სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კოულუნი - ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ციხესიმაგრე მსოფლიოში
კოულუნი - ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ციხესიმაგრე მსოფლიოში

ჰონგკონ­გის ქა­ლაქ კო­უ­ლუნ­ში 210მ/120მ-ზე ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 33 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. 350 სახ­ლი ერ­თმე­ნეთს იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ერ­თგვარ კე­დელს ქმნი­და.

დღეს კო­უ­ლი­ნი მკვდა­რი ქა­ლა­ქია. 1990-იან წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­და­წყვი­ტეს. მისი ის­ტო­რია უჩ­ვე­უ­ლო და ტრა­გი­კუ­ლია: ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო ფორ­ტს სა­ფუძ­ვე­ლი სუ­ნის დი­ნას­ტი­ის მმარ­თვე­ლო­ბი­სას (960-1279 წწ) ჩა­ე­ყა­რა, 1898 წელს ქა­ლა­ქი დიდ ბრი­ტა­ნეთს გა­დას­ცეს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს კი იგი ია­პო­ნი­ის ჯა­რებ­მა და­ი­კა­ვეს. ქა­ლა­ქი-ცი­ხე­სი­მაგ­რე 1993-1994 წლებ­ში აი­ღეს. იმ დრო­ის­თვის იგი ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი იყო.

შე­ნო­ბე­ბი ნან­გრე­ვებს წარ­მო­ად­გენ­და, სა­დაც არც კო­მუ­ნა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი და არც ნორ­მა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბა იყო. ქვე­და სარ­თუ­ლებ­ზე დღე­და­ღამ ნე­ო­ნის ლამ­ფე­ბი იწ­ვო­და, რად­გან იქ მზის სხი­ვი ვერ აღ­წევ­და.

ად­გი­ლი ცოტა იყო, ამი­ტომ ნა­გე­ბო­ბა გა­მუდ­მე­ბით "იზ­რდე­ბო­და". აშე­ნებ­დნენ და­მა­ტე­ბით სარ­თუ­ლებს, სახ­ლს გი­სო­სე­ბი­ან აივ­ნებს ავ­ლებ­დნენ. სა­ხუ­რა­ვებ­ზეც ცხოვ­რე­ბა დუღ­და: ტე­ლე­ვი­ზო­რის ან­ტე­ნე­ბის გარ­და, აქ გაბ­მუ­ლი იყო სა­რე­ცხის თო­კე­ბი, წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი და ნაგ­ვის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი. იქ ხში­რად ის­ვე­ნებ­დნენ უფ­რო­სე­ბი და თა­მა­შობ­დნენ ბავ­შვე­ბი. იქ­მნე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ქა­ლა­ქი სა­კუ­თა­რი სიმ­ძი­მის გამო ეს ესაა და­ინ­გრე­ო­და.

კო­უ­ლუ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო: ია­პო­ნი­ის ჯა­რის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის შემ­დეგ აქ ბევ­რი არა­ლე­გა­ლი ჩა­სახ­ლდა, ქა­ლა­ქი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და ნარ­კო­მა­ნე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა. 1980-იან წლებ­ში კო­უ­ლუნ­ში უამ­რა­ვი ბორ­დე­ლი, კა­ზი­ნო და ოპი­უ­მის და კო­კა­ი­ნის გა­სა­ყი­დი ად­გი­ლე­ბი იყო. არც დიდ ბრი­ტა­ნეთს და არც ჩი­ნეთს არ უნ­დო­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აეღო იმა­ზე, რაც ქა­ლაქ-ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში ხდე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად და­ნა­შა­უ­ლის მა­ღა­ლი დო­ნი­სა, ქა­ლაქ­ში კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორც წესი, ისი­ნი მა­ღალ სარ­თუ­ლებ­ზე იყ­რიდ­ნენ თავს, რომ თავი ქურ­დე­ბის­გან და­ეც­ვათ.

სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვამ ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი კო­უ­ლუნ­ში გა­ა­უ­ა­რე­სა. მთავ­რო­ბა ხვდე­ბო­და, რომ სი­ტუ­ა­ცია ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა შე­ეც­ვა­ლა, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ი­სა და შე­ნო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟის გეგ­მის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად 2.7 მი­ლი­ო­ნი ჰონგკონ­გუ­რი დო­ლა­რი გა­მო­ყო. კო­უ­ლუ­ნი­დან ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ ხალ­ხი იძუ­ლე­ბით გა­მო­ა­სახ­ლეს.

ამ­ჟა­მად ქა­ლაქ-ცი­ხე­სი­მაგ­რის ად­გილ­ზე პარ­კი- Kowloon Walled City Park-ია გა­შე­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ცი­ნის დი­ნას­ტი­ის სტი­ლის ბა­ღე­ბი ხა­რობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kulturologia.ru-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კოულუნი - ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ციხესიმაგრე მსოფლიოში

კოულუნი - ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ციხესიმაგრე მსოფლიოში

ჰონგკონგის ქალაქ კოულუნში 210მ/120მ-ზე ფართობის ტერიტორიაზე 33 000 ადამიანი ცხოვრობდა. 350 სახლი ერთმენეთს იყო დაკავშირებული და ერთგვარ კედელს ქმნიდა.

დღეს კოულინი მკვდარი ქალაქია. 1990-იან წლებში მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყვიტეს. მისი ისტორია უჩვეულო და ტრაგიკულია: ამ ტერიტორიაზე სამხედრო ფორტს საფუძველი სუნის დინასტიის მმართველობისას (960-1279 წწ) ჩაეყარა, 1898 წელს ქალაქი დიდ ბრიტანეთს გადასცეს, მეორე მსოფლიო ომის დროს კი იგი იაპონიის ჯარებმა დაიკავეს. ქალაქი-ციხესიმაგრე 1993-1994 წლებში აიღეს. იმ დროისთვის იგი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი იყო.

შენობები ნანგრევებს წარმოადგენდა, სადაც არც კომუნალური შეღავათები და არც ნორმალური განათება იყო. ქვედა სართულებზე დღედაღამ ნეონის ლამფები იწვოდა, რადგან იქ მზის სხივი ვერ აღწევდა.

ადგილი ცოტა იყო, ამიტომ ნაგებობა გამუდმებით "იზრდებოდა". აშენებდნენ დამატებით სართულებს, სახლს გისოსებიან აივნებს ავლებდნენ. სახურავებზეც ცხოვრება დუღდა: ტელევიზორის ანტენების გარდა, აქ გაბმული იყო სარეცხის თოკები, წყლის რეზერვუარები და ნაგვის კონტეინერები. იქ ხშირად ისვენებდნენ უფროსები და თამაშობდნენ ბავშვები. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქალაქი საკუთარი სიმძიმის გამო ეს ესაა დაინგრეოდა.

კოულუნის მოსახლეობა მრავალფეროვანი იყო: იაპონიის ჯარის კაპიტულაციის შემდეგ აქ ბევრი არალეგალი ჩასახლდა, ქალაქი დამნაშავეების და ნარკომანების თავშესაფრად იქცა. 1980-იან წლებში კოულუნში უამრავი ბორდელი, კაზინო და ოპიუმის და კოკაინის გასაყიდი ადგილები იყო. არც დიდ ბრიტანეთს და არც ჩინეთს არ უნდოდა პასუხისმგებლობა აეღო იმაზე, რაც ქალაქ-ციხესიმაგრეში ხდებოდა.

მიუხედავად დანაშაულის მაღალი დონისა, ქალაქში კანონმორჩილი ადამიანებიც ცხოვრობდნენ. როგორც წესი, ისინი მაღალ სართულებზე იყრიდნენ თავს, რომ თავი ქურდებისგან დაეცვათ.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევამ ცხოვრების ხარისხი კოულუნში გააუარესა. მთავრობა ხვდებოდა, რომ სიტუაცია ძირფესვიანად უნდა შეეცვალა, ამიტომ ადამიანების ევაკუაციისა და შენობების დემონტაჟის გეგმის შესამუშავებლად 2.7 მილიონი ჰონგკონგური დოლარი გამოყო. კოულუნიდან ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ხალხი იძულებით გამოასახლეს.

ამჟამად ქალაქ-ციხესიმაგრის ადგილზე პარკი- Kowloon Walled City Park-ია გაშენებული, სადაც ცინის დინასტიის სტილის ბაღები ხარობს.

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს