სალომე გოგიაშვილი ნინა წკრიალაშვილს მის ყოფილ მეუღლესთან - ვასიკო თევდორაშვილთან რომანის გაბმას ღიად აბრალებს. სოციალური ქსელით დაპირისპირებამ პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა.
"გახსენებაც არ მინდა ამ ამბის, ორივე იმდენად დაბალი დონეა, მამაკაციც და ის ქალბატონიც. ვითომ ჩემი ქება, ინტერნეტ სივრცეში ჩემი მისამართით კეთილი სურვილების გადმოფრქვევა და ამით კარგი გოგოს როლის თამაში, ძალიან სასაცილოა. მით უმეტეს, ვინც მაგ პიროვნებას იცნობს. ჩემთვის ის კი არ იყო გასაკვირი, რომ იმ ადამიანთან დაიჭირა ურთიერთობა, აბსოლუტურად ერთი დონეა ორივე. მე ეს არ გამკვირვებია, გამიკვირდა, რომ ჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ეს მაშინ გააკეთა. როდესაც ადამიანთან ვახლობლობ, მის ოჯახში დაუკითხავად ნივთს არ ავიღებ, ძველი ნივთია, ახალი თუ გადასაგდები.
რაც შეეხება იმ მუქარას, რომ თუ ის ალაპარაკდება, მე ოჯახს დამინგრევს. მუქარა ძალიან ცუდი ტონია, ლამაზი არ არის. იმასაც ამატებს, რომ ახლა ფეხმძიმედ ვარ და არ მანერვიულებს, რაც უნდა, როცა უნდა, სადაც უნდა შეუძლია ილაპარაკოს. მე პრობლემა არ მაქვს, რადგან არასდროს ისეთი რამ არ ჩამიდენია, რის გამოც შემრცხვება. მას წარმატებას იქით ვუსურვებ. ისე რომ გამოიყვანა, თურმე დაბოღმილი და გამწარებული ვარ. რის ფონზე უნდა ვიყო გაბოროტებული?! ნინას ყურებით თუ გავმწარდი, ნამდვილად სამკურნალო და ასათიანზე დასაწვენი ვარ. ჯერჯერობით, ამ დონეზე არ ვარ მისული", - აცხადებს გოგიაშვილი.
სალომე ნინას თავის ყოფილ ქმართან ბედნიერებას უსურვებს და ამბობს, რომ მისი ბედნიერება ძალიან გაუხარდება.
იხილეთ ასევე: ნინა: "პირი რომ გავაღო, სალომე ქმარსაც დაკარგავს და შვილსაც"