ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ელენე გედევანიშვილი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა. გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მოციგურავეთა ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ძირითადად ის სპორტსმენები შეიკრიბნენ, რომელთაც გასულ სალიცენზიო შეჯიბრებებზე წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა მოკლე პროგრამაში 51.59 ქულით მე-6 შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამაში კი ელენე 93.21 ქულით მე-7 გახლდათ. ჯამში, გედევანიშვილმა 144.80 ქულა მოაგროვა და მე-6 შედეგი აჩვენა, რაც ლიცენზიისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

გარდა, ამისა, შეჯიბრზე ლიცენზიები თამაშდება წყვილთა შორის, სადაც ბედს სცდიან ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა. სოჭში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად 22 დუეტი იბრძვის, რომელთაგან ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლებას 5 საუკეთესო მიიღებს.

მოკლე პროგრამის შემდეგ, ჯაფარიძე-ტელეგინას წყვილი 45.47 ქულით საერთო ჩათვლაში მე-13 ადგილზეა, საკვალიფიკაციოში კი – მეცხრეზე. სალიცენზიო ზონასთან დაახლოებით 3 ქულა აშორებთ.

ყინულზე მოცეკვავეები თავისუფალ პროგრამას დღეს, თბილისის დროით 17:15 საათიდან დაიწყებენ.

იხილეთ ვიდეო

"სპორტალ.გე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია