სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბაკურ გულუა ჟიული შარტავასა და მამია ალასანიას დახვრეტის სკანდალურ ფაქტს ახმაურებს
ბაკურ გულუა ჟიული შარტავასა და მამია ალასანიას დახვრეტის სკანდალურ ფაქტს ახმაურებს

სო­ხუ­მის და­ცე­მის დღე - 27 სექ­ტემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას და­ღუპ­ვის დღე­ცაა. აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 20 წლის თავ­ზე, მას­თან უკა­ნას­კნელ შეხ­ვედ­რა­სა და მისი ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ექსმი­ნის­ტრი ბა­კურ გუ­ლუა. 27 სექ­ტემ­ბე­რი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­აო, - ამ­ბობს გუ­ლუა და იმა­საც გვიმ­ხელს, რომ გული წყდე­ბა - ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 20 წლის თავ­ზე, მის საფ­ლავ­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო ვერ გავა.

- არა­სო­დეს მით­ქვამს, რომ ომის მო­ნა­წი­ლე ვარ, რად­გან ია­რა­ღი ხელ­ში არ ამი­ღია, თუმ­ცა სო­ხუმ­ში ხში­რად ვი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, იქ ვი­ყა­ვი იმ დრა­მა­ტულ დღე­ებ­შიც. სო­ხუ­მი აქ­ტი­უ­რად რომ იბომ­ბე­ბო­და, რეზო სა­ლუქ­ვა­ძემ, სო­ხუ­მის ფი­ზი­კო­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა მთხო­ვა, ცოტა ბენ­ზინს თუ გა­მო­მი­ყოფთ, თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ჭურ­ვებ­სა და ქვე­მე­ხებს და­ვამ­ზა­დებ­თო. მე­ომ­რე­ბი გვთხოვ­დნენ, იქ­ნებ ცოლ-შვი­ლი გა­ა­რი­დოთ აქა­უ­რო­ბას ნავ­სად­გურ­ში მდგომ მე­თევ­ზე­ე­ბის გე­მი­თო. შე­ვარ­დნა­ძეს­თან დავ­რე­კე. არც კი იცო­და, რომ სო­ხუმ­ში ვი­ყა­ვი. მი­თხრა, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა სხდო­მას ატა­რებს, მოდი და გა­მო­გი­ყოფთ ბენ­ზინ­სო. რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს ჩემი და ჟი­უ­ლის ბოლო შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბო­და. მი­ვე­დი, რა­ღაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და და ხმა­ურ­ზე გა­მო­ვი­და ჟი­უ­ლი. და­მი­ნა­ხა თუ არა, გა­და­მეხ­ვია.

- მთავ­რო­ბის სხდო­მის წინ რა ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და?

- გენო ადა­მია და­უ­პი­რის­პირ­და ერთ გე­ნე­რალს, ვინც იაქ­ტი­უ­რა ქარ­თუ­ლი ჯა­რის გა­ნი­ა­რა­ღე­ბის საქ­მე­ში. უთხრა, ხომ გე­უბ­ნე­ბო­დით, ომი და­ი­წყე­ბა და ხელ­ცა­რი­ე­ლე­ბი დავ­რჩე­ბი­თო და გა­ი­წია მას­ზე, მაგ­რამ გია ყარ­ყა­რაშ­ვილ­მა შე­უ­შა­ლა ხელი. დე­ტა­ლებს აღარ და­ვა­კონ­კრე­ტებ... სწო­რედ ამ ხმა­ურ­ზე გა­მო­ვი­და შარ­ტა­ვა. ერ­თმა კო­რეს­პონ­დენ­ტმა ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. ჟი­უ­ლიმ ჯერ და­უ­შა­ლა. მერე თქვა, ბა­კურ­თან დიდი ხა­ნია სუ­რა­თი არ გა­და­მი­ღია, მოდი, გა­დაგ­ვი­ღე­თო... მივ­მარ­თავ იმ კო­რეს­პონ­დენტს, თუ ომს გა­და­ურ­ჩა და აქვს ფირი, და­მა­ვა­ლებს, თუ მო­მაწ­ვდის. ეს იქ­ნე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მა­ტი­ა­ნე... იმ დღეს დავ­ცილ­დით ერ­თმა­ნეთს მე და ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა. სა­ლუქ­ვა­ძის­თვის 4 ტონა ბენ­ზი­ნი გა­მოყ­ვეს. ნავ­სად­გუ­რის­კენ გა­ვე­მარ­თე. უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრმა შე­ვარ­დნა­ძის თხოვ­ნა გად­მომ­ცა, ოჩამ­ჩი­რე­ში ჩა­დით და თან გა­ი­გეთ, რა ვი­თა­რე­ბა­აო. ნავ­სად­გურ­ში მო­ვე­ლა­პა­რა­კე გე­მის კა­პი­ტანს, მე­ქა­ნი­კოსს. უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა საწ­ვა­ვი ჩაგ­ვის­ხეს. შუ­ქუ­რას ზო­ნას­თან მო­იყ­ვა­ნეს დაჭ­რი­ლე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი. ოთხად ოთხი ბიჭი ვი­ახ­ლე ერთი ავ­ტო­მა­ტით.

ყუ­რე­ში გა­ვე­დით თუ არა, მტერ­მა და­ბომბვა დაგ­ვი­წყო, გემ­ზე პა­ნი­კა ატყდა. ჭურ­ვე­ბი ახ­ლო­მახ­ლო ცვი­ო­და. თან, სა­ში­ნე­ლე­ბის მოწ­მე­ნი გავ­ხდით - სო­ჭი­დან სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და. გუ­და­უ­თი­დან მო­მა­ვალ­მა კა­ტერ­მა რა­კე­ტა ეს­რო­ლა და ჩვენ თვალ­წინ, პირ­და­პირ ყუ­რე­ში ჩა­მო­აგ­დო. და­ახ­ლო­ე­ბით, 27 კაცი და­ი­ღუ­პა. უმ­რავ­ლე­სო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი იყო...

ჩვენ კი, ეტყო­ბა, რეზო სა­ლუქ­ვა­ძე "გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა" - ჰა­ერ­ში შემ­ხვედ­რი ჭურ­ვე­ბი გა­უშ­ვეს და გა­ვაღ­წი­ეთ. ოჩამ­ჩი­რე­ში ღა­მის პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე ჩა­ვე­დით. იმის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და, იქ რა სუ­რა­თი ვნა­ხე... ეს 22 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. 27-ში კი, უკვე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი.

- და 27 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლუ­ლი ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ცხედ­რის გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად შე­ვარ­დნა­ძის და­ვა­ლე­ბით, სო­ხუმ­ში რო­დის გაბ­რუნ­დით?

- 28-ში გავფრინ­დი სო­ხუმ­ში. ჟი­უ­ლის ძმის - სო­სოს თხოვ­ნით, შევ­ქმე­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მგე­ობ­რე­ბით, ნა­თე­სა­ვე­ბით და­ვა­კომ­პლექ­ტე. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ცხედ­რის და­სახ­სნე­ლად. თუ ამას ახლა ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დით, ვე­ღა­რა­სო­დეს შევ­ძლებ­დით. ად­ლერ­ში ჩავფრინ­დით. გა­გიმ­ხელთ, სამი სა­წო­ლი გვქონ­და წა­ღე­ბუ­ლი - ჟუ­ი­ლი შარ­ტა­ვას, მა­მია ალა­სა­ნი­ა­სა და პი­რა­დი მცვე­ლის - ქა­თა­მა­ძის ცხედ­რე­ბი ერ­თად უნდა გად­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა. ად­ლე­რის აე­რო­პორ­ტში ვნა­ხეთ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რის პოლ­კოვ­ნი­კი შუ­ი­კო­ვი. საქ­მის კურ­სში ვარ, რის­თვის ჩა­მოხ­ვე­დი­თო, მი­თხრა, მაგ­რამ აჭი­ა­ნუ­რებს აფხა­ზუ­რი მხა­რე ცხედ­რის გად­მო­ცე­მას, ისიც კი ვერ გა­ვი­გეთ, რა პი­რო­ბებ­ში და­ი­ღუ­პა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვაო. ლო­დინ­ში დაგ­ვა­ღამ­და. მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ამევ­სო და პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტე.

გა­მიყ­ვა­ნა გვერ­დით ში­უ­კოვ­მა და მი­თხრა: "თქვენ მე არ მიც­ნობთ, სამმხრივ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე რუ­სულ მხა­რეს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. ჟი­უ­ლის მე­გო­ბა­რი ვარ. ჟი­უ­ლი ერ­თა­დერ­თი კა­ცია, ვინც მათ არ უნდა მო­ეკ­ლათ, რად­გან ის მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მხა­რის კი არა, აფხა­ზე­ბის ინ­ტე­რე­სებ­საც ყო­ველ­თვის იცავ­და. ახლა პი­რა­დად ვე­ლა­პა­რა­კე არ­ძინ­ბას. რა­ღა­ცას ეშ­მა­კობს. მი­თხრა, ვერ ვი­პო­ვე­თო ცხე­და­რი". გავმწარ­დი. მან უცებ სა­დღაც და­რე­კა და რუ­სუ­ლად და­ი­წყო გი­ნე­ბა. ბო­ლოს იყ­ვი­რა, მოს­კო­ვი­დან სპეც­რაზმს გა­მო­ვი­ძა­ხებ და იქ სამი კი არა, ძა­ლი­ან ბევ­რი გვა­მი იქ­ნე­ბაო. დაფრ­თხნენ, ეტყო­ბა და 2 სა­ათ­ში ჰა­ერ­ში ვერ­ტმფრე­ნიც გა­მოჩ­ნდა - ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ცხე­და­რი გად­მოგ­ვცეს.

- ცხე­და­რი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო?

- ექ­სპერ­ტი­ზა ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ეტყო­ბა, და­ბა­ნეს, მო­ა­წეს­რი­გეს და ტან­საც­მე­ლიც ჩა­აც­ვეს. მა­ინც მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა და და­იც­ვეს აფხა­ზუ­რი წე­სე­ბი. ვერ­ტმფრე­ნი და­ეშ­ვა თუ არა, შუ­ი­კოვ­მა მთხო­ვა, დავ­ხე­და­ვო. ერთი ფო­თე­ლი კაცი იყო, ახ­ლო­ბე­ლი. ვუ­თხა­რი, თვითმფრი­ნავ­ში რამე არ ჩა­დოს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე-მეთ­ქი. უკა­ნა ბნელ სა­ლონ­ში შე­ვი­და ფო­თე­ლი და ცოტა ხან­ში ატი­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. მი­თხრა, და­ი­ჩო­ქა შუ­ი­კოვ­მა ჟი­უ­ლის ცხედ­რის წინ, მკერ­დზე აკო­ცა და მო­უ­ბო­დი­შა, ვერ შევ­ძე­ლი შენი დაც­ვაო... მა­შინ მივ­ხვდი, რა­ტომ არ გა­მიჩ­ნდა ამ ადა­მი­ან­თან ბრძო­ლის სურ­ვი­ლი.

- ალა­სა­ნი­ა­სა და ქა­თა­მა­ძის ცხედ­რე­ბი რა­ტომ არ გად­მოგ­ცეს?

- შუ­ი­კოვს ვკი­თხე ამის შე­სა­ხებ. მი­თხრეს, მა­გათ ვერ ვცნობთ, აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ცხე­და­რია, ამოც­ნო­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ და სხვა დროს გად­მოგ­ცემ­თო, მი­პა­სუ­ხა. მა­შინ­ვე ვთქვი, ესე იგი, ეს არას­დროს მოხ­დე­ბა-მეთ­ქი. სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვქონ­და, გად­მო­ვას­ვე­ნეთ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა და გა­მოვფრინ­დით. გად­მო­ვუფ­რი­ნეთ აფხა­ზეთს, ვუ­ყუ­რებ­დი ალ­მო­დე­ბულ სო­ხუმს და სა­ში­ნე­ლი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბო­და. აე­რო­პორ­ტში ჩა­მოვფრინ­დით თუ არა, ვთქვი, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ტან­საც­მე­ლი მო­ი­ტა­ნეთ, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის გუ­ლის­და­კოდ­ვა იქ­ნე­ბა, უცხო ტან­საც­მელ­ში თუ ნა­ხა­ვენ-მეთ­ქი.

ვი­ტყვი პირ­და­პირ - ჟი­უ­ლი სო­ხუ­მის მო­ე­დან­ზე არ და­უხვრე­ტი­ათ. ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა ცო­ცხა­ლი, საღ-სა­ლა­მა­თი მი­იყ­ვა­ნეს უშიშ­რო­ე­ბა­ში 27 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს. იყო და­ცუ­ლი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი. გა­და­იყ­ვა­ნეს გუ­და­უ­თა­ში, რომ მე­ო­რე დი­ლით ად­ლე­რი­დან გა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო. აი, სწო­რედ იმ გზა­ზე და­ახ­ვედ­რეს ხალ­ხი.

- ცნო­ბი­ლია, რომ მა­მია ალა­სა­ნი­ამ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა ბოლო წუ­თამ­დე არ მი­ა­ტო­ვა და ისი­ნი ერ­თად დახ­ვრი­ტეს. თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი სიკ­ვდი­ლის დროს ერ­თად არ იყ­ვნენ?

- ფაქ­ტია, როცა ვი­კი­თხე მა­მია ალა­სა­ნი­ას ცხედ­რის შე­სა­ხებ, მი­თხრეს, რომ მისი ამოც­ნო­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. სად იყო მა­შინ ალა­სა­ნია როცა ჟი­უ­ლი გუ­და­უ­თის­კენ წა­იყ­ვა­ნეს, არ ვიცი. მოხ­და ისე, რომ ცხოვ­რე­ბამ შე­მახ­ვედ­რა ბო­რის პას­ტუ­ხოვ­თან. ვუ­თხა­რი, რო­გორ ვერ შე­ძე­ლი ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის დაც­ვა, როცა ის გა­დარ­ჩა იქ ქა­ოსს-თქო. ეს სა­უ­ბა­რი არ იყო სა­სი­ა­მოვ­ნო. რა უნდა ეპა­სუ­ხა? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, რომ მან შეგ­ნე­ბუ­ლად რა­ღაც გა­ა­კე­თა, მაგ­რამ მისი ხე­ლით აღას­რუ­ლეს. სხვა­თა შო­რის, იყო ზარი თბი­ლის­ში, რომ ჟი­უ­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლია, ად­ლე­რი­დან გა­მო­აფ­რე­ნე­ნო. სოსო შარ­ტა­ვა მო­ვარ­და, ლა­მის და­მი­ჩო­ქა, ვიცი შენი კავ­ში­რე­ბი, ჩადი და ძმა ჩა­მო­მიყ­ვა­ნე, მო­მიკ­ლა­ვე­ნო. წი­ნათ­გრძნო­ბა ჰქონ­და. ეს ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი იყო. რა მოხ­და? რა­ტომ დარ­ჩა ჟი­უ­ლი სო­ხუმ­ში? რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იმ ვი­თა­რე­ბა­ში? რა მოგ­ვცა მის­მა გმი­რუ­ლად და­ღუპ­ვამ? ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვამ შე­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს თავი, მაგ­რამ... მისი ოქ­როს პო­ტენ­ცი­ა­ლი და­აკ­ლდა ქვე­ყა­ნას. დღეს კი­დევ იქ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში და უამ­რავ კე­თილ­შო­ბი­ლურ საქ­მე­საც გა­ა­კე­თებ­და... და ასე­თი რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. აი, ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი.

- ამის შე­სა­ხებ პი­რა­დად შე­ვარ­დნა­ძეს უთხა­რით?

- დიახ. როცა გა­ვი­გე, რომ გა­და­წყდა აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო­ზე აფხა­ზეთ­ში ე.წ. სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბის შეყ­ვა­ნა, მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრის, რო­მან გვენ­ცა­ძის დახ­მა­რე­ბით, მი­ვე­დი შე­ვარ­დნა­ძეს­თან. ვუ­თხა­რი, რას აკე­თებ, ჯა­რით იქ შეს­ვლა აფხა­ზე­თის და­კარ­გვას ნიშ­ნავს-მეთ­ქი. შე­ვარ­დნა­ძე და­იბ­ნა. პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, ეს იქ­ნე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა-მეთ­ქი. მო­მა­ს­მე­ნი­ნა ავ­თან­დილ იო­სე­ლი­ან­სა და თენ­გიზ კი­ტო­ვან­თან სა­უ­ბა­რი. და­მა­ნა­ხა, ბორ­ბა­ლი უკვე ამოძ­რა­ვე­ბუ­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, და­გაგ­ვი­ან­და მოს­ვლაო... მე­რეც ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, მაგ­რამ ისე ნუ გა­მო­ვიყ­ვანთ, თით­ქოს სულ ჩვენ ვცდე­ბო­დით - სას­ტი­კი მტე­რი გვყავ­და. უბ­რა­ლოდ, უნდა გვე­ფიქ­რა, რომ მას­თან სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში ჩაბ­მა, კარ­გი შე­დე­გით არ დას­რულ­დე­ბო­და.

- ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რი წი­ნას­წარ გა­გიფრ­თხი­ლე­ბი­ათ. სო­ხუ­მის და­ცე­მის შემ­დე­გაც ესა­უბ­რეთ შე­ვარ­დნა­ძეს მის "ყვე­ლა­ზე დიდ შეც­დო­მა­ზე"?

- ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა გად­მო­ვას­ვე­ნეთ თუ არა, შე­ვარ­დნა­ძეს შევ­ხვდი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უ­ბა­რი შედ­გა ჩვენს შო­რის, მაგ­რამ ამა­ზე სხვა დროს...

- ეს გა­უთ­ვლე­ლი შეც­დო­მა იყო თუ "გა­ყი­დუ­ლი ომი", რო­გორც ხში­რად უწო­დე­ბენ?

- ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს კი­თხვა და­მის­ვით. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ შე­ვარ­დნა­ძემ უღა­ლა­ტა ქვე­ყა­ნას, სა­ა­კაშ­ვილ­მაც უღა­ლა­ტა... და რა არის ამ ღა­ლა­ტის სა­ფა­სუ­რი? რბი­ლად რომ ვთქვათ, ასე უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა აწყობ­დეს პირ­ველ პირს? რა მი­ი­ღეს მათ სა­ჩუქ­რად ღა­ლა­ტის შე­დე­გად? ჩვენ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი გვყავ­და ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც. როცა ისი­ნი ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ, უსუ­სუ­რი აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დით ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ამ დღე­შია აზ­როვ­ნე­ბი­სა და არა უძ­ლუ­რე­ბის გამო. აფხა­ზე­თის ომამ­დეც და შემ­დე­გაც, არა­ვინ დას­ვა მარ­ტი­ვი კი­თხვა - აფხა­ზეთ­ში წეს­რი­გი რომ დაგ­ვემ­ყა­რე­ბი­ნა და იქ დავ­მსხდა­რი­ყა­ვით, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით ამ მდგო­მა­რე­ო­ბას? რუ­სე­თი ხომ არ მოგ­ვას­ვე­ნებ­და და მა­ინც გა­ა­კე­თებ­და იმას, რაც მიზ­ნად ჰქონ­და.

- რუ­სე­თის მიზ­ნე­ბი დღე­საც უც­ვლე­ლია. რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ?

- 20 წელი დას­ჭირ­და იმ შეგ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რომ რუ­სეთს არ უნდა ებ­რძო­ლო ძა­ლით. დიპ­ლო­მა­ტი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის დახ­მა­რე­ბით უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა. ეს ერ­თა­დერ­თი გზაა, ოღონდ - სა­ქარ­თვე­ლომ კვლავ უნდა შე­ი­ძი­ნოს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ფუნ­ქცია კავ­კა­სი­ა­ში. და კი­დევ - არა­ვის ეგო­ნოს, რომ აფხა­ზეთ­ში და­საყ­რდე­ნი არ გვაქვს. შე­იძ­ლე­ბა, პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერს, მაგ­რამ აფხა­ზეთ­ში, არის ის გო­ნი­ე­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვინც ჩვე­ნი და­საყ­რდე­ნია. ისი­ნი ისე­ვე აზ­როვ­ნე­ბენ, რო­გორც ჩვენ და აფხა­ზე­თის შე­მომ­ტკი­ცე­ბის იმე­დი მა­ნამ დარ­ჩე­ბა, სა­ნამ ეს ხალ­ხი ცო­ცხა­ლია. ყვე­ლას გას­გო­ნად მინ­და ვთქვა, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის - ყვე­ლა­ზე მეტი ძალა ამ ქვე­ყა­ნა­ზე არის აზ­როვ­ნე­ბა და გო­ნე­ბა. მხო­ლოდ ეს თუ გა­დაგ­ვარ­ჩენს. ამას ქა­და­გებს სწო­რედ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტას ეს­მის, რას გუ­ლის­ხმობს უწ­მინ­დე­სი, მაგ­რამ მთა­ვა­რია მათ ეს­მო­დეთ, ვინც ქვე­ყა­ნას მარ­თავს.

ნინო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

ასე­ვე იხი­ლეთ: ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ პი­რად ტრა­გე­დი­ა­ზე "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში ისა­უბ­რა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბაკურ გულუა ჟიული შარტავასა და მამია ალასანიას დახვრეტის სკანდალურ ფაქტს ახმაურებს

ბაკურ გულუა ჟიული შარტავასა და მამია ალასანიას დახვრეტის სკანდალურ ფაქტს ახმაურებს

სოხუმის დაცემის დღე - 27 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაღუპვის დღეცაა. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, მასთან უკანასკნელ შეხვედრასა და მისი ცხედრის გადმოსვენების დეტალებს იხსენებს ყოფილი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის ექსმინისტრი ბაკურ გულუა. 27 სექტემბერი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეაო, - ამბობს გულუა და იმასაც გვიმხელს, რომ გული წყდება - ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, მის საფლავზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გავა.

- არასოდეს მითქვამს, რომ ომის მონაწილე ვარ, რადგან იარაღი ხელში არ ამიღია, თუმცა სოხუმში ხშირად ვიყავი. სამწუხაროდ, იქ ვიყავი იმ დრამატულ დღეებშიც. სოხუმი აქტიურად რომ იბომბებოდა, რეზო სალუქვაძემ, სოხუმის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტის დირექტორმა მთხოვა, ცოტა ბენზინს თუ გამომიყოფთ, თავდაცვის მიზნით, ჭურვებსა და ქვემეხებს დავამზადებთო. მეომრები გვთხოვდნენ, იქნებ ცოლ-შვილი გაარიდოთ აქაურობას ნავსადგურში მდგომ მეთევზეების გემითო. შევარდნაძესთან დავრეკე. არც კი იცოდა, რომ სოხუმში ვიყავი. მითხრა, ჟიული შარტავა სხდომას ატარებს, მოდი და გამოგიყოფთ ბენზინსო. რას ვიფიქრებდი, რომ ეს ჩემი და ჟიულის ბოლო შეხვედრა იქნებოდა. მივედი, რაღაც ინციდენტი მოხდა და ხმაურზე გამოვიდა ჟიული. დამინახა თუ არა, გადამეხვია.

- მთავრობის სხდომის წინ რა ინციდენტი მოხდა?

- გენო ადამია დაუპირისპირდა ერთ გენერალს, ვინც იაქტიურა ქართული ჯარის განიარაღების საქმეში. უთხრა, ხომ გეუბნებოდით, ომი დაიწყება და ხელცარიელები დავრჩებითო და გაიწია მასზე, მაგრამ გია ყარყარაშვილმა შეუშალა ხელი. დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ... სწორედ ამ ხმაურზე გამოვიდა შარტავა. ერთმა კორესპონდენტმა ფოტოების გადაღება დაიწყო. ჟიულიმ ჯერ დაუშალა. მერე თქვა, ბაკურთან დიდი ხანია სურათი არ გადამიღია, მოდი, გადაგვიღეთო... მივმართავ იმ კორესპონდენტს, თუ ომს გადაურჩა და აქვს ფირი, დამავალებს, თუ მომაწვდის. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მატიანე... იმ დღეს დავცილდით ერთმანეთს მე და ჟიული შარტავა. სალუქვაძისთვის 4 ტონა ბენზინი გამოყვეს. ნავსადგურისკენ გავემართე. უშიშროების მინისტრმა შევარდნაძის თხოვნა გადმომცა, ოჩამჩირეში ჩადით და თან გაიგეთ, რა ვითარებააო. ნავსადგურში მოველაპარაკე გემის კაპიტანს, მექანიკოსს. უშიშროების წარმომადგენლებმა საწვავი ჩაგვისხეს. შუქურას ზონასთან მოიყვანეს დაჭრილები, მოხუცები, ქალები და ბავშვები. ოთხად ოთხი ბიჭი ვიახლე ერთი ავტომატით.

ყურეში გავედით თუ არა, მტერმა დაბომბვა დაგვიწყო, გემზე პანიკა ატყდა. ჭურვები ახლომახლო ცვიოდა. თან, საშინელების მოწმენი გავხდით - სოჭიდან სამგზავრო თვითმფრინავი მოფრინავდა. გუდაუთიდან მომავალმა კატერმა რაკეტა ესროლა და ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ყურეში ჩამოაგდო. დაახლოებით, 27 კაცი დაიღუპა. უმრავლესობა ჟურნალისტი იყო...

ჩვენ კი, ეტყობა, რეზო სალუქვაძე "გამოგვეხმაურა" - ჰაერში შემხვედრი ჭურვები გაუშვეს და გავაღწიეთ. ოჩამჩირეში ღამის პირველის ნახევარზე ჩავედით. იმის გახსენებაც არ მინდა, იქ რა სურათი ვნახე... ეს 22 სექტემბერს მოხდა. 27-ში კი, უკვე თბილისში ვიყავი.

- და 27 სექტემბერს მოკლული ჟიული შარტავას ცხედრის გადმოსასვენებლად შევარდნაძის დავალებით, სოხუმში როდის გაბრუნდით?

- 28-ში გავფრინდი სოხუმში. ჟიულის ძმის - სოსოს თხოვნით, შევქმენი ჯგუფი, რომელიც ძირითადად მგეობრებით, ნათესავებით დავაკომპლექტე. ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა ცხედრის დასახსნელად. თუ ამას ახლა ვერ მოვახერხებდით, ვეღარასოდეს შევძლებდით. ადლერში ჩავფრინდით. გაგიმხელთ, სამი საწოლი გვქონდა წაღებული - ჟუილი შარტავას, მამია ალასანიასა და პირადი მცველის - ქათამაძის ცხედრები ერთად უნდა გადმოგვესვენებინა. ადლერის აეროპორტში ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურის პოლკოვნიკი შუიკოვი. საქმის კურსში ვარ, რისთვის ჩამოხვედითო, მითხრა, მაგრამ აჭიანურებს აფხაზური მხარე ცხედრის გადმოცემას, ისიც კი ვერ გავიგეთ, რა პირობებში დაიღუპა ჟიული შარტავაო. ლოდინში დაგვაღამდა. მოთმინების ფიალა ამევსო და პროტესტი გამოვხატე.

გამიყვანა გვერდით შიუკოვმა და მითხრა: "თქვენ მე არ მიცნობთ, სამმხრივ მოლაპარაკებაზე რუსულ მხარეს ვხელმძღვანელობდი. ჟიულის მეგობარი ვარ. ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მათ არ უნდა მოეკლათ, რადგან ის მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც ყოველთვის იცავდა. ახლა პირადად ველაპარაკე არძინბას. რაღაცას ეშმაკობს. მითხრა, ვერ ვიპოვეთო ცხედარი". გავმწარდი. მან უცებ სადღაც დარეკა და რუსულად დაიწყო გინება. ბოლოს იყვირა, მოსკოვიდან სპეცრაზმს გამოვიძახებ და იქ სამი კი არა, ძალიან ბევრი გვამი იქნებაო. დაფრთხნენ, ეტყობა და 2 საათში ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა - ჟიული შარტავას ცხედარი გადმოგვცეს.

- ცხედარი რა მდგომარეობაში იყო?

- ექსპერტიზა ჰქონდა ჩატარებული. ეტყობა, დაბანეს, მოაწესრიგეს და ტანსაცმელიც ჩააცვეს. მაინც მიაქციეს ყურადღება და დაიცვეს აფხაზური წესები. ვერტმფრენი დაეშვა თუ არა, შუიკოვმა მთხოვა, დავხედავო. ერთი ფოთელი კაცი იყო, ახლობელი. ვუთხარი, თვითმფრინავში რამე არ ჩადოს, ყურადღება მიაქციე-მეთქი. უკანა ბნელ სალონში შევიდა ფოთელი და ცოტა ხანში ატირებული დაბრუნდა. მითხრა, დაიჩოქა შუიკოვმა ჟიულის ცხედრის წინ, მკერდზე აკოცა და მოუბოდიშა, ვერ შევძელი შენი დაცვაო... მაშინ მივხვდი, რატომ არ გამიჩნდა ამ ადამიანთან ბრძოლის სურვილი.

- ალასანიასა და ქათამაძის ცხედრები რატომ არ გადმოგცეს?

- შუიკოვს ვკითხე ამის შესახებ. მითხრეს, მაგათ ვერ ვცნობთ, აქ ძალიან ბევრი ცხედარია, ამოცნობა ვერ მოვახერხეთ და სხვა დროს გადმოგცემთო, მიპასუხა. მაშინვე ვთქვი, ესე იგი, ეს არასდროს მოხდება-მეთქი. სხვა არჩევანი არ გვქონდა, გადმოვასვენეთ ჟიული შარტავა და გამოვფრინდით. გადმოვუფრინეთ აფხაზეთს, ვუყურებდი ალმოდებულ სოხუმს და საშინელი განცდა მეუფლებოდა. აეროპორტში ჩამოვფრინდით თუ არა, ვთქვი, ჟიული შარტავას ტანსაცმელი მოიტანეთ, მისი ოჯახის წევრებისთვის გულისდაკოდვა იქნება, უცხო ტანსაცმელში თუ ნახავენ-მეთქი.

ვიტყვი პირდაპირ - ჟიული სოხუმის მოედანზე არ დაუხვრეტიათ. ჟიული შარტავა ცოცხალი, საღ-სალამათი მიიყვანეს უშიშროებაში 27 სექტემბერს, საღამოს. იყო დაცული და გადარჩენილი. გადაიყვანეს გუდაუთაში, რომ მეორე დილით ადლერიდან გამოფრენილიყო. აი, სწორედ იმ გზაზე დაახვედრეს ხალხი.

- ცნობილია, რომ მამია ალასანიამ ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე არ მიატოვა და ისინი ერთად დახვრიტეს. თქვენი ინფორმაციით, ისინი სიკვდილის დროს ერთად არ იყვნენ?

- ფაქტია, როცა ვიკითხე მამია ალასანიას ცხედრის შესახებ, მითხრეს, რომ მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა. სად იყო მაშინ ალასანია როცა ჟიული გუდაუთისკენ წაიყვანეს, არ ვიცი. მოხდა ისე, რომ ცხოვრებამ შემახვედრა ბორის პასტუხოვთან. ვუთხარი, როგორ ვერ შეძელი ერთი ადამიანის სიცოცხლის დაცვა, როცა ის გადარჩა იქ ქაოსს-თქო. ეს საუბარი არ იყო სასიამოვნო. რა უნდა ეპასუხა? დარწმუნებული არ ვარ, რომ მან შეგნებულად რაღაც გააკეთა, მაგრამ მისი ხელით აღასრულეს. სხვათა შორის, იყო ზარი თბილისში, რომ ჟიული გადარჩენილია, ადლერიდან გამოაფრენენო. სოსო შარტავა მოვარდა, ლამის დამიჩოქა, ვიცი შენი კავშირები, ჩადი და ძმა ჩამომიყვანე, მომიკლავენო. წინათგრძნობა ჰქონდა. ეს ძალიან მძიმე დღეები იყო. რა მოხდა? რატომ დარჩა ჟიული სოხუმში? როგორ აღმოჩნდა იმ ვითარებაში? რა მოგვცა მისმა გმირულად დაღუპვამ? ჟიული შარტავამ შეწირა საქართველოს თავი, მაგრამ... მისი ოქროს პოტენციალი დააკლდა ქვეყანას. დღეს კიდევ იქნებოდა ქვეყნის სამსახურში და უამრავ კეთილშობილურ საქმესაც გააკეთებდა... და ასეთი რამდენი ადამიანი დავკარგეთ. აი, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, საომარი მოქმედებების დაწყებას ვეწინააღმდეგებოდი.

- ამის შესახებ პირადად შევარდნაძეს უთხარით?

- დიახ. როცა გავიგე, რომ გადაწყდა აფხაზეთის სახელმწიფო საბჭოზე აფხაზეთში ე.წ. სამხედრო ფორმირების შეყვანა, მაშინდელი შს მინისტრის, რომან გვენცაძის დახმარებით, მივედი შევარდნაძესთან. ვუთხარი, რას აკეთებ, ჯარით იქ შესვლა აფხაზეთის დაკარგვას ნიშნავს-მეთქი. შევარდნაძე დაიბნა. პირდაპირ ვუთხარი, ეს იქნება თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა-მეთქი. მომასმენინა ავთანდილ იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანთან საუბარი. დამანახა, ბორბალი უკვე ამოძრავებულია, გადაწყვეტილება მიღებულია, დაგაგვიანდა მოსვლაო... მერეც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ისე ნუ გამოვიყვანთ, თითქოს სულ ჩვენ ვცდებოდით - სასტიკი მტერი გვყავდა. უბრალოდ, უნდა გვეფიქრა, რომ მასთან საომარ ვითარებაში ჩაბმა, კარგი შედეგით არ დასრულდებოდა.

- ამის შესახებ სახელმწიფო მეთაური წინასწარ გაგიფრთხილებიათ. სოხუმის დაცემის შემდეგაც ესაუბრეთ შევარდნაძეს მის "ყველაზე დიდ შეცდომაზე"?

- ჟიული შარტავა გადმოვასვენეთ თუ არა, შევარდნაძეს შევხვდი. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა ჩვენს შორის, მაგრამ ამაზე სხვა დროს...

- ეს გაუთვლელი შეცდომა იყო თუ "გაყიდული ომი", როგორც ხშირად უწოდებენ?

- ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. ამბობენ იმასაც, რომ შევარდნაძემ უღალატა ქვეყანას, სააკაშვილმაც უღალატა... და რა არის ამ ღალატის საფასური? რბილად რომ ვთქვათ, ასე უპატივცემულოდ თავიდან მოცილება შეიძლება აწყობდეს პირველ პირს? რა მიიღეს მათ საჩუქრად ღალატის შედეგად? ჩვენ მოღალატეები გვყავდა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. როცა ისინი ერთიანდებოდნენ, უსუსური აღმოვჩნდებოდით ხოლმე. სამწუხაროდ, საქართველო ამ დღეშია აზროვნებისა და არა უძლურების გამო. აფხაზეთის ომამდეც და შემდეგაც, არავინ დასვა მარტივი კითხვა - აფხაზეთში წესრიგი რომ დაგვემყარებინა და იქ დავმსხდარიყავით, შევინარჩუნებდით ამ მდგომარეობას? რუსეთი ხომ არ მოგვასვენებდა და მაინც გააკეთებდა იმას, რაც მიზნად ჰქონდა.

- რუსეთის მიზნები დღესაც უცვლელია. რა ნაბიჯები უნდა გადადგას დღევანდელმა ხელისუფლებამ?

- 20 წელი დასჭირდა იმ შეგნების ჩამოყალიბებას, რომ რუსეთს არ უნდა ებრძოლო ძალით. დიპლომატიით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობის დარეგულირება. ეს ერთადერთი გზაა, ოღონდ - საქართველომ კვლავ უნდა შეიძინოს თავისი უნიკალური ფუნქცია კავკასიაში. და კიდევ - არავის ეგონოს, რომ აფხაზეთში დასაყრდენი არ გვაქვს. შეიძლება, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ აფხაზეთში, არის ის გონიერი მოსახლეობა, ვინც ჩვენი დასაყრდენია. ისინი ისევე აზროვნებენ, როგორც ჩვენ და აფხაზეთის შემომტკიცების იმედი მანამ დარჩება, სანამ ეს ხალხი ცოცხალია. ყველას გასგონად მინდა ვთქვა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის - ყველაზე მეტი ძალა ამ ქვეყანაზე არის აზროვნება და გონება. მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს. ამას ქადაგებს სწორედ ჩვენი პატრიარქი. სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ესმის, რას გულისხმობს უწმინდესი, მაგრამ მთავარია მათ ესმოდეთ, ვინც ქვეყანას მართავს.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ასევე იხილეთ: ირაკლი ალასანიამ პირად ტრაგედიაზე "პალიტრის" ეთერში ისაუბრა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია