ნინა: "პირი რომ გავაღო, სალომე ქმარსაც დაკარგავს და შვილსაც"

ნინა: "პირი რომ გავაღო, სალომე ქმარსაც დაკარგავს და შვილსაც"

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამჯერად მას ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი დაუპირისპირდა. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით სალომე გოგიაშვილმა რუსი მომღერლის და პლასტიკური ოპერაციების მოყვარული სერგეი ზვერევის ფოტოს გვერდით ნინას ფოტო დაამონტაჟა და ინტერნეტსივრცეს სამი განსხვავების პოვნა სთხოვა. ამ ფოტოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნინამ სალომეს ბედნიერი ცხოვრება უსურვა, თუმცა კეთილ სურვილებს სალომემ სხვაგვარად უპასუხა - მან "ფეისბუქით"

ნინას ასეთი მოკითხვა შეუთვალა: "ძალიან ემოციური სათაურია, ნინა, ბრავო! ისე, რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა, კარგად შეგახსენო შენი იტალიის„"პაეზდკა"? და ერთს დავამატებდი: სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია, მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით," - წერს სალომე.

კომენტარი ვთხოვეთ ნინა წკრიალაშვილს.

" - როდესაც თენგოს გავყევი ცოლად, მაშინ დაიწყო სალომემ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მის ყოფილ ქმართან დავდიოდი, ოღონდ რომელთან, ეს მეც ვერ გავიგე. მერე გაჩერდა. ეტყობა, რაღაცა უნდა, ამიტომ ჯობია, დამირეკოს და პირდაპირ მითხრას, თუ რამე აწუხებს, დავეხმარები...

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება