სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერები: პლასტიკური ოპერაციები ცხოვრების ხარისხზე დადებითად მოქმედებს
მეცნიერები: პლასტიკური ოპერაციები ცხოვრების ხარისხზე დადებითად მოქმედებს

სა­ხის კოს­მე­ტი­კუ­რი პლას­ტი­კა, კერ­ძოდ, ცხვი­რის ფორ­მის ან ქუ­თუ­თო­ე­ბის კო­რექ­ცია, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ცი­ებს არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მაგ­რამ, ასე­თი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი მა­ინც არ არის.

ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ა­ვად­მყო­ფოს დოქ­ტო­რი ჯო­ზეფ სო­ბან­კო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ზოგ­ჯერ პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­რეგ­ნო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შემ­დე­გაც კი თავს უკეთ გრძნო­ბენ. სო­ბან­კოს თქმით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზია, რის გა­მოც იგი მსგავს ოპე­რა­ცი­ებს აკე­თებს.

სა­კი­თხის უკეთ შე­სას­წავ­ლად, მან და მის­მა კო­ლე­გებ­მა 16 კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, რომ­ლის ძი­რი­თა­დი თე­მა­ტი­კა პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლე­ნის კვლე­ვა იყო.

ნაშ­რომ­თა უმე­ტე­სო­ბა ზო­გა­დად კოს­მე­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს ეხე­ბო­და და არა რო­მე­ლი­მეს კონ­კრე­ტუ­ლად. შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხით კმა­ყო­ფი­ლი იყო და თავს უკეთ გრძნობ­და.

რო­დე­საც ცალ­კე­უ­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, მა­შინ ყვე­ლა­ზე "შე­დე­გი­ა­ნი" ცხვი­რის ფორ­მის კო­რექ­ცია და ქუ­თუ­თო­ე­ბის გა­და­ჭიმ­ვა აღ­მოჩ­ნდა. ასეთ ოპე­რა­ცი­ა­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ა­ნებს თვით­შე­ფა­სე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დათ. 

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Reuters-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მეცნიერები: პლასტიკური ოპერაციები ცხოვრების ხარისხზე დადებითად მოქმედებს

მეცნიერები: პლასტიკური ოპერაციები ცხოვრების ხარისხზე დადებითად მოქმედებს

სახის კოსმეტიკური პლასტიკა, კერძოდ, ცხვირის ფორმის ან ქუთუთოების კორექცია, როგორც ცნობილია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს არ მიეკუთვნება. მაგრამ, ასეთი ქირურგიული ჩარევა აზრს მოკლებული მაინც არ არის.

ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოს დოქტორი ჯოზეფ სობანკო ირწმუნება, რომ ზოგჯერ პაციენტები გარეგნობის უმნიშვნელო გაუმჯობესების შემდეგაც კი თავს უკეთ გრძნობენ. სობანკოს თქმით, ფაქტობრივად, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც იგი მსგავს ოპერაციებს აკეთებს.

საკითხის უკეთ შესასწავლად, მან და მისმა კოლეგებმა 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს, რომლის ძირითადი თემატიკა პაციენტების ცხოვრების ხარისხზე კოსმეტიკური პროცედურების გავლენის კვლევა იყო.

ნაშრომთა უმეტესობა ზოგადად კოსმეტიკურ ოპერაციებს ეხებოდა და არა რომელიმეს კონკრეტულად. შედეგებმა აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ბევრი ადამიანი საკუთარი ცხოვრების ხარისხით კმაყოფილი იყო და თავს უკეთ გრძნობდა.

როდესაც ცალკეული კოსმეტიკური ოპერაციები გააანალიზეს, მაშინ ყველაზე "შედეგიანი" ცხვირის ფორმის კორექცია და ქუთუთოების გადაჭიმვა აღმოჩნდა. ასეთ ოპერაციაგადატანილ ადამიანებს თვითშეფასება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. 

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს