თამარ ჩერგოლეიშვილი პაატა ზაქარეიშვილს -"წამოდით, ბ-ნო მინისტრო, გაჩვენებთ ოჯახებს, სახლები რომ დაუნგრიეს"

თამარ ჩერგოლეიშვილი პაატა ზაქარეიშვილს -"წამოდით, ბ-ნო მინისტრო, გაჩვენებთ ოჯახებს, სახლები რომ დაუნგრიეს"

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში გააკეთა.

"წამოდით, ბ-ნო მინისტრო, ხვალ გაჩვენებთ ოჯახებს, სახლები რომ დაუნგრიეს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში თქვენმა პარტნიორებმა.

თუმცა, თქვენ იქ რა გინდათ, თქვენ ხომ პოპულისტი არ ხართ, რომ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები მოინახულოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების შესახებ გაზეთ "ვერსიასთან" კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, "არაფერი გაზრდილა და არც ე.წ. საზღვარი გადმოწეულა". "ვინც ამბობს, რომ გადმოიწია, მაჩვენოს, სად იყო მანამდე გამყოფი ხაზი და ამის შემდეგ ვისაუბროთ მის გადმოწევაზე", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა ასევე ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ეს რომ შეამოწმონ თავად, არა?!", - წერს საკუთარ "ფეისბუქზე" ნანუკა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია კი მინისტრის განცხადებას "თვალებში ნაცრის შეყრას" უწოდებს.

"თვალებში ნაცრის შეყრა გამიგია, მაგრამ ასეთი?! რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ გვატყუებენ თუ თავს იტყუებენ, შედეგი არის დამდგარი ფაქტი - დიცისა და დვანის ტერიტორია ოკუპირებულია!", - წერს საჯაია სოციალურ ქსელში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს