სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ შეიქმნა "Apple" და რატომ აირჩია სტივ ჯობსმა ლოგოდ ვაშლი?!
როგორ შეიქმნა "Apple" და რატომ აირჩია სტივ ჯობსმა ლოგოდ ვაშლი?!

დღეს გა­მო­ვი­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის წიგ­ნი სტივ ჯობ­სის შე­სა­ხებ, სე­რი­ი­დან "ბიზ­ნე­სის გე­ნია", სა­დაც ბევ­რი უც­ნო­ბი დე­ტა­ლია მო­თხრო­ბი­ლი მის ცხოვ­რე­ბა­ზე. წიგ­ნი გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ერ­თად იყი­დე­ბა, გთა­ვა­ზობთ ერთ-ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ამო­ნა­რიდს წიგ­ნი­დან, იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­იქ­მნა კომ­პა­ნია "Apple".

1960-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სან-ფრან­ცის­კო­სა და სი­ლი­კო­ნის ველ­ზე კვლა­ვაც გა­მა­ლე­ბით გრძელ­დე­ბო­და ტექ­ნი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცია. იწყე­ბო­და ახა­ლი ერა, რა­დი­ო­ტექ­ნი­კუ­რი პრო­დუქ­ცი­ის, მიკ­რო­ს­ქე­მე­ბის, ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის! ასე­ვე ვი­თარ­დე­ბო­და ჰა­კერ­თა სუბკულ­ტუ­რა, მათ შო­რის იყ­ვნენ რო­გორც ქსე­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ასე­ვე სა­ტე­ლე­ფო­ნო თაღ­ლი­თე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და ის ინ­ჟინ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ჩა­ე­წერ­ნენ hp-ის იერ­არ­ქი­ა­ში. ერთ-ერთი მათ­გა­ნი დაგ ენ­გელ­ბარ­ტი იყო, რო­მელ­მაც და­ა­მუ­შა­ვა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თაგ­ვი და გრა­ფი­კუ­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ინ­ტერ­ფე­ი­სე­ბი. ყვე­ლა­ზე კარ­გი ნი­მუ­ში ჰი­პე­ბი­სა და ხა­კე­რე­ბის სუბკულ­ტუ­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა იყო სტივ ჯობ­სი. ის დი­ლა­ო­ბით მე­დი­ტი­რებ­და, შემ­დეგ ის­მენ­და ფი­ზი­კის ლექ­ცი­ებს სტენ­ფორდში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ღა­მოს კი მუ­შა­ობ­და Atari-ში და ოც­ნე­ბობ­და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა­ზე. წლე­ბის მერე ჯობ­სი U2-ს ლი­დერ ბო­ნოს­თან, ხში­რად გა­ნი­ხი­ლავ­და თე­მას, თუ რო­გორ მოხ­და, რომ ეს არა­ფორ­მა­ლი მო­ჯან­ყე­ე­ბი სან-ფრან­ცის­კო­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, რო­მელ­ბიც რო­კი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, ბო­ლოს და ბო­ლოს პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტე­რამ­დე მი­ვიდ­ნენ", - წერს ჯობ­სის ბი­ოგ­რა­ფი უოლ­ტერ აი­ზეკ­სო­ნი.

1975 წელს Apple 1 -ის შექ­მნის­კენ მე­გობ­რებს ჟურ­ნალ­მა Popular Mechanics უბიძ­გა, რომ­ლის პირ­ველ გვერ­დზე და­ი­ბეჭ­და პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის Altair-ის ნაკ­რე­ბი, და ეს დე­ტა­ლე­ბი 495 დო­ლა­რი ღირ­და. ელექტრო­ბის მო­ყა­რუ­ლე­ბის­თვის ეს ახა­ლი ერის და­სა­წყი­სად იქცა. ბილ გეთსმა და პოლ ალენ­მა წა­ი­კი­თხეს რა ეს სტა­ტია, შექ­მნეს ბე­ი­სი­კის ენის ახა­ლი ვერ­სია, ჯობსმა და ვოზ­ნი­აკ­მა კი და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა კომ­პი­უ­ტე­რის იმ­გა­ვა­რად დაპ­რო­ექ­ტე­ბა­ზე, რომ ის უფრო მე­ტად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და პერ­სო­ნა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

ვოზი ამ­ბობ­და, რომ თა­ვის­თვის აკე­თებ­და ამ კომ­პი­უ­ტერს და რო­დე­საც სტივ­მა მისი გა­ყიდ­ვა შეს­თა­ვა­ზა სა­სა­ცი­ლოდ არ ეყო, ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ამის ყიდ­ვას ვინ­მე მო­ი­სურ­ვებ­და. თუმ­ცა მას მერე, რაც მან და სტივ­მა 1976 წლის აპ­რილ­ში ეს კომ­პი­უ­ტე­რი წა­რად­გი­ნეს "თვით­ნა­კე­თი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის კლუბ­ში", იქ მოხ­დე­ნილ­მა ფუ­რორ­მა ვოზ­ნი­ა­კი და­ა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ მარ­თლაც რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი შექ­მნა. ეს ხდე­ბო­და კა­ლი­ფორ­ნი­ის ქა­ლაქ პოლო-ალ­ტო­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვოზ­ნი­აკს ის მი­აჩ­ნდა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კლა­ვი­ა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ეყ­ვა­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც მო­მენ­ტა­ლუ­რად აი­სა­ხე­ბო­და ეკ­რან­ზე. აქ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მოხ­და. მას მერე რაც ბილ გე­ითსმა, რო­მელ­მაც ალენ­თან ერ­თად პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის­თვის და­ა­მუ­შა­ვა პროგ­რა­მი­რე­ბის ენა ბე­ი­სი­კი, გა­ი­გო, რომ ეს ან­ბა­ნი "თვითნ­კე­თი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის კლუბ­ში" ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და, სა­შინ­ლად აღ­შფოთ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აბ­რა­ზა იმ ფაქ­ტმა, რომ მის გა­მო­გო­ნე­ბას ისე იყე­ნებ­დენ, რომ ცენ­ტსაც არ უხ­დიდ­ნენ. აი, მა­შინ მან და­წე­რა თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი წე­რი­ლი: პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რის­თვის ვოზ­მა თა­ვი­სი კალ­კუ­ლა­ტო­რი, ჯობსმა კი მან­ქა­ნა გა­ყი­და. ამ პრო­ცეს­ში მათი სა­მუ­შაო კა­პი­ტა­ლი 1300 დო­ლა­რი, ნა­ხა­ზე­ბი და გეგ­მა იყო.

ჯობსმა თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვი­ტა, რომ ვოზ­ნი­ა­კის შე­დევ­რი უნდა გა­ე­ყი­და, ამი­ტო­მაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­აფრ­თხი­ლა ვოზი არა­ვის­თვის გა­და­ე­ცა ნა­ხა­ზე­ბი, არა­და ვოზ­ნი­აკს აზ­რა­დაც არ მოს­ვლია, რომ ეს ნა­ხა­ზე­ბი ვინ­მეს­თვის და­ემ­ლა. მე­ტიც, ვი­ნა­ი­დან იმ პე­რი­ოდ­ში hp-ში მუ­შობ­და და სწო­რედ კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლოს­ნო­ში აწყობ­და კომ­პი­უ­ტერს, სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბად მი­იჩ­ნია, თა­ვი­სი გა­მო­გო­ნე­ბა ჯერ სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის წა­რე­დი­ნა, ჯობსმა ვი­რი­ვით გა­ჯი­უ­ტე­ბულ ვოზს ეს ვე­რაფ­რით გა­და­ათ­ქმე­ვი­ნა, თუმ­ცა hp-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ გა­მო­გო­ნე­ბით არ და­ინ­ტე­რეს­და და მის სე­რი­ულ წარ­მო­ე­ბა­ზეც ვოზს უარი უთხრეს. მა­შინ უკვე დაჰ­ყვა ვოზი ჯობ­სის სურ­ვილს, რომ გა­მო­გო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე თვი­თონ­ვე ეზ­რუ­ნათ. მოკ­ლედ, სტი­ვის დიდი და­ჟი­ნე­ბის შემ­დე ვოზი და­თან­ხმდა კომ­პა­ნი­ის შექ­მნას, ჯერი სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვა­ზე მიდ­გა, ჯობ­სი ელექტრო­მოყ­ვა­რულ­თა ერთ-ერთი ფო­რუ­მი­დან ბრუნ­დე­ბო­და, ვოზი აე­რო­პორ­ტში დახ­ვდა, გზად ლოს-ალ­ტო­სის­კენ მე­გობ­რე­ბი ფიქ­რობ­დნენ სა­ხელ­ზე, თით­ქოს მო­ი­ფიქ­რეს კი­დეც სტან­დარ­ტუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც წმინ­დად ტექ­ნი­კურ ას­პექ­ტებს ასა­ხავ­და, თუმ­ცა ჯობს ეს არ მოს­წონ­და და მთე­ლი გზა ბუ­ზღუ­ნებ­და. დი­ლით უკვე უნდა და­ე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნათ ფირ­მა და უნდა შე­ერ­ჩი­ათ რამე. ბო­ლოს და ბო­ლოს ჯობსმა მო­ი­ფიქ­რა: Apple Computer. "იმ­ჟა­მად სწო­რედ ვაშ­ლის დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, სწო­რედ ამან გა­მახ­სე­ნა ვაშ­ლი. სა­ხე­ლი მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სოდ, ენერ­გი­უ­ლად და არა სა­ში­შად ჟღერ­და, თა­ნაც სა­ტე­ლე­ფო­ნო ცნო­ბარ­ში ჩვენ უფრო წინ ვიქ­ნე­ბო­დით, ვიდ­რე Atari", - იხ­სე­ნებ­და ჯობ­სი. მარ­თლაც ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო, იყო მას­ში რა­ღაც კონ­ტრკულ­ტუ­რუ­ლი, დაბ­რუ­ნე­ბა ბუ­ნე­ბას­თან. ის, რომ ვაშლს და კომ­პი­უ­ტერს სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­დათ, სწო­რედ ამა­ში იყო მთე­ლი ინ­ტრი­გა. "ეს ერთი შე­ხედ­ვით სი­სუ­ლე­ლე იყო, - ყვე­ბო­და მერე მაიკ მარ­კკუ­ლა, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გახ­და ამ კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი, - მაგ­რამ გა­ი­ძუ­ლებ­და და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, რა ჰქონ­და ვაშლსა და კომ­პი­უ­ტერს სა­ერ­თო და ამა­სო­ბა­ში ყვე­ლას, ვინც ყურს მოჰ­კრავ­და ამ სა­ხელს, ამახ­სოვ­რდე­ბო­და ის."

"პა­ლიტ­რა L" - ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი სა­უბ­რობს წიგ­ნის შე­სა­ხებ, გა­და­ცე­მა საქ­მე, პა­ლიტ­რა TV

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ შეიქმნა "Apple" და რატომ აირჩია სტივ ჯობსმა ლოგოდ ვაშლი?!

როგორ შეიქმნა "Apple" და რატომ აირჩია სტივ ჯობსმა ლოგოდ ვაშლი?!

დღეს გამოვიდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნი სტივ ჯობსის შესახებ, სერიიდან "ბიზნესის გენია", სადაც ბევრი უცნობი დეტალია მოთხრობილი მის ცხოვრებაზე. წიგნი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად იყიდება, გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო ამონარიდს წიგნიდან, იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა კომპანია "Apple".

1960-იანი წლების მეორე ნახევარში სან-ფრანცისკოსა და სილიკონის ველზე კვლავაც გამალებით გრძელდებოდა ტექნიკური რევოლუცია. იწყებოდა ახალი ერა, რადიოტექნიკური პროდუქციის, მიკროსქემების, ვიდეოთამაშებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების! ასევე ვითარდებოდა ჰაკერთა სუბკულტურა, მათ შორის იყვნენ როგორც ქსელის სპეციალისტები, ასევე სატელეფონო თაღლითები, ჩვეულებრივი მოყვარულები და ის ინჟინრები, რომლებიც ვერ ჩაეწერნენ hp-ის იერარქიაში. ერთ-ერთი მათგანი დაგ ენგელბარტი იყო, რომელმაც დაამუშავა კომპიუტერული თაგვი და გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისები. ყველაზე კარგი ნიმუში ჰიპებისა და ხაკერების სუბკულტურის გაერთიანებისა იყო სტივ ჯობსი. ის დილაობით მედიტირებდა, შემდეგ ისმენდა ფიზიკის ლექციებს სტენფორდში უნივერსიტეტში, საღამოს კი მუშაობდა Atari-ში და ოცნებობდა საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე. წლების მერე ჯობსი U2-ს ლიდერ ბონოსთან, ხშირად განიხილავდა თემას, თუ როგორ მოხდა, რომ ეს არაფორმალი მოჯანყეები სან-ფრანცისკოსა და მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომელბიც როკისა და ნარკოტიკების სიყვარულით გამოირჩეოდნენ, ბოლოს და ბოლოს პერსონალურ კომპიუტერამდე მივიდნენ", - წერს ჯობსის ბიოგრაფი უოლტერ აიზეკსონი.

1975 წელს Apple 1 -ის შექმნისკენ მეგობრებს ჟურნალმა Popular Mechanics უბიძგა, რომლის პირველ გვერდზე დაიბეჭდა პირველი პერსონალური კომპიუტერის Altair-ის ნაკრები, და ეს დეტალები 495 დოლარი ღირდა. ელექტრობის მოყარულებისთვის ეს ახალი ერის დასაწყისად იქცა. ბილ გეთსმა და პოლ ალენმა წაიკითხეს რა ეს სტატია, შექმნეს ბეისიკის ენის ახალი ვერსია, ჯობსმა და ვოზნიაკმა კი დაიწყეს მუშაობა კომპიუტერის იმგავარად დაპროექტებაზე, რომ ის უფრო მეტად მოსახერხებელი და პერსონალური ყოფილიყო.

ვოზი ამბობდა, რომ თავისთვის აკეთებდა ამ კომპიუტერს და როდესაც სტივმა მისი გაყიდვა შესთავაზა სასაცილოდ არ ეყო, ვერ წარმოედგინა, რომ ამის ყიდვას ვინმე მოისურვებდა. თუმცა მას მერე, რაც მან და სტივმა 1976 წლის აპრილში ეს კომპიუტერი წარადგინეს "თვითნაკეთი კომპიუტერების კლუბში", იქ მოხდენილმა ფურორმა ვოზნიაკი დააფიქრა იმაზე, რომ მართლაც რაღაც ღირებული შექმნა. ეს ხდებოდა კალიფორნიის ქალაქ პოლო-ალტოში. ყველაზე მნიშვნელოვნად ვოზნიაკს ის მიაჩნდა, რომ შესაძლებელი გახდა კლავიატურის საშუალებით შეეყვანა მონაცემები, რომელიც მომენტალურად აისახებოდა ეკრანზე. აქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. მას მერე რაც ბილ გეითსმა, რომელმაც ალენთან ერთად პერსონალური კომპიუტერებისთვის დაამუშავა პროგრამირების ენა ბეისიკი, გაიგო, რომ ეს ანბანი "თვითნკეთი კომპიუტერების კლუბში" ხელიდან ხელში გადადიოდა, საშინლად აღშფოთდა. განსაკუთრებით გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ მის გამოგონებას ისე იყენებდენ, რომ ცენტსაც არ უხდიდნენ. აი, მაშინ მან დაწერა თავისი ცნობილი წერილი: პირველი კომპიუტერისთვის ვოზმა თავისი კალკულატორი, ჯობსმა კი მანქანა გაყიდა. ამ პროცესში მათი სამუშაო კაპიტალი 1300 დოლარი, ნახაზები და გეგმა იყო.

ჯობსმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ვოზნიაკის შედევრი უნდა გაეყიდა, ამიტომაც კატეგორიულად გააფრთხილა ვოზი არავისთვის გადაეცა ნახაზები, არადა ვოზნიაკს აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს ნახაზები ვინმესთვის დაემლა. მეტიც, ვინაიდან იმ პერიოდში hp-ში მუშობდა და სწორედ კომპანიის სახელოსნოში აწყობდა კომპიუტერს, საკუთარ მოვალეობად მიიჩნია, თავისი გამოგონება ჯერ სწორედ ამ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარედინა, ჯობსმა ვირივით გაჯიუტებულ ვოზს ეს ვერაფრით გადაათქმევინა, თუმცა hp-ის ხელმძღვანელობა ამ გამოგონებით არ დაინტერესდა და მის სერიულ წარმოებაზეც ვოზს უარი უთხრეს. მაშინ უკვე დაჰყვა ვოზი ჯობსის სურვილს, რომ გამოგონების წარმოებაზე თვითონვე ეზრუნათ. მოკლედ, სტივის დიდი დაჟინების შემდე ვოზი დათანხმდა კომპანიის შექმნას, ჯერი სახელის შერჩევაზე მიდგა, ჯობსი ელექტრომოყვარულთა ერთ-ერთი ფორუმიდან ბრუნდებოდა, ვოზი აეროპორტში დახვდა, გზად ლოს-ალტოსისკენ მეგობრები ფიქრობდნენ სახელზე, თითქოს მოიფიქრეს კიდეც სტანდარტული სახელწოდება, რომელიც წმინდად ტექნიკურ ასპექტებს ასახავდა, თუმცა ჯობს ეს არ მოსწონდა და მთელი გზა ბუზღუნებდა. დილით უკვე უნდა დაერეგისტრირებინათ ფირმა და უნდა შეერჩიათ რამე. ბოლოს და ბოლოს ჯობსმა მოიფიქრა: Apple Computer. "იმჟამად სწორედ ვაშლის დიეტაზე ვიყავი, სწორედ ამან გამახსენა ვაშლი. სახელი მართლაც საინტერესოდ, ენერგიულად და არა საშიშად ჟღერდა, თანაც სატელეფონო ცნობარში ჩვენ უფრო წინ ვიქნებოდით, ვიდრე Atari", - იხსენებდა ჯობსი. მართლაც ძალიან ჭკვიანური არჩევანი იყო, იყო მასში რაღაც კონტრკულტურული, დაბრუნება ბუნებასთან. ის, რომ ვაშლს და კომპიუტერს საერთო არაფერი ჰქონდათ, სწორედ ამაში იყო მთელი ინტრიგა. "ეს ერთი შეხედვით სისულელე იყო, - ყვებოდა მერე მაიკ მარკკულა, რომელიც მალევე გახდა ამ კომპანიის პირველი დირექტორი, - მაგრამ გაიძულებდა დაფიქრებულიყავი, რა ჰქონდა ვაშლსა და კომპიუტერს საერთო და ამასობაში ყველას, ვინც ყურს მოჰკრავდა ამ სახელს, ამახსოვრდებოდა ის."

"პალიტრა L" - ის მთავარი რედაქტორი საუბრობს წიგნის შესახებ, გადაცემა საქმე, პალიტრა TV

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს