ირანის პრეზიდენტის მანქანას ფეხსაცმელები და კვერცხები დაუშინეს

ირანის პრეზიდენტის მანქანას ფეხსაცმელები და კვერცხები დაუშინეს

ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის მანქანას, თეირანის აეროპორტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა, ფეხსაცმელები და კვერცხები დაუშინეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, თეირანის აეროპორტის წინ, ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთა უმრავლესობა ქვეყნის პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო. თუმცა, მოპირადაპირე მხარეს შეკრებილი 60-ზე მეტი ადამიანი ირანის ლიდერისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას სატელეფონო საუბარს გმობდა.

"სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს", - სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომელთაც მოგვიანებით პრეზიდენტის მანქანას ფეხსაცმელები და კვერცხები დაუშინეს.

ირანის პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა. სხდომის პარალელურად, სატელეფონო საუბარი შედგა ჰასან როჰანსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის, რომლის დროსაც მხარეებმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრეს.

ირანის პრეზიდენტსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი პირველად შედგა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა