ჯორჯ ჰარისონი ინდოეთში მოგზაურობისას

ჯორჯ ჰარისონი ინდოეთში მოგზაურობისას

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles -ის წევრმა ჯორჯ ჰარისონმა 1966 წელს ინდოეთში იმოგზაურა. ჰარისონი და მისი მეუღლე პეტი  ლონდონიდან მუმბაიში 1966 წლის სექტემბერში გაფრინდნენ. მომღერალი ინდოეთში იმისთვის ჩაფრინდა, რომ რავი შანკართან ერთად სიტარის (ინდური მუსიკალური სიმებიანი საკრავი) გაკვეთილს დასწრებოდა.

"ინდოეთში 1966 წლის სექტემბერში ჩავედი. როდესაც რავი შანკარზე შევიტყვე, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სადმე აუცილებლად შევხვდებოდი. ლონდონში ივნისში შევხვდი. აიანა დევა ანგადის სახლში ერთ-ერთმა ინდოელმა კაცმა მითხრა, რომ რავიც იქ იყო.   

ასე რომ, ინდოეთს სექტემბერში 6 კვირით ვესტუმრე. პირველად მუმბაიში ჩავედი. საზოგადოებამ მაშინვე შეიტყო, რომ იქ ვიყავი. ვიქტორიანული სტილის სასტუმროში ვისვენებდი და სიტარის შესწავლა დავიწყე. რავი გაკვეთილებს მიტარებდა. გაკვეთილებს ჩემთან ერთად მისი რამდენიმე სტუდენტიც ესწრებოდა. იატაკზე ჯდომისგან ბარძაყები მეტკინა, ასე რომ მან იოგის მასწავლებელი მომიყვანა, რათა ჩემთვის ფიზიკური ვარჯიშები ეჩვენებინა.   

ეს ფანტასტიკური დრო იყო. ვათვალიერებდი ტაძრებს და ვშოპინგობდი. შემდეგ კაშმირში წავედით. ეს ჩინებული იყო. დილით ვიღვიძებდი და ჭაბუკს, მისტერ ბუტს ჩვენთვის ჩაი და ბისკვიტები მოჰქონდა, ამასთან, მესმოდა, როგორ ვარჯიშობდა რავი მეორე ოთახში...", - წერდა ჯორჯ ჰარისონი თავის  კრებულში.

ჯორჯს თან მუდამ დაჰქონდა ფოტოაპარატი. გთავაზობთ მუსიკოსის მიერ გადაღებულ ფოტოებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია shootingfilm.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება