საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია ბერიძე, მამედოვი და კაპანაძე. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული ასეთია: ბერიძე - 28 289; მამედოვი - 27 662; კაპანაძე - 18 966; ალიევი 18 687; გელაშვილი - 18 128; მაისურაძე - 16 175; გიორგაძე 13 994; ლომიძე - 12 995; წიკლაური - 12 869; ბოლქვაძე - 12 306.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონების მიხედვით გვარების სტატისტიკურ მაჩვენებლებს ეტაპობრივად გაავრცელებს.