"აჯიკის ომი" - ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში

"აჯიკის ომი" - ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში

პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს და­იწყ­ო, "ა­ჯი­კის ომად" მო­ი­ნათ­ლა და 15 წე­ლია გრძელ­დე­ბა. მან სა­მი მთავ­რო­ბა გა­მო­იც­ვა­ლა.

ცი­ცო ცხვე­დი­ა­ნი, ად­ვო­კა­ტი:

-  ე.წ აჯი­კის ომს 1995 წელს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბულ შპს "სი­ონ­სა" და სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის სა­კუ­რორ­ტო-­სა­მე­დი­ცი­ნო სამ­მარ­თვე­ლოს შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. "სი­ონ­მა" და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­ა­წო­და 100.000 ქი­ლა აჯი­კა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც იმ­ხა­ნად შე­ად­გენ­და 122.000 ლარს. "სი­ო­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად იყო კუ­კუ­რი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ხო­ლო მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­სი ვა­ჟი, ასე­ვე შპს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი - კონ­სტან­ტი­ნე. მყიდ­ველ­მა არ გა­და­ი­ხა­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა და შე­სა­ბა­მი­სად, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, სა­ჩი­ვა­რი შეგ­ვე­ტა­ნა სა­სა­მარ­თლო­ში. 1998 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­ვი­ტა­ნეთ სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც 1999 წლის 22 აპ­რი­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­და. ჩვენს მო­პა­სუ­ხე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ე­კის­რა 53.155 აშშ დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ლა­რებ­ში და გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პირ­გა­სამ­ტეხ­ლო. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რემ და­იწყო ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და თან­ხის მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ორ ეტა­პად გად­მო­უ­რიცხა შპს "სი­ონს". მოკ­ლედ, ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ მხა­რე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­და­იხ­დი­და ამ თან­ხას, მაგ­რამ მათ შე­ი­ტა­ნეს გან­ცხა­დე­ბა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის მოთხ­ოვ­ნით, შემ­დე­გი მო­ტი­ვით, თით­ქოს­და სხდო­მა კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ჩა­ტარ­და, რადგან მას არ ეს­წრე­ბო­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე, ა­რა­და, მა­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნამ­დვი­ლად ეს­წრე­ბო­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მას და მი­სი რწმუ­ნე­ბუ­ლო­ბაც იდო საქ­მე­ში. კი­დევ ერ­თხელ მო­ვინ­დო­მეთ საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს რწმუ­ნე­ბუ­ლო­ბა ვი­ღა­ცას საქ­მი­დან ამო­უ­ხე­ვი­ა, რი­სი კვა­ლიც აშ­კა­რად ეტყ­ო­ბო­და.

ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­სა­ჩივ­რდა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ვი­ნა­ი­დან ის ძვე­ლი თა­რი­ღით იყო გა­ცე­მუ­ლი, თა­რიღს თეთ­რი სა­ღე­ბა­ვი ჰქონ­და გა­დას­მუ­ლი და ზედ ახა­ლი თა­რი­ღი ეწე­რა, გა­უქ­მდა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რაც გა­ვა­სა­ჩივ­რეთ, გა­ნახ­ლდა საქ­მის წარ­მო­ე­ბა და აქე­დან და­იწყო მარ­თლაც "ა­ჯი­კის ომი". ჩვენ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გვყავ­და სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხით და ვე­რა­ფერს გავ­ხდით, გაგ­ვი­უქ­მდა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და გა­ნახ­ლდა საქ­მის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ისევ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­და. შემ­დეგ ისევ გაგ­ვი­უქ­მეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, საქ­მე ორ­ჯერ მი­ვი­და უზე­ნა­ე­სამ­დე და სა­ბო­ლო­ოდ ასე­თი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ: ვერ რის­კავ­დნენ, რომ უზე­ნა­ესს საქ­მე და­ემ­თავ­რე­ბი­ნა ჩვე­ნი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით - საქ­მეს აბ­რუ­ნებ­და უკან, ქვემ­დგომ ინ­სტან­ცი­ებ­ში, სა­დაც ვი­გებ­დით და უზე­ნა­ე­სი ისევ აუქ­მებ­და და უკან აბ­რუ­ნებ­და, ჩვენს საქ­მეს უზე­ნა­ე­სი და აპე­ლა­ცია პინ­გ-პონ­გი­ვით ეს­როდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. საქ­მე ის არის, რომ ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და პირ­გ­ა­სამ­ტეხ­ლოს გა­დახ­და­საც და რაც დრო გა­დი­ო­და, პირ­გა­სამ­ტეხ­ლოც იზ­რდე­ბო­და, 2005 წლის­თვის მან ძი­რი­თად თან­ხას­თან ერ­თად 700.000 ლარს მი­აღ­წი­ა. ამა­სო­ბა­ში მოხ­და მთე­ლი რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი, ის სამ­მარ­თვე­ლო გა­და­კეთ­და შპს "ინ­ტერ­კუ­რორ­ტად" და მას და­ე­კის­რა ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ 700.000-ის გა­დახ­და, ანუ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­ვი­და კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში და რო­დე­საც და­ვა­ყა­და­ღეთ ამ შპს-ს ქო­ნე­ბა და აღ­სრუ­ლე­ბა­ზე წა­ვი­და საქ­მე, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა ერ­თი ამ­ბა­ვი ატე­ხეს. საქ­მე კვლავ უზე­ნა­ე­სამ­დე მი­ვი­და და შავ­ზე თეთ­რით დაგ­ვი­წე­რეს - დადგენილება კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით არ ჩა­ბა­რე­ბია მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­სო. მთელ ამ საქ­მეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ეტყ­ო­ბო­და, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­უქ­მდა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რედ გვყავ­და სა­ხელ­მწი­ფო.

გა­დაწყ­ვეტი­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კვლავ ჭი­დი­ლი მოგ­ვიხ­და - მე­სა­მედ მოგ­ვაბ­რუ­ნეს პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში და ეს საქ­მე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რე­ვაზ თოფ­ჩიშ­ვილს და­ე­წე­რა. მოკ­ლედ, დაგ­ვიდ­გა ის ბედ­ნი­ე­რი დღე, რო­ცა უნ­და გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა აღარც კი გვჯე­რო­და, რომ ბო­ლო­ში გა­ვე­დით, და დაგ­ვხვდა ამ­ბა­ვი, მო­სა­მარ­თლე რე­ვაზ თოფ­ჩიშ­ვი­ლი ავად არი­სო, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი გვითხ­რეს, აღარ არის მო­სა­მარ­თლე­ო. ბო­ლო­ში გა­სუ­ლი საქ­მე ისევ თა­ვი­დან და­საწყ­ე­ბი გახ­და და და­ე­წე­რა მო­სა­მარ­თლე ლე­ვან გვა­რა­მი­ას, რო­მელ­მაც ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წრა­ფით გა­ნი­ხი­ლა საქ­მე, ყვე­ლა ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტა­ცია გა­ი­ზი­ა­რა, ჩათ­ვა­ლა რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად ვი­ყა­ვით მარ­თლე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, მო­ვი­გეთ პრო­ცე­სი. ამა­სო­ბა­ში ისე გა­ი­ზარ­და თან­ხე­ბი, მი­ლი­ონს ას­ცდა, მაგ­რამ 560.000 ლარ­ზე შევ­ჩერ­დით. ჩვენ 600.000 ლა­რამ­დე ვე­ლო­დით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას და ამ დროს მო­სა­მარ­თლემ მო­პა­სუ­ხეს 6.000 ლა­რი და­ა­კის­რა. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ვი­და 2011 წლის 9 თე­ბერ­ვალს, მაგ­რამ ჩაგ­ვბარ­და წლი­სა და ორი თვის მე­რე. რა არით­მე­ტი­კით გა­მო­იყ­ვა­ნა გვა­რა­მი­ამ 6 ათა­სი ლა­რი, უც­ნო­ბი­ა, ჩვენ­ზე მე­ტად ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს გა­უკ­ვირ­და. ვფიქ­რობ­დით, ნუ­ლე­ბი ხომ არ იყო გა­მორ­ჩე­ნი­ლი, რად­გან არც ერთ გა­ან­გა­რი­შგე­ბა­ში ეს ციფ­რი არ ჯდე­ბა. სა­დაც ამ­დე­ნი, კი­დევ მო­ვით­მენთ. პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვა­პი­რებთ პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თოთ ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კონ­სტან­ტი­ნე გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი:

ვერ გეტყ­ვით, კი­დევ რამ­დენ ხანს გა­ი­წე­ლე­ბა საქმე, მაგ­რამ მე და ჩე­მი ად­ვო­კა­ტი თუ ვერ მო­ვეს­წრე­ბით მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას, ბრძო­ლას ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ...

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია