ჯეკ ნიკოლსონმა ფანს "ჰამლეტის" ციტირებით დაუმტკიცა, რომ მეხსიერება წესრიგში აქვს

ჯეკ ნიკოლსონმა ფანს "ჰამლეტის" ციტირებით დაუმტკიცა, რომ მეხსიერება წესრიგში აქვს

ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა, 76 წლის ჯეკ ნიკოლსონი კინოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა. ნიკოლსონს მეხსიერების პრობლემა აქვს.

ეს სიახლე ძალიან განიცადეს ვარსკვლავის გულშემატკივრებმა. თუმცა, როგორც ამერიკული ჟურნალი National Enquirer წერს, ვარსკვლავს ამ პრობლემის გამო თავისი შარმი არ დაუკარგავს და ახალგაზრდა გულშემატკივარ ქალებს ადრინდელივით ხიბლავს.

მსახიობი კოლეგასთან, დენი დევიტოსთან ერთად გოლფის სათამაშოდ ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. ჯეკთან უცნობი ქალი მივიდა და გულისტკივილით განუცხადა, რომ "მისით აღფრთოვანებულია და ძალიან განიცდის, რომ მის კერპს მეხსიერებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს". ნიკოლსონმა ქალს თბილად გაუღიმა და იმის ნიშნად, რომ მის მეხსიერებას სერიოზული პრობლემები არ აქვს, "ჰამლეტიდან" მონაკვეთი ზეპირად, უშეცდომოდ წაუკითხა. "მადამ, დარწმუნებული ვარ გჯერათ, რომ მეხსიერება არ მღალატობს", - განუცხადა ნიკოლსონმა ფანს.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება