­ველ­თვის რე­ჟი­სორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი; მე­ო­რე მხრივ, ჩემს ყვე­ლა მა­მა­კაც კო­ლე­გას უდი­დეს პა­ტივს ვცემ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ამ პი­რო­ბებ­ში ეს პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეს. მი­ლი­ო­ნერ ქმარ­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია, მაგ­რამ კარ­გად ვიცი, რამ­დე­ნად რთუ­ლია მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის­თვის თა­ვის გა­ტა­ნა. სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად დიდი გრძნო­ბაა, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე თვა­ლი უნდა და­ხუ­ჭო, მაგ­რამ რა ვქნა, რომ მა­ინც არ მინ­და მსა­ხი­ო­ბი კა­ცის ცო­ლო­ბა (იცი­ნის)?!.

- სა­მუ­შა­ოდ, სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- 10 წლის წინ ამა­ზე ფიქ­რი შე­იძ­ლე­ბო­და, ახლა კი ჩემ­თვის ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია... თუმ­ცა, თუ დრო­ე­ბი­თი შე­მო­თავ­ზე­ბა იქ­ნე­ბა, უარს არ ვი­ტყვი.

- რამ­დე­ნად ახ­დენს გავ­ლე­ნას თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა?

- ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად სწო­რად ახერ­ხებ ყუ­რა­დღე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას. მე მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ან ქმა­რი რომ მყავ­დეს გვერ­დით, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას მო­ვა­ხერ­ხებ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­თავ­სე­ბა ალ­ბათ, გა­მი­ჭირ­დე­ბა...

- რა მოგ­ცათ კა­ტოს როლ­მა?

- ყვე­ლა თა­ო­ბის ბევ­რი ერ­თგუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, რომ­ლებ­საც მფარ­ველ ან­გე­ლო­ზებს ვე­ძა­ხი. როცა სე­რი­ა­ლი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ ვი­ღა­ცებ­მა გა­მამ­ტყუ­ნეს, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­მიც­ვეს და ამით ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - თა­ნად­გო­მა მაგ­რძნო­ბი­ნეს. კა­ტომ მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი და­მი­ტო­ვა.

- გული არ დაგ­წყდათ?

- გუ­ლის­წყვე­ტა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­მი­ტო­ვეს იმით, რომ იმე­დი გა­მიც­რუ­ეს. მათ­ზე სხვაგ­ვა­რი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და. მაგ­რამ წყე­ნას გულ­ში არა­სო­დეს ვი­ტო­ვებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი სა­კუ­თარ საქ­ცი­ელს ნა­ნო­ბენ.

- და­ბო­ლოს, შიშ­ველ ენ­თუ­ზი­აზმზე თუ და­თან­ხმდე­ბო­დით რა­ი­მე როლ­ზე მუ­შა­ო­ბას?

- თუ რე­ჟი­სო­რი გე­ნი­ო­სი, მა­სა­ლა და როლი კი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად დავ­თან­ხმდე­ბი...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნინო გაჩეჩილაძე - "ჯერ ისე ძლიერად არავინ მყვარებია, რომ მის ცოლობაზე მეფიქრა"

ნინო გაჩეჩილაძე - "ჯერ ისე ძლიერად არავინ მყვარებია, რომ მის ცოლობაზე მეფიქრა"

ბავშვობიდან ხატავდა. სურდა, ამ პროფესიას სერიოზულად დაუფლებოდა და მთელი ცხოვრება ნახატები შეექმნა... მოზარდობისას, ბალერინობის სურვილი გაუჩნდა, მოგვიანებით კი, სრულიად მოულოდნელად, არჩევანი მსახიობობაზე შეაჩერა და გადაწყვეტილება აღარც შეუცვლია. ამბობს, რომ პროფესიული არჩევანი არასოდეს უნანია, უფრო მეტიც - დროის სვლასთან ერთად სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ არ შემცდარა...

- ამჟამად ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, რომელსაც ლევან წულაძე დგამს. ფაბულა აღებულია ცნობილი ჰოლივუდური ფილმიდან - "ფრენკი და ჯონი". პრემიერა ერთ თვეში შედგება. გარდა ამისა, ნოემბერში ეკრანებზე ოთარ შამათავასა და ლევან კიტიას ახალი ქართულ-აზერბაიჯანული სერიალი, "ალი და თეო" გავა. ამ სერიალში მთავარი პერსონაჟის ყოფილი ცოლის როლს ვასრულებ. ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებად, თვის ბოლოს ბაქოში მიწევს წასვლა. ასევე, მოლაპარაკება მიმდინარეობს "ტვ 3"-თან, სადაც მე და ნიკა წულუკიძემ შუადღის შოუ უნდა წავიყვანოთ. თუმცა, წამყვანების რაოდენობა და ვინაობა ჯერჯერობით, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

- თქვენი ოჯახის ყველა წევრი მუსიკოსია. თქვენ როგორ "დააღწიეთ თავი" ამ სფეროს?

- ჩავთვალე, რომ სამი მუსიკოსი ოჯახში საკმარისია (იცინის). გული ყოველთვის თეატრისკენ მიმიწევდა. სხვათა შორის, როცა მსახიობობა განვიზრახე, მამას ეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას მომავალში აუცილებლად ვინანებდი. იმ დროს, როცა მე აბიტურიენტი ვიყავი, მსახიობები მართლაც, სავალალო მდგომარეობაში იყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ასტრონომიულ თანხებს გვთავაზობენ, მაგრამ იმ პერიოდთან შედარებით, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში - ეს არის საქმიანობა, რომელიც არაფერში გზღუდავს; თითოეულ როლზე მუშაობისას საკუთარ თავს ხელახლა აღმოვაჩენ ხოლმე...

- შემოქმედებითი პაუზა არ გქონიათ?

- ასეთი რამ ყველას ჰქონია, მით უმეტეს, საქართველოში. შემოქმედებითი პაუზა ჩემს ცხოვრებაში 2003 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა თეატრი მთელი სამი წლით დაიხურა, რემონტის გამო. ამ დანაკლისის შესავსებად, მოსკოვში, კინოფაკულტეტზე ჩასაბარებლად მინდოდა წასვლა, მაგრამ მამას ჩემი მარტო გაშვების შეეშინდა. მერე ვაკის "თეატრალურ სარდაფში" მივედი და დავიწყე მუშაობა ლევან წულაძესთან. ჩვენს ურთიერთობას საფუძველი სწორედ იქ ჩაეყარა, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში გაგრძელდა.

- დინჯი და სერიოზული ჩანხართ...

- ასეთი ვარ. ხასიათით მამას დავემსგავსე. ბევრ ადამიანს საკმაოდ მცდარი წარმოდგენა აქვს ჩემზე, ძირითადად კატოსთან მაიგივებენ...

- ზოგიერთი მსახიობი ამბობს, რომ გარეგნული სილამაზის გამო, პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები ექმნება. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა - გარეგნობის გამო, ვინმეს მცდარი წარმოდგენა თუ შეჰქმნია თქვენზე?

- ანუ იმას გულისხმობთ, რომ "ყველა ქერა დებილია" (იცინის)?.. დიდი ბოდიში, მაგრამ ბევრი დაბალი ინტელექტის მქონე შავგვრემანი და ასევე, ბევრი ქერა ინტელექტუალი მინახავს. პირადად მე, მსგავსი პრობლემა არასოდეს მქონია.

- გათხოვილი არ ყოფილხართ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ კარიერაში შესაძლოა, შეფერხება გქონოდათ?

- ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, მაგრამ არა - მთავარი. იმ მომენტში, როცა შეიძლებოდა, ოჯახი შემექმნა, ამისთვის მზად არ აღმოვჩნდი. შესაძლოა, დღესაც არ ვარ მზად ამ ყველაფრისთვის... ქალი ფიზიკურად ადრე მწიფდება ოჯახის შესაქმნელად, მაგრამ მთავარია, შეეძლოს დედობისა და ზოგადად, ოჯახური ცხოვრების პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ვინმესთან მუდმივ თანაცხოვრებას ვერ დაგეგმავ. ვფიქრობ, ეს სპონტანურად უნდა მოხდეს. ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოჯახი ჯერ არ შემიქმნია, იცით, რა არის?- ჯერ ისე ძლიერად არავინ მყვარებია, რომ მის ცოლობაზე მეფიქრა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ჩემი პროფესია აღიზიანებდათ. საერთოდ, სუსტ მამაკაცებს არასოდეს სიამოვნებთ, როცა გვერდით რეალიზებული ქალი ჰყავთ...

- ამბობთ, რომ ვერ იტანთ უსამართლობას. თქვენს სფეროში, თქვენი პროფესიის ადამიანებთან, რთული არ არის, იყო პირდაპირი?

- შეიძლება, ვიღაცას მიაჩნია, რომ ჩემი პირდაპირობით საკუთარი თავის მტერი გამოვედი, ჩემი წინსვლა დავაბრკოლე. უსამართლობას და გულგრილობას იმდენად ვერ ვიტან, რომ არ მეშინია არანაირი შედეგის. ყოველგვარი ბოროტების საფუძვლად გულგრილობა მიმაჩნია.

- თუ გაგიღიათ რაიმე სერიოზული მსხვერპლი კონკრეტული როლისთვის? ვგულისხმობ გარეგნულ ცვლილებას, მორალურ წინააღმდეგობებს...

- შედარებით თამამი როლი მაქვს სპექტაკლში - "ფერხული", მაგრამ ეს სპექტაკლი განსაკუთრებულად მიყვარს და არ მიმაჩნია, რომ მსხვერპლი გავიღე. ვიღაცას შესაძლებელია, კინოში ან სერიალში ჩემი კოცნაც მსხვერპლის გაღებად მიაჩნდეს, მე კი ასე არ ვფიქრობ. უფრო მეტი მსხვერპლია, მაგალითად, წონაში სერიოზული დაკლება ან მომატება, თავის გადაპარსვა...

- ეს უფრო რთულია, ვიდრე კოცნა?

- დიახ, რადგან ამ დროს აბსოლუტურად გაცნობიერებული გაქვს, რომ ეს მხოლოდ სამუშაო პროცესია. თუმცა, თუ ვინმემ სრულად გაშიშვლება მომთხოვა, ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს უბრალოდ, ჩემი სტილი არ არის და თან, არ მინდა, ამით მივიქციო ყურადღება. გარეგნული მონაცემები ისედაც შესამჩნევია, ამისთვის გაშიშვლება არ არის საჭირო.

- ბინა იყიდეთ და საცხოვრებლად ცალკე გადახვედით. ესეც ადასტურებს, რომ სრულიად დამოუკიდებელი ხართ?!

- სახლი არ მიყიდია, მამამ მაჩუქა. ვფიქრობ, ადამიანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი დამოუკიდებლობაა. პიროვნება ფასობს იმით, თუ რამდენად დამოუკიდებელია გარემოსგან. ძალიან მინდა, სამოგზაუროდ მარტო წავიდე. სპექტაკლსა და ფილმს ყველაზე დიდი ინტერესით მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვარ და სამზარეულოშიც მარტოს მიყვარს ტრიალი. საერთოდ, დამოუკიდებლობის სურვილი და შეგრძნება ჩემში მეტად გამძაფრებულია და ეს ძალიან მომწონს - განვითარების საშუალებას მაძლევს. ვფიქრობ, ადამიანი არათუ მშობლებზე, მეუღლეზეც არ უნდა იყოს დამოკიდებული.

- მსახიობი კაცის ცოლობას თუ დათანხმდებით?

- ჩემი ნათქვამი სულ წინ მხვდება და უკვე მეშინია ვთქვა, რომ მსახიობს არასოდეს გავყვები-მეთქი. როგორც გითხარით, დამოუკიდებელი ადამიანები მიყვარს, მსახიობი კი ყოველთვის რეჟისორზეა დამოკიდებული; მეორე მხრივ, ჩემს ყველა მამაკაც კოლეგას უდიდეს პატივს ვცემ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ პირობებში ეს პროფესია აირჩიეს. მილიონერ ქმარზე არასოდეს მიოცნებია, მაგრამ კარგად ვიცი, რამდენად რთულია მსახიობი მამაკაცისთვის თავის გატანა. სიყვარული იმდენად დიდი გრძნობაა, რომ ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭო, მაგრამ რა ვქნა, რომ მაინც არ მინდა მსახიობი კაცის ცოლობა (იცინის)?!.

- სამუშაოდ, საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრიათ?

- 10 წლის წინ ამაზე ფიქრი შეიძლებოდა, ახლა კი ჩემთვის ყველაფრის ნულიდან დაწყება დაგვიანებულია... თუმცა, თუ დროებითი შემოთავზება იქნება, უარს არ ვიტყვი.

- რამდენად ახდენს გავლენას თქვენს საქმიანობაზე პირადი ცხოვრება?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად ახერხებ ყურადღების განაწილებას. მე მაქსიმუმს ვაკეთებ კონკრეტული საქმის მოსაგვარებლად. ახლა შეყვარებული ან ქმარი რომ მყავდეს გვერდით, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყურადღების კონცენტრაციას მოვახერხებ. პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის შეთავსება ალბათ, გამიჭირდება...

- რა მოგცათ კატოს როლმა?

- ყველა თაობის ბევრი ერთგული თაყვანისმცემელი, რომლებსაც მფარველ ანგელოზებს ვეძახი. როცა სერიალიდან წამოსვლის შემდეგ ვიღაცებმა გამამტყუნეს, ამ ადამიანებმა დამიცვეს და ამით ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ - თანადგომა მაგრძნობინეს. კატომ მხოლოდ დადებითი ემოციები დამიტოვა.

- გული არ დაგწყდათ?

- გულისწყვეტა მხოლოდ კონკრეტულმა ადამიანებმა დამიტოვეს იმით, რომ იმედი გამიცრუეს. მათზე სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა. მაგრამ წყენას გულში არასოდეს ვიტოვებ. დარწმუნებული ვარ, ისინი საკუთარ საქციელს ნანობენ.

- დაბოლოს, შიშველ ენთუზიაზმზე თუ დათანხმდებოდით რაიმე როლზე მუშაობას?

- თუ რეჟისორი გენიოსი, მასალა და როლი კი ძალიან საინტერესო იქნება, შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება