ქალაქ უსტ-ილიმსკში, ირკუტსკის ოლქში, წუხელ დამსვენებლების აგარაკზე დათვი შეიპარა. როგორც შსს-ს ადგილობრივი განყოფილება იუწყება, ცხოველმა დამსვენებლებს ვერანდაზე დატოვებული ბორშჩი შეუჭამა.
დათვი სახლიდან პოლიციელებმა განდევნეს.
სახლის მეპატრონეთა თქმით, მათ ბორშჩი გააკეთეს და ვერანდაზე გასაციებლად დატოვეს, შემდეგ კი დასაძინებლად წავიდნენ. ღამით ისინი ძლიერმა ხმაურმა გააღვიძა, დათვი ყველაფერს ამტვრევდა. პოლიციის მოსვლამდე დათვმა ბორშჩის შეჭმა მოასწრო.
მომზადებულია 38.mvd.ru-ს მიხედვით.